🔷️ 15 სექტემბერი დემოკრატიის საერთაშორისო დღეა! 🗓 დემოკრატიის საერთაშორისო დღე 2008 წლიდან, ყოველწლიურად აღინიშნება. ამის შესახებ გადაწყვეტილება გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2007 წლის 8 ნოემბერს მიიღო. 🔷️ გაერო მოწოდებულია მიაღწიოს მიზნებს მშვიდობის, ადამიანის უფლებებისა და განვითარების მიმართულებებით. იზიარებს აზრს, რომ ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა საუკეთესოდ არის დაცული დემოკრატიულ საზოგადოებებში. ✔️ დემოკრატიის მთავარი პრინციპები, როგორებიცაა: კანონის უზენაესობა, ხალხის მონაწილეობა სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებაში, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების დაცვა, თანასწორობა და ტოლერანტობა, სრულად თანხვედრაშია საქართველოს ფასეულობებსა და ტრადიციებთან.
საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ / Information Center on NATO and EU
Government Relations Services
Tbilisi, Georgia 959 followers
ცენტრი უზრუნველყოფს მოსახლეობის ინფორმირებას ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციის პროცესებზე
About us
საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც 2010 წლიდან ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს ექვემდებარება. ცენტრი საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 19 სექტემბრის N752 ბრძანებულობით შეიქმნა და უკვე 12 წელია საზოგადოებისთვის მარტივ, გასაგებ ენაზე ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, ევროინტეგრაციის მიმდინარე დადებითი პროცესებისა და გახსნილი ახალი შესაძლებლობების შესახებ ინფორმირებაზე ზრუნავს. ცენტრი საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის, მისი დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. Information Center on NATO and EU is a Legal Entity under Public Law, operating under the office of the State Minister of Georgia on European and Euro-Atlantic Integration since 2010. The center was established on September 19, 2005 according to the Presidential Decree N752 and has been ensuring public accessibility to the easily comprehensible information on NATO and EU, ongoing positive processes and emerging opportunities of European integration, for 12 years already. The Center carries out its activities in accordance with the Constitution of Georgia, international treaties and agreements, Law of Georgia on Legal Entities under Public Law, the Statute of the respective Center and other legislative acts.
- Website
-
http://infocenter.gov.ge/ge/
External link for საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ / Information Center on NATO and EU
- Industry
- Government Relations Services
- Company size
- 11-50 employees
- Headquarters
- Tbilisi, Georgia
- Type
- Government Agency
- Founded
- 2005
- Specialties
- EU, NATO, Anti-western propaganda, Communication, Regions, Information, Education, General Public, Euro-Atlantic integration, Civil society organizations, Government, Media Relations, Public Diplomacy, Diplomatic Corps, International Relations, and Politics
Locations
-
Primary
2/1 Sh. Dadiani St
Tbilisi, Georgia 0105, GE
Employees at საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ / Information Center on NATO and EU
-
Mariam Gigauri, PMP
PMP, Head of Project Management and Donors Relations Division at LEPL Information Center on NATO and EU (MFA of Georgia)
-
Tamara Tsuleiskiri
Director of Information Center on NATO and EU, Ministry of Foreign Affairs of Georgia
-
Teona Zurabashvili
Regional representative at EU and NATO Info Center
-
ნანა ჩხიკვიშვილი
ნანა at საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ / Information Center on NATO and EU
Updates
-
🎉12 აგვისტო ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეა 🔷 ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისთვის ახალგაზრდები ერთ-ერთი პრიორიტეტული სამიზნე ჯგუფია. მათთან პროაქტიული კომუნიკაციის გზით, ცენტრი ცდილობს ახალგაზრდების ცოდნის გაღრმავებას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობის, არსებული შესაძლებლობებისა და გამოწვევების შესახებ. 🔷 საინფორმაციო ცენტრის სტაჟირების პროგრამა, თბილისსა თუ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს ჩაერთონ ცენტრის საქმიანობაში და მონაწილეობა მიიღონ ცენტრის მიერ განხორციელებულ პროექტებსა და ღონისძიებებში. 🤝 გაიცანით საინფორმაციო ცენტრის სტაჟირების პროგრამის წარმატებული მონაწილე თბილისში - Tekla Sigua , რომელმაც ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს მუნდუსის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის სტიპენდია მიიღო და მიმდინარე წლის სექტემბრიდან სწავლას განაგრძობს ავსტრიისა (Central European University) და გაერთიანებული სამეფოს (University of York) უნივერსიტეტებში, ევროპის საჯარო პოლიტიკის სპეციალიზაციით. 🎉 საინფორმაციო ცენტრი ყველა ახალგზარდას გილოცავთ ამ მნიშვნელოვან დღეს და გისურვებთ წარმატებას!
-
#სტაჟირება 📢 საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში კურსდამთავრებულთა ანაზღაურებადი სტაჟირების სამთავრობო პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო. 🔗 მსურველებს განაცხადის გაკეთება უწყების მიერ გამოცხადებულ კონკურსზე https://lnkd.in/d7wk2gaj -ის ვებგვერდის მეშვეობით 2-დან 8 აგვისტოს ჩათვლით შეეძლებათ. ✅ სტაჟიორად შეიძლება მიღებული იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელმაც იცის სახელმწიფო ენა, სწავლობს ბაკალავრიატის დამამთავრებელ კურსზე; ან სწავლობს მაგისტრატურის საფეხურზე; ან დასრულებული აქვს ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საფეხური 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში. 📝 შერჩევის კრიტერიუმად განისაზღვრა სტაჟირების მსურველი პირის აკადემიური მოსწრების (GPA) მაჩვენებელი და ქულათა სისტემა. გასაუბრებისას უპირატესობა მიენიჭებათ უმაღლესი მოსწრების კანდიდატებს. ამასთან, უწყებები სტრუქტურული ერთეულის შესაბამისად და სპეციფიკიდან გამომდინარე განსაზღვრავენ სტაჟიორთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. ℹ️ კანდიდატს არ ევალება საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ცნობის ან ქულათა მაჩვენებლის გამოთხოვა და ატვირთვა. ‼️ აუცილებელია, კანდიდატმა მიუთითოს საგანმანათლებლო დაწესებულება, პროფესია და მისი GPA ან/და ქულათა მაჩვენებელი. აღნიშნულ ინფორმაციას აპლიკანტის თანხმობის საფუძველზე, მის მიერ მითითებული საგანმანათლებლო დაწესებულებიდან შესაბამისი საჯარო უწყება გამოითხოვს. მხოლოდ უცხოენოვანი დიპლომის შემთხვევაში, მოუწევს კანდიდატს ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული ასლის ატვირთვა. 🗂️ სტაჟირების მსურველმა უნდა წარადგინოს პირადობის მოწმობის ასლი, სამოტივაციო წერილი და ინფორმაცია სწავლის ეტაპის ან დასრულების და აკადემიური მოსწრების შესახებ. ამასთან, საჯარო დაწესებულება უფლებამოსილი იქნება, საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გამოითხოვოს შესაბამისი განათლების და აკადემიური მოსწრების ინფორმაცია/დოკუმენტები. 🤝 კონკურსი ორ ეტაპად წარიმართება - საბუთების გადარჩევა და გასაუბრება. სტაჟირების მსურველ პირს შეაფასებს შესაბამისი საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ შექმნილი კომისია.
-
📢 📢 📢საგარეო საქმეთა სამინისტორს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი აცხადებს კონკურსს ანაზღაურებად სტაჟირებაზე თბილისის ცენტრალურ ოფისში 👉 დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://lnkd.in/dzqJZbdj 🔷სამუშაო პროცესში, სტაჟიორი მონაწილეობას მიიღებს ცენტრის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებსა და აქტივობებში ‼ განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2024 წლის 12 ივლისი. 🤝გისურვებთ წარმატებას!
-
📢 📢 📢 საგარეო საქმეთა სამინისტორს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი აცხადებს კონკურსს ანაზღაურებად სტაჟირებაზე შემდეგ რეგიონულ წარმომადგენლობებში: 📍 სამცხე-ჯავახეთი (ახალქალაქი) 📍 ქვემო-ქართლი (მარნეული) 📍 კახეთი (თელავი) 📍 შიდა ქართლი (გორი) 📍 სამეგრელო-ზემო სვანეთი (ზუგდიდი) 📍 რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი (ამბროლაური) 📍 აჭარა (ბათუმი) 📍 იმერეთი (ქუთაისი) 📍 გურია (ოზურგეთი) 📍 მცხეთა-მთიანეთი (თბილისი) 👉 დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე : https://lnkd.in/dSW-jtw3 🔷სამუშაო პროცესში, სტაჟიორი მონაწილეობას მიიღებს ცენტრის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებსა და აქტივობებში ‼ განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2024 წლის 12 ივლისი. 🤝გისურვებთ წარმატებას!
-
🇺🇸 4 ივლისი ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღეა! 🎉 ვულოცავთ საქართველოს ერთგულ მეგობარს და სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს და ამერიკელ ხალხს მთავარ ეროვნულ დღესასწაულს - დამოუკიდებლობის დღეს! 🤝 2024 წელს, ასევე, საქართველოსა და აშშ-ს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 32 წელი აღინიშნება. 🤝 ჩვენთვის საამაყოა, რომ საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, უკვე მეექვსე წელია, სწორედ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერითა და საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან პარტნიორობით ახორციელებს მასშტაბურ პროექტებს. ℹ️ პროექტების ფარგლებში, საქართველოს მოსახლეობას აქტიურად ვაწვდით ინფორმაციას ქვეყნის დასავლური ინტეგრაციის პროცესისა და ამ პროცესების შედეგად მიღებული ხელშესახები სარგებლის შესახებ. 🤝სასიხარულოა, რომ ჩვენი თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ყოველწლიურად კიდევ უფრო ღრმავდება! ------------------------------------------ 🇺🇸 4th of July is the independence day of United States of America! 🎉 Our congratulations to Georgia's strategic partner and the American people on the main national holiday. 🤝 2024 also marks the 32st anniversary of the establishment of diplomatic relations between Georgia and the United States of America. 🤝 We are proud that the Information Center on NATO and EU, with the financial support of the U.S. State Department and in partnership with the U.S. Embassy in Georgia, has been implementing large-scale projects for the sixth years. ℹ️ Within the framework of projects, we actively provide information to the population of Georgia about the country's Western integration process and its tangible benefits. 🤝 It is gratifying that our cooperation with the United States of America deepens every year!
-
🇬🇪🤝🇪🇺 27 ივნისი - 10 წელი ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან! ✍️ 2014 წლის 27 ივნისს ხელი მოეწერა ასოცირების შესახებ შეთანხმებას, რამაც საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანა. ✅ ასოცირების შესახებ შეთანხმება საქართველოს დემოკრატიისა და თავისუფალი, კონკურენტული ეკონომიკის პრინციპებითა და რეფორმირებით შემდგარ და ამ პროცესში ევროკავშირის მხარდაჭერის დეტალურ და დროში კარგად გაწერილ გეგმას წარმოადგენს, რაც ასევე, მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის კომპონენტს (DCFTA). 🔎 აღსანიშნავია, რომ ასოცირების შეთანხმებამ ჩაანაცვლა 1996 წელს ხელმოწერილი „პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება“ (Partnership and Cooperation Agreement – PCA) და შექმნა საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის ახალი სამართლებრივი ჩარჩო. PCA-სთან შედარებით, „ასოცირების შესახებ შეთანხმება“ ითვალისწინებს თანამშრომლობის უფრო გაღრმავებას საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის ყველა პრიორიტეტული მიმართულებით. 📝 ასოცირების შეთანხმება, პრაქტიკულად, საქართველოს მოდერნიზაციის სამოქმედო გეგმაა, რომელიც ქვეყნის პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური ცხოვრების ყველა სფეროს ეხება. ევროინტეგრაციის პრიორიტეტები სრულ თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის რეფორმების გეგმებთან და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხედვასთან. 🔷 ასოცირების ფარგლებში წარმატებით გატარებული რეფორმების შედეგად: ✅ საქართველოში წარმოებული პროდუქციისათვის გაიხსნა ევროკავშირის 450 მილიონიანი ბაზარი, რამაც ბიძგი მისცა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას და ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდას; ✅ საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში ვიზის გარეშე მოგზაურობენ; ✅ საქართველომ მიიღო არაერთი მილიონი ევროს ფინანსური დახმარება სხვადასხვა სფეროს განვითარებისთვის, იქნება ეს სოფლის მეურნეობა და პროდუქციის წარმოება, თუ განათლების (Erasmus+), კულტურის (Creative Europe), მეცნიერების, ინოვაციების (Horizon Europe) და სხვა მიმართულებები; ✅ მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა დემოკრატიის და ადამიანის უფლებების, განათლების ხარისხის გაუმჯობესების, დასაქმების ხელშეწყობის და შრომითი უფლებების დაცვის, გარემოს დაცვის, სურსათის უვნებლობის სტანდარტების დანერგვის, საბაჟო და საგადასახადო სისტემის მოდერნიზაციის და სხვა მიმართულებებით. 🇬🇪🤝🇪🇺 ასოცირების შეთანხმების წარმატებით განხორციელებამ, შესაძლებელი გახადა 2023 წლის 14 დეკემბერს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, რითიც საქართველო კიდევ ერთი ნაბიჯით დაუახლოვდა სანუკვარ მიზანს - გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა. 🔷2016 წლის 1 ივლისს, ასოცირების შეთანხმება სრულად შევიდა ძალაში.
-
👩💼24 ივნისი დიპლომატი ქალების საერთაშორისო დღე 🗓️2022 წელს, გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიაზე, 24 ივნისი დიპლომატი ქალების საერთაშორისო დღედ გამოცხადდა. ✅რეზოლუციაში, რომელიც კონსენსუსით იქნა მიღებული, კიდევ ერთხელ დადასტურდა ქალების ჩართულობის და მამაკაცებთან თანაბარ პირობებში ყოფნის აუცილებლობა გადაწყვეტილების მიღების ყველა დონეზე მდგრადი განვითარების, მშვიდობისა და დემოკრატიის უზრუნველსაყოფად.
-
✍️ 1985 წლის 14 ივნისს ხელი მოეწერა შენგენის შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ბელგია, გერმანია, საფრანგეთი, ლუქსემბურგი და ნიდერლანდები შეთანხმდნენ, ეტაპობრივად გაეუქმებინათ საერთო სასაზღვრო კონტროლი და შემოეღოთ გადაადგილების თავისუფლება ხელმომწერი წევრი სახელმწიფოების, სხვა წევრი სახელმწიფოების ან მესამე სახელმწიფოების მოქალაქეებისათვის. 🇪🇺 დღეისათვის შენგენის ზონა ფარავს 4 მილიონ კილომეტრს და ყველაზე დიდ უვიზო ზონას წარმოადგენს, რომელიც 29 ქვეყანას აერთიანებს, მათგან 25 ევროკავშირის წევრია. ✅ საზღვრებისგან თავისუფალი შენგენის ზონა უზრუნველყოფს თავისუფალ გადაადგილებას ევროკავშირის 400 მილიონზე მეტი მოქალაქისთვის, ისევე როგორც ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ ევროკავშირში ან სტუმრობენ ევროკავშირს ტურისტული, სასწავლო ან ბიზნეს მიზნებისთვის. (ნებისმიერი, ვინც ლეგალურად იმყოფება ევროკავშირში). ✅ ყოველწიურად ევროპელების მიერ შენგენის ზონაში მოგზაურობების რაოდენობა 1.25 მილიარდია, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს ქვეყნებს შორის ტურიზმისა და ეკონომიკის განვითარებას, კულტურულ მონაპოვართა გაცვლას და მოქალაქეებისთვის ზრდის დასაქმების შესაძლებლობებს. 🔎 წყარო: https://lnkd.in/dFa3sjcJ 🇬🇪 აქვე აღსანიშნავია, რომ 2017 წლის 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში ვიზის გარეშე მოგზაურობენ. 🇺🇸🤝🇬🇪 საინფორმაციო კამპანია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში მიმდინარეობს, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.
-
🗳️ 6 – 9 ივნისს ევროპარლამენტის არჩევნები ჩატარდა და ევროკავშირის მოქალაქეებმა პარლამენტში მათი ინტერესების 720 წარმომადგენელი აირჩიეს. 🇪🇺 ევროკავშირის 27 ქვეყნიდან, არჩევნებში 185 მილიონმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ამომრჩეველთა აქტივობა 2019 წლის არჩევნებთან შედარებით გაიზარდა და 51% შეადგინა (2019 წელს ეს მაჩვენებელი 40.4% იყო). 📊 რაც შეეხება შედეგებს, 13 ივნისის მონაცემებით, ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: 1️⃣ არჩევნებში ევროპის სახალხო პარტიამ (EPP) გაიმარჯვა და მათ ევროპარლამენტში 189 დეპუტატი ეყოლებათ, 2019 წელთან შედარებით 11-ით მეტი. 2️⃣ მეორე ადგილს სოციალ-დემოკრატები (S&D) იკავებენ, რომელთაც პარლამენტში 135 დეპუტატი ეყოლებათ, 7-ით ნაკლები, ვიდრე 2019 წლის არჩევნებში. 3️⃣ მესამე ადგილი ევროპულმა განახლებამ (Renew Europe Group) დაიკავა, მათ ევროპარლამენტში 79 დეპუტატი ეყოლებათ. წინა მოწვევის პრალამენტთან შედარებით 23-ით ნაკლები. 4️⃣ მეოთხე ადგილზე ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფი(ECR) გავიდა, 73 დეპუატით, პარტიამ პარლამენტის კვოტა 5-ით გააუმჯობესა. 5️⃣ იდენტობისა და დემოკრატიის ჯგუფმა(ID) მეხუთე საუკეთესო შედეგი აჩვენა და პარლამენტში 58 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი, 1-ით ნაკლებით, ვიდრე წინა მოწვევის პარლამენტში. 📊 ევროპარლამენტში პარტიების გადანაწილების სრული მონაცემები იხილეთ ინფოგრაფაში: 🔎 ინფორმაციისთვის, ევროპარლამენტი მსოფლიოში პირდაპირი გზით არჩეული ერთადერთი ტრანსნაციონალური ასამბლეა და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკანონმდებლო ორგანოა, რომლის არჩევაც პირდაპირი წესით ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ ხდება. პარლამენტის წევრები ევროკავშირის მოქალაქეების ინტერესებს წარმოადგენენ. ამასთან, აღსანიშნავია, რომ პარლამენტში წარმომადგენლების რაოდენობა ქვეყნების მოსახლეობის პროპორციულად ნაწილდება - მინიმუმ 6 და მაქსიმუმ 96 წარმომადგენელი. ℹ️ წყარო: https://lnkd.in/eFEsB-R6 🇺🇸🤝🇬🇪 საინფორმაციო კამპანია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში მიმდინარეობს, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.