ქალები მომავლისთვის - Women for Tomorrow’s cover photo
ქალები მომავლისთვის - Women for Tomorrow

ქალები მომავლისთვის - Women for Tomorrow

Non-profit Organization Management

ფედერაცია ორიენტირებულია, გააძლიეროს და დააკავშიროს ბიზნეს-ლიდერი ქალები; გაზარდოს მათი როლი ეკონომიკურ ცხოვრებაში.

About us

“ქალები მომავლისთვის” ბიზნესასოციაციაა, რომელიც საერთო მიზნის გარშემო აერთიანებს ძლიერ, წარმატებულ ქალებს სხვადასხვა სფეროდან.ასოციაციის მისიაა ქალთა გაძლიერება, მათი როლის წინ წამოწევა და ჩართვა ეკონომიკურ და სოციალურ აქტივობებში. ბიზნესფედერაცია მხარს უჭერს ინიციატივებს, რომლებიც ქვეყანაში ქალთა უფლებების დაცვასა და გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.გვჯერა, რომ დასახული მიზნების მიღწევა მხოლოდ გაერთიანებული ძალებით არის შესაძლებელი, ამიტომ ვქმნით ქალთა ძლიერ ქსელს, რომლის წევრებიც მზად არიან, საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების გასაზიარებლად. Women for Tomorrow is a business association, which unites strong, successful women from different fields around a common goal. Our mission is to empower women, promote their role in society and involve them in economic and social activities. The association supports initiatives that ensure the protection and improvement of women's rights in the country.Only with united forces, can we achieve the set goals, we believe. Therefore we create a strong network of women whose members are ready to share their knowledge and experience.

Website
https://w4t.ge/
Industry
Non-profit Organization Management
Company size
2-10 employees
Headquarters
tbilisi
Type
Nonprofit
Founded
2014

Locations

Employees at ქალები მომავლისთვის - Women for Tomorrow

Updates

  • 📍ბიზნესასოციაციამ “ქალები მომავლისთვის” წევრებისთვის შიდა შეხვედრა გამართა 🤝ტრადიციისამებრ შეხვედრაზე ორი წევრის პრეზენტაცია შედგა.  👉თამარ ჯანგულაშვილმა ედისონის სახელობის სკოლა „ნოვაცია“ წარადგინა, სადაც აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას იკავებს. სასწავლო დაწესებულება ბაზარზე 2022 წლიდან ოპერირებს და თანამედროვე და განსხვავებული მიდგომები გამოარჩევს.  👉მაია მახათაძემ კი სასტუმროების მართვის კომპანია „რადარზე“ ისაუბრა. ბრენდის სტუმარმასპინძლობის სფერო -  ასე პოზიციონირდება დღეს ბაზარზე წლინახევრის წინ დაარსებული კომპანია. “რადარის” დამფუძნებელმა და დირექტორმა მის ახალ, ინოვაციურ სტარტაპზეც ისაუბრა, რომელსაც საერთაშორისო ბაზარზე გასვლის გეგმებიც აქვს. დეტალურად: https://lnkd.in/d335zfwh 

  • 🧑🏫“ქალები მომავლისთვის” წევრი კომპანიებისთვის საგადასახადო ადმინისტრირების საკითხებზე ტრენინგი ჩატარდა 📍ტრენინგს საგადასახადო იურისტი, ადვოკატი და ტრენერი ზურაბ ძნელაშვილი უძღვებოდა. 3-საათიან შეხვედრაზე მან დეტალურად განიხილა საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები, მათ შორის საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა, ყადაღა და ინკასო. აგრეთვე ისაუბრეს აუქციონისა და ქონების სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცევის შემთხვევებზე. 👉დეტალურად: https://lnkd.in/e7qXg3WN

  • 📌ბიზნესფედერაციას “ქალები მომავლისთვის” ახალი კომპანია შემოუერთდა 💆♀️“კანი ესთეტიკი” სილამაზის ცენტრია, რომელიც ყველა ესთეტიკურ პროცედურას ერთ სივრცეში აერთიანებს. კომპანია 2020 წლიდან არსებობს და ამ დროის განმავლობაში მომხმარებლის ნდობის მოპოვება და ბაზარზე თავის დამკვიდრება წარმატებით მოახერხა. 📍დღესდღეობით Kani Aesthetic 30-მდე ადამიანს ასაქმებს და განვითარების გეგმებიც აქვს. 👉დეტალურად იხილეთ: https://lnkd.in/dvx4nM6U

    • No alternative text description for this image
  • 📢 ბიზნესფედერაცია "ქალები მომავლისთვის" განცხადება ჩვენ ბიზნესფედერაციის “ქალები მომავლისთვის” წევრები, ვიყავით, ვართ და ვიქნებით საქართველოს ევროატლანტიკური კურსის ერთგული მხარდამჭერნი. ჩვენ, როგორც ბიზნესფედერაციას, რომელიც საქართველოს მასშტაბით 50-ზე მეტ მსხვილ, საშუალო და მცირე კომპანიას აერთიანებს, მიგვაჩნია, რომ შეუქცევადია ჩვენი ქვეყნის სწრაფვა დასავლეთისა და დასავლური ღირებულებებისკენ; სწორედ ეს არის გზა საქართველოს სოციალური, ეკონომიკური განვითარებისა და უწყვეტი დემოკრატიისკენ. საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სრულფასოვანი გაწევრიანება ჩვენი ქვეყნის უპირველესი ინტერესია. საქართველოს მოსახლეობამ დიდი ხანია აირჩია პროდასავლური კურსი და მრავალი ქმედითი ნაბიჯიც გადადგა ამ არჩევანის მიმართულებით. თითოეული ჩვენთაგანის მთავარი ინტერესი და მიზანი უნდა იყოს საქართველოს დასავლური მომავალი და ამ მიზნის ლოგიკური დასასრული - საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება! აქედან გამომდინარე, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ვიხელმძღვანელოთ საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით, რომლის თანახმადაც კონსტიტუციური ორგანოები თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში ვალდებულნი არიან მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.

  • 🍷🌏“ქალები მომავლისთვის” და “არამექს ჯორჯიას” თანამშრომლობით,  მეღვინეებისთვის სამუშაო შეხვედრა ჩატარდა 📍Aramex Georgia-ს საოპერაციო გუნდთან ერთად სამუშაო შეხვედრა ჩაატარა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ლიკა უსეინაშვილმა, მონაწილეებს სასარგებლო ინფორმაცია მიაწოდა და საკუთარი გამოცდილება გაუზიარა კომპანია “ნაბერაულის” ექსპორტის მენეჯერმა ნინო მიროტაძემაც 👉დეტალურად: https://lnkd.in/e_ey2hQS Lika (Lili) Useinashvili Nino Mirotadze

  • 🍷სამუშაო შეხვედრა  „ქართული ღვინის ექსპორტი - სტრატეგიები და პრაქტიკული რჩევები“ 👉Aramex Georgia-ს საოპერაციო გუნდთან ერთად სამუშაო შეხვედრას ჩაატარებს კომპანიის გენერალური დირექტორი ლიკა უსეინაშვილი  👉დამსწრეებს სასარგებლო ინფორმაციას მიაწვდის და საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს კომპანია “ნაბერაულის” ექსპორტის მენეჯერი ნინო მიროტაძე Nino Mirotadze 🔗მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია: https://lnkd.in/dkPMGWpi 📅 თარიღი: 26 ნოემბერი, 19:00 საათი 📍ლოკაცია: "ტერმინალი" ვარდების ბაღი, აღმაშენებლის გამზ. N73ა, თბილისი 📍შეხვედრა ტარდება ფიზიკურ ფორმატში და არის უფასო Aramex Lika (Lili) Useinashvili

    • No alternative text description for this image
  • ☝️25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის დღეა. მსოფლიოში ყოველ ათ წუთში ერთ ქალს კლავენ - ასეთია უმძიმესი სტატისტიკა, რომლის წინააღმდეგ ბრძოლა გადაუდებელი აუცილებლობაა ☝️ბიზნესფედერაციას “ქალები მომავლისთვის” მიაჩნია, რომ ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდი ძალადობისგან თავის დასაცავად ქალთა სოციალური და ეკონომიკური გაძლიერება, მათთვის განათლების მიცემა და ფინანსური დამოუკიდებლობაა. ☝️დეტალურად: https://lnkd.in/d_kwJjTx 

    • No alternative text description for this image
  • 🌍🍷 გსურთ თქვენს ღვინოს საერთაშორისო ბაზარზე იცნობდნენ? 🤝დაესწარით სამუშაო შეხვედრას „ქართული ღვინის ექსპორტი - სტრატეგიები და პრაქტიკული რჩევები“ 🎯“ქალები მომავლისთვის” და Aramex Georgia-ს ინტერაქტიული ვორქშოპი დაგეხმარებათ, გაზარდოთ თქვენი პროდუქტის ცნობადობა და გაიმარტივოთ ტრანსპორტირების გზები საერთაშორისო ბაზარზე. ღონისძიებაზე მიიღებთ ინფორმაციას ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: ✅ ქართული ღვინის ექსპორტის სტატისტიკა და ტენდენციები ✅დოკუმენტაცია და რეგულაციები (ანალიზები და სერტიფიკატები) ✅შეფუთვა და ეტიკეტირება ✅ლოგისტიკა და მიწოდების ჯაჭვი ✅საერთაშორისო გამოფენები და კონკურსები ასევე მოწვეული სპეციალისტისგან ღვინის ექსპორტის საკითხებში მიიღებთ პრაქტიკულ რჩევებს იმპორტიორთან კომუნიკაციის სპეციფიკაზე, ეტიკეტირებასა და ლაბორატორიულ კვლევებზე 🎁 თითოეული მონაწილე მიიღებს უფასო კონსულტაციას საერთაშორისო ტრანსპორტირებაზე და სპეციალურ ტარიფებს Aramex Georgia-სგან 📅 თარიღი: 26 ნოემბერი, 19:00 საათი 📍ლოკაცია: "ტერმინალი" ვარდების ბაღი, აღმაშენებლის გამზ. N73ა, თბილისი 🔗მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია: https://lnkd.in/dkPMGWpi 👉შეხვედრა ტარდება ფიზიკურ ფორმატში და არის უფასო. ☝გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ადგილები შეზღუდულია. მონაწილეობას შეძლებენ მხოლოდ ის პირები, რომლებიც დასტურს მიიღებენ ელექტრონულ ფოსტაზე ორგანიზატორების მხრიდან

    • No alternative text description for this image
  • 🎯ბიზნესფედერაციამ “ქალები მომავლისთვის” ახალციხეში ქალ მეწარმეთა ფორუმი გამართა 👩“როგორ ვაქციოთ გამოწვევა შესაძლებლობად”, “როგორ ვაქციოთ იდეა ბიზნესად” და “როგორ გავზარდოთ ბიზნესი ეფექტურად” - ეს ის საკითხებია, რომლებზეც ეკონომიკურ ფორუმზე ადგილობრივ მეწარმეებს ინფორმაცია მიაწოდეს. 🤝ღონისძიება 16 ნოემბერს ახალციხეში “ქალები მომავლისთვის” და SL Company-ს თანამშრომლობით ჩატარდა, რომელსაც 40-მდე ადგილობრივი მეწარმე ესწრებოდა. 📣ეკონომიკური ფორუმი გახსნეს “ქალები მომავლისთვის” თავმჯდომარემ ნინა კობახიძემ და ბიზნესფედერაციის წევრმა, SL Company-ის დამფუძნებელმა ლალი სამსონიძემ. 👉დეტალურად იხილეთ: https://lnkd.in/dfPKwT9A

  • 👉 ქალთა ეკონომიკური ფორუმი ახალციხეში 👉 ბიზნესფედერაცია “ქალები მომავლისთვის” SL Company-სთან პარტნიორობით გიწვევთ ქალ მეწარმეთა ფორუმზე, რომელსაც გახსნიან “ქალები მომავლისთვის” თავმჯდომარე ნინა კობახიძე და ბიზნესფედერაციის წევრი, SL Company-ის დამფუძნებელი ლალი სამსონიძე 👉 ეკონომიკურ ფორუმზე, რამდენიმე პანელი გაიმართება, სადაც იმსჯელებენ: 👉 როგორ ვაქციოთ გამოწვევა შესაძლებლობად 👉როგორ ვაქციოთ იდეა ბიზნესად 👉როგორ გავზარდოთ ბიზნესი ეფექტურად 👉 თარიღი: 16 ნოემბერი 👉 დასასწრებად დარეგისტრირდით აქ: https://lnkd.in/dG86FuDS 👉გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ადგილები შეზღუდულია. მონაწილეობას შეძლებენ მხოლოდ ის პირები, რომლებიც დასტურს მიიღებენ ორგანიზატორების მხრიდან Nino Jolia, PhD, LLM Lika (Lili) Useinashvili Tamar Jangulashvili tea aduashvili

    • No alternative text description for this image

Similar pages