ამჰერსტის კოლეჯი
ამჰერსტის კოლეჯი | |
---|---|
Amherst College | |
ლათ. Collegii Amherstiensis | |
დევიზი | Terras irradient[1] (ლათ.) („დაე, გაანათლონ სამყარო“) |
დაფუძნდა | 1821[1] |
დამფუძნებელი (-ები) | Zephaniah Swift Moore |
ტიპი | კერძო უნივერსიტეტი[2] |
ფონდები | 2.032 მილიარდი აშშ დოლარი (2016 წლის ივნისის მონაცემით)[3] |
თავმჯდომარე | Edward Hitchcock |
პრეზიდენტი | ბიდი მარტინი[1] |
პროვოსტი | პიტერ უვინი[4] |
პროფესორი | 200-ზე მეტი[1] |
სტუდენტი | 1,849[5] |
კურსდამთავრებული | 21.500-ზე მეტი[1] |
მისამართი | Boltwood Avenue, Amherst, MA, 01002-5000[6] |
ქალაქი | ამჰერსტი[2] |
შტატი | მასაჩუსეტსი |
ქვეყანა | აშშ |
კამპუსი |
ქალაქგარეთ 4 კმ²[7] |
ფერები | იისფერი და თეთრი [1] |
მეტსახელი |
ჯეფები ლორდ ჯეფები ლედი ჯეფები |
კავშირები |
ხუთი კოლეჯის კონსორციუმი[8] პატარა სამეული[9] |
თილისმა | ლორდი ჯეფრი ამჰერსტი |
კარნეგის კლასიფიკაცია | საბაკალავრო კოლეჯი: მეცნიერებისა და ხელოვნების[10] , exclusively undergraduate four-year[10] , four-year, small, highly residential[10] , arts & sciences focus, no graduate coexistence[10] და four-year, full-time, more selective, lower transfer-in[10] |
amherst.edu |
ამჰერსტის კოლეჯი (ინგლ. Amherst College წარმოითქმის /ˈæmərst ˈkɒlɪdʒ/) — კერძო უნივერსიტეტი ქალაქ ამჰერსტში, აშშ-ის მასაჩუსეტსის შტატში. ამჰერსტი ექსკლუზიურად საბაკალავრო ოთხწლიანი საგანმანათლებლო დაწესებულებაა[11] და 2016 წლის შემოდგომის სემესტრის მონაცემებით 1,849 სტუდენტი ჰყავდა.[5] ბაკალავრის დიპლომს ის 38 ფაკულტეტში გასცემს.[12] ამჰერსტი აშშ-ს ერთ-ერთი პრესტიჟული,[13] რეიტინგული[14] და სელექტიური[15] უნივერსიტეტია. ფორბსის საბაკალავრო დაწესებულებათა ყოველწლიური რეიტინგის თანახმად ის უილიამსის კოლეჯთან, პრინსტონის უნივერსიტეტთან, აშშ-ს სამხედრო აკადემიასთან და სტენფორდის უნივერსიტეტთან ერთად საუკეთესო ხუთეულშია,[16] „U.S. News & World Report“-ის 2016 წლის გამოცემის ყოველწლიური რეიტინგის თანახმად კი ამჰერსტი აშშ-ს რიგით მეორე ლიბერალური განათლების კოლეჯია.[17]
მიუხედავად მცირე ზომისა, ამჰერსტს მრავალი გამოჩენილი კურსდამთავრებული და კათედრის წევრი ჰყავს. მათ შორის არიან აშშ-ს ოცდამეათე პრეზიდენტი კელვინ კულიჯი, მონაკოს პრინცი ალბერტ II,[18] სალვადორის ყოფილი პრეზიდენტი ფრანცისკო ფლორესი,[18] ნობელის პრემიის ოთხი[7] და პულიცერის პრემიის თორმეტი ლაურეატი, ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოს ორი მფლობელი და ერთი ლაურეატი, მაკარტურის პრემიის ექვსი და ეროვნული სამეცნიერო მედლის ხუთი მფლობელი, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი და სხვ.
ამჰერსტი 1821 წელს დაფუძნდა.[19] ის მასაჩუსეტსის უძველესი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან მესამეა.[20] ისტორიულად ამჰერსტს ახლო კავშირი აქვს უილიამსის კოლეჯსა და ვესლიანის უნივერსიტეტთან, რომელთან ერთად ის პატარა სამეულს ადგენს.[9] გარდა ამისა ამჰერსტი ხუთი კოლეჯის კონსორციუმის წევრია.[8]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ამჰერსტის აკადემია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ამჰერსტის კოლეჯი საშუალო განათლების სკოლა ამჰერსტის აკადემიიდან განვითარდა, რომელიც 1814 წლის დეკემბერში გაიხსნა.[21] შესაბამისად, აკადემიის მეურვეები კოლეჯის მეურვეები იყვნენ, და კოლეჯის პირველი ოთხი წლის ჩანაწერები აკადემიის ჩანაწერებს ემთხვევა.[21] ამჰერსტის აკადემიის დამაარსებლები სამუელ ფოულერ დიკინსონი და ეზეკია ვრაით სტრონგი, ესკვაირები იყვნენ. მისი აშენებისთვის სახსრების მოძიებაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი კალვინ მერილი და იუსტუს ვილიამსი. აკადემიას მიწები დრ. პარსონსმა გადასცა, რომელიც კოლეჯის დაარსებამდე აკადემიის მეურვეთა საბჭოს ერთადერთი პრეზიდენტი იყო. თავისი არსებობის პირველ ფაზაში, ანუ გახსნიდან ათი-თორმეტი წლის მანძილზე, ამჰერსტის აკადემია როგორც მამაკაცებისთვის, ისე ქალებისთვის იყო ღია.[22] გახსნისთანავე ის ზომით დასავლეთ მასაჩუსეტსში ყველაზე დიდი გახდა.[23] თუმცა არსებობის მეორე ფაზაში აკადემიამ სკანდალის თავიდან ასარიდებლად მხოლოდ მამაკაცების მიღება დაიწყო და უნივერსიტეტისთვის მოსამზადებილი სკოლის სტატუსი შეიძინა. ამ დროისთვის მას უფრო და უფრო უჭირდა მიმდებარე ტერიტორიაზე გახსნილ უფრო დიდ აკადემიებთან კონკურენციის გაწევა, რის გამოც ამჰერსტის აკადემიის პრესტიჟი დაეცა. 1868 წლის ზაფხულში მისი შენობა ახალი სკოლით ჩაანაცვლეს.[24]
აკადემიის გახსნიდან სულ რაღაც სამი წლის შემდეგ, 1817 წლის 18 ნოემბერს, მეურვეთა საბჭოს გადაწყვიტა, თავიანთი საგანამნათლებლო საქმიანობა კიდევ უფრო გაევრცოთ.[25] თუმცა ამ იდეის განხორციელებას გაცილებით დიდი ზომის დაწესებულება დასჭირდებოდა, რის გამოც 1818 წლის 18 აგვისტოს მეურვეთა საბჭომ სრულიად ახალი ინსტიტუტის დაარსება გადაწყვიტა.[26]
ამჰერსტის კოლეჯის გახსნა და განვითარება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ამჰერსტის კოლეჯი 1821 წელს დაარსდა. უნივერსიტეტის დამაარსებლები ამჰერსტის და მიმდებარე ქალაქის მაცხოვრებლები იყვნენ. დაარსებისთვის საჭირო ფულად, მატერიალურ და შრომით საწყის კაპიტალში წვლილი 1.300-ზე მეტმა ადამიანმა შეიტანა, კოლეჯის სახელად კი ქალაქის სახელი აირჩიეს. მეურვეთა საბჭოს პირველი პრეზიდენტი ნოა ვებსტერი იყო.[27]
ამჰერსტის ისტორიკოსის, უილიამ ტაილერის (ტაილერი 1895, გვ. 13–15) ცნობით, ვილიამსის კოლეჯის მასაჩუსეტსის ცენტრალურ ქალაქში გადატანის საკითხს მისი მეურვეები 1815 წელს განიხილავდნენ. კოლეჯის გადატანის მთავარი მიზეზი ვილიამსტაუნის მოუხერხებელი მდებარეობა იყო. 1818 წლის 10 ნოემბრის კრებაზე მეურვეებმა გადაწყვიტეს, რომ კოლეჯს ცენტრალურ მასაჩუსეტში მხოლოდ გარკვეული პირობებით გადაიტანდნენ. ამ იდეას ვილიამსის იმდროინდელი პრეზიდენტი, ზეფანაია სვიფტ მური, აქტიურად უჭერდა მხარს. თუმცა 1820 წელს საბოლოოდ გადაწყდა, რომ ვილიამსის კოლეჯი ვილიამსტაუნში დარჩებოდა. მიუხედავად ამისა, პრეზიდენტ მურს მაინც სჯეროდა, რომ ვილიამსტაუნი უნივერსიტეტისთვის შეუფერებელი ადგილი იყო და კოლეჯს გამოეყო. 1821 წლის 8 მაისს ის ამჰერსტის კოლეჯის პირველი პრეზიდენტი გახდა და ამავდროულად ვილიამსიდან 15 სტუდენტი ამჰერსტში გადმოიოყვანა. ამ დროისთვის ამჰერსტში სულ 47 სტუდენტი იყო.[27] მიუხედავად იმისა, რომ კოლეჯის თავდაპირველი მიზანი „ქრისტიანული სამსახურისთვის ხელმოკლე, ღვთისმოსავი და ნიჭიერი ახალგაზრდა ყმაწვილების კლასიკური განათლება“ იყო,[28] ის დამოუკიდებელი, დენომინაციის არმქონე ინსტიტუტი გახდა. 1825 წლიდან მოყოლებული, მასაჩუსეტსის კანონის თანახმად, სტუდენტების და ლექტორების მიღებისას მათი რელიგიის გათვალისწინებაც აიკრძალა.[27] პრეზიდენტი მური 1829 წლის 29 ივნისს გარდაიცვალა. მისი ადგილი ვილიამსის კოლეჯის მეურვემ, ჰემან ჰამფრიმ გააგრძელა.[29]
ამჰერსტი სწრაფად იზრდებოდა. 1830-იანი წლების შუაში, ორი წლის მანძილზე, ის აშშ-ს სიდიდით მეორე უნივერსიტეტი იყო, რითაც მხოლოდ იელი უსწრებდა. 1835 წელს ამჰერსტმა კლასიკური ლიბერალური განათლების პარალელურად ახალი კურიკულუმის შექმნა დაიწყო, რომელიც ბერძნულსა და ლათინურზე მეტად ინგლისურზე, ფრანგულზე, ესპანურზე, ქიმიაზე, ეკონომიკაზე და სხვ. იყო ორიენტირებული. თუმცა პარალელური კურსების რეჟიმმა შემდეგ საუკუნემდე ვეღარ მიაღწია.
უნივერსიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკუთრება „ქველმოქმედების ფონდი“ იყო, რომელიც გაჭირვებული სტუდენტებისთვის ფინანსური დახმარების გაწევის ადრეულ ფორმას წარმოადგენდა[30] მიუხედავად იმისა, რომ ამჰერსტს არ გააჩნდა დენომინაცია, მან კონსერვატიული რელიგიური დაწესებულების სახელი მოიპოვა, რომელსაც მჭიდრო კავშირი ჰქონდა კალვინიზმთან. ამის გამო მასაჩუსეტსის მთავრობაში აზრთა სხვადასხვაობა იყო იმაზე, უნდა მიეცათ თუ არა ახალი კოლეჯისთვის შტატისგან მინიჭებული სიგელი. სიგელის გადაცემა საბოლოოდ 1825 წლის 21 თებერვალს მოხდა.[30] რახან ამჰერსტმა შტატის ოფიციალური სიგელი დაარსებიდან ოთხი წლის შემდეგ მიიღო, მის გერბზე თარიღი 1825-ია (MDCCCXXV) გამოსახული. რელიგიური კონსერვატიზმის ტრადიცია ამჰერსტში მეცხრამეტე საუკუნის შუა წლებამდე შენარჩუნდა; ალკოჰოლის ან თამბაქოს მოხმარების გამო სტუდენტები კოლეჯიდან ირიცხებოდნენ. იყო შემთხვევები, როცა რელიგიურ სტუდენტთა დაჯგუფებებს ნაკლებად რელიგიური სტუდენტები ურწმუნოების გამო სასჯელად სამრეკლოში მიჰყავდათ.[30] თუმცა მეოცე საუკუნის მიწურულს ამჰერსტი თანდათან სეკულარული ხდებოდა, რის კულმინაციაც 1949 წელს უნივერსიტეტის ეკლესიის დანგრევა იყო.[31]
ამჰერსტის აშშ-ს ერთ-ერთი პირველი უნივერსიტეტი იყო, რომელმაც ლათინური ჯილდოს სისტემა (1881 წელს) გამოიყენა.[32]
კოლეჯი 1960-იანი წლების ბოლომდე მხოლოდ მამაკაცებისთვის იყო ღია. ამ პერიოდში ამჰერსტში ხუთი კოლეჯის კონსორციუმის რამდენიმე ქალი სტუდენტი ექსპერიმენტულად სწავლობდა. 1974 წლის ოქტმობერში ამჰერსტის პროფესორებმა გადაწყვიტეს, რომ კოლეჯი ქალებისთვისაც უნდა გახსნილიყო. ამავე წლის ნოემბერში მეურვეთა საბჭომ საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ 1975-1976 სასწავლო წლიდან უნივერსიტეტში ქალებსაც მიიღებდნენ. 1975 წელს, 9 ქალი სტუდენტი, რომელიც ამჰერსტში ხუთი კოლეჯის კონსორციუმის გაცვლითი სტუდენტები იყვნენ ამჰერსტის ტრანსფერები გახდნენ. მომავალი წლის ივნისში კი ისინი ამჰერსტის პირველი ქალი კურსდამთავერბულები გახდნენ.[33]
კოლეჯის პრეზიდენტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2011 წლის ივნისში ამჰერსტის კოლეჯის მე-19 პრეზიდენტი კაროლინ „ბიდი“ მარტინი გახდა. 2008-დან 2011 წლამდე ის უისკონსინის უნივერსიტეტი-მედისონის კანცლერი იყო, 2000-იდან 2008 წლამდე კი — კორნელის უნივერსიტეტის რექტორი. მარტინი ლინჩბურგის (ვირჯინია) გარეუბანში გაიზარდა და ბრუკვილის სკოლა დაამთავრა. ბაკალავრის დიპლმოი ინგლისური ენის ხარისხით მარტინმა უილიამის & მერის კოლეჯში მოიპოვა, მაგისტრის — მიდლბერის კოლეჯის მაინცის პროგრამაში, დოქტორის წოდება გერმანული ლიტერატურის ხარისხით კი — უისკონსინის უნივერსიტეტ-მედისონში.[34] მარტინი მრავალი სტატიის და ორი წიგნის[35][36] ავტორია. კორნელის უნივერსიტეტში ის 20-ზე მეტი წელი ასწავლიდა. 2000 წლიდან მარტინი ამავე უნივერსიტეტის ხელოვნებათა და მეცნიერებათა კოლეჯის რექტორი გახდა. რექტორობის მანძილზე ბიდიმ მრავალი რეფორმა გაატარა: კურირებდა $150-მილიონიანი ბიოლოგიური მეცნიერებების შენობის კონსტრუქციის პროექტს, ჩაანაცვლა სტუდენტური სესხები გრანტებით ოჯახებისთვის, რომელთა წლიური შემოსავალი $75,000-ზე ნაკლები იყო და ა.შ. უისკონსინის უნივერსიტეტ-მედისონოში მარტინმა, სხვა რეფორმებთან ერთად, სტუდენტებისთვის არსებული ფინანსური დახმარების გაზრდაში შეიტანა წვლილი.[34]
კოლეჯის წინა პრეზიდენტები იყვნენ:
- ზეფანაია სვიფტ მური, 1821–1823
- ჰემან ჰამფრი, 1823–1845
- ედვარდ ჰიჩკოკი, 1845–1854
- უილიამ აუგუსტუს სტერნსი, 1854–1876
- ჯულიუს ჰოლი სილი, 1876–890
- მერილ ედუარდ გეიტსი, 1890–1899
- ჯორჯ ჰარისი, 1899–1912
- ალექსანდრ მაიკლჯონი, 1912–1924
- ჯორჯ დანიელ ოლდსი, 1924–1927
- არტურ სტენრი პისი, 1927–1932
- სტენლი კინგი, 1932–1946
- ჩარლზ ვ. კოლი, 1946–1960
- კელვინ პლიმპტონი, 1960–1971
- ჯონ უილიამ უარდი, 1971–1979
- ჯულიან გიბზი, 1979–1983
- პიტერ რ პაუნსი, 1984–1994
- ტომ გერეტი, 1994–2003
- ანტონი მარქსი, 2003–2011
განათლება და რესურსები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რეპუტაცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ამჰერსტი აშშ-ს ერთ-ერთ ელიტარულ უნივერსიტეტად ითვლება.[37][38][39][40] U.S. News & World Report-ის პირველი რეიტინგის გამოქვეყნებიდანვე ამჰერსტი აშშ-ში 266 ლიბერალური განათლების კოლეჯიდან პირველ პოზიციაზე ათჯერ აღმოჩნდა, დღეს კი მეორე ადგილზეა, ვილიამსის კოლეჯის შემდეგ.[17] QS-ის მონაცემებით, ამჰერსტი იელის უნივერსიტეტთან, პრინსტონის უნივერსიტეტთან, დართმუზის კოლეჯსა და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტთან ერთად აშშ-ს იმ საუკეთესო უნივერსიტეტებს მიეკუთვნება,[41] რომლებიც უცხოელ სტუდენტებს უპირობო ფინანსური დახმარებას უწევენ.
2011 წელს ფორბსმა ამჰერსტი აშშ-ს საუკეთესო უნივერსიტეტებიდან მესამე პოზიციაზე განათავსა, რითაც მან მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტს, სტენფორდის უნივერსიტეტს, კალიფორნიის ტექნოლოგიის ინსტიტუტს, და პრინსტონის უნივერსიტეტის გარდა ყველა აივი ლიგის ინსტიტუტს გაუსწრო.[16]
American Enterprise Institute Study-ს 2009 წლის გამოკვლევის თანახმად, ამჰერსტი დამთავრების მაჩვენებლით აშშ-ს ყველა საგანმანათლებლო ინსტიტუციიდან მეორე ადგილზეა, რითაც მას მხოლოდ ჰარვარდის უნივერსიტეტი უსწრებს.[42]
2007 წელს ამჰერსტის კოლეჯმა National Collegiate Scouting Association-ის აშშ-ს უნივერსიტეტთა რეიტინგში მეორე ადგილი მოიპოვა.[43]
Washington Monthly-ს 2010 წლის რეიტინგში ამჰერსტმა მეხუთე ადგილი მოიპოვა.[44] რეიტინგის კრიტერიუმები სოციალური მობილობა (გაჭირვებული სტუდენტების მიღება), კვლევა (კურსდამთავრებულებიდან სადოქტორო ნამუშევრები) და სერვისი (სტუდენტების საჯარო აქტივობა) იყო.
2004 წელს The Wall Street Journal-ის რეიტინგში ამჰერსტმა მეცხრე პოზიცია მოიპოვა. ჟურნალის ეს კვლევა იმ სტუდენტების რაოდენობას ეფუძნებოდა რომლებიც ბაკალავრიატის შემდეგ აშშ-ს საუკეთესო ბიზნესის, სამართლის და სამედიცინო სკოლაში ხვდებოდნენ.[45]
მიუხედავად მაღალი ყოველწლიური გადასახადისა, 2013 წელს Princeton Review-მ ამჰერსტი აშშ-ს ერთ-ერთ ყველაზე მომგებიან უნივერსიტეტად დაასახელა.[46]
Carnegie Foundation-ის თანახმად ამჰერსტი „უფრო სელექტიური“ დაწესებულებაა,[11] რომლის პირველკურსელები მისაღები გამოცდების ქულების მიხედვით საბაკალავრო დაწესებულებების პირველკურსელთა ზედა მეხუთედში არიან.[47]
სტუდენტთა მიღება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ამჰერსტის კოლეჯი აშშ-ს ყველაზე სელექტიური ლიბერალური განათლების კოლეჯია.[48] 2012 წელს ამჰერსტმა აპლიკანტთა 13% მიიღო: 8.565 აპლიკანტიდან ადგილი მხოლოდ 1.110-მა მოიპოვა. ტრანსფერთა მიღება კიდევ უფრო სელექტიურად მიმდინარეობდა: 509 აპლიკანტიდან უნივერსიტეტმა მხოლოდ 21 (4%) მიიღო.[49]
მსურველებს საშუალება ეძლევათ, ამჰერსტში აპლიკაცია როგორც პირველკურსელებად, ისე ტრანსფერებად გააგზავნონ. პირველკურსელებს შეუძლიათ აპლიკაცია როგორც სტანდარტულ (დედლაინი: 1 იანვარი[50]), ისე ადრეულ (დედლაინი: 15 ნოემბერი[50]) ციკლში გააგზავნონ, ტრანსფერებს კი — შემოდგომის ან გაზაფხულის სემესტრისთვის. სტანდარტულ შემთხვევაში, აშშ-ელი პირველკურსელის სტანდარტული ციკლის აპლიკაციის მოთხოვნებია:[51]
- ზოგადი აპლიკაცია
- ზოგადი აპლიკციის ამჰერსტის კოლეჯის დამატება
- აპლიკაციის საფასური ($60) ან საფასურიდან გათავისუფლების პეტიცია
- სკოლის მოხსენება
- საშუალო სკოლის ნიშნების ფურცელი
- დახასიათებები ორი მასწავლებლის (უცხო ენის, მათემატიკის, საბუნებისმეტყველო ან საზოგადოებრივი მეცნიერების, ან უცხო ენის) მიერ
- სტანდარტიზებული გამოცდების შედეგები (SAT-ის და ორი SAT-ის საგნობრივი გამოცოდა, ან ACT-ის)
- სკოლის უკანასკნელი სემესტრის, ტრიმესტრის ან მეოთხედის ნიშნების ფურცელი
- როგორც კი შესაძლებელი იქნება: სკოლის შუალედური მოხსენება და ნიშნების ფურცელი
უცხოელ, სახლში განათლებამიღებულ, აშშ-ს ომის ვეტერან და საზოგადოებრივი კოლეჯების ტრანსფერ სტუდენტებს აპლიკაციისას განსაკუთრებული წესები ეხებათ.[52]
მიღებისას ამჰერსტი აპლიკანტში მაღალი ინტელექტუალური მონაცემების გარდა ეძებს ხასიათის თვისებებს, რომლებიც მას ამჰერსტის აკადემიურ და სოციალურ გარემოში წარმატების საშუალებას მისცემს.[52] უნივერსიტეტის აზრით, წარმატებული ამჰერსტის სტუდენტი მოერგება მისი ღია კურიკულუმით განპირობებულ აკადემიურ თავისუფლებას, დაამყარებს ურთიერთობას პროფესორებთან და სტუდენტებთან, რომელთა მრავალფეროვენბაც განათლების პროცესს ხელს როგორც კლასში, ისე კლასგარეშე შეუწყობს.[52]
2016 წლის გამოშვების კურსზე 49% მამაკაცია, 51% — ქალი, 39%-მა აპლიკაცია ადრეულ ციკლში გააგზავნა, 42% ფერადკანიანია, 21% გაჭირვებული ოჯახიდანაა, 10% კი — უცხოელი. სტუდენტების ნახევარმა SAT-ის 800-ბალიან შკალაზე შემდეგი ქულები მიიღო: კრიტიკულ კითხვაში — 680–780, მათემატიკაში — 680–780, წერაში — 680–790; ACT-ს 36-ბალიან შკალაზე კი — 31–34. ამავე გამოშვების კურსის სტუდენტების 83% საკუთარი საშუალო სკოლის პირველ დეცილში იყო, 95% კი — პირველ კვარტილში.[53]
აკადემიური პროგრამა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ამჰერსტის კოლეჯში 37 ფაკულტეტი[54] და 850 კლასია[55]: მეცნიერებების, ხელოვნების, ჰუმანიტარული საგნების, მათემატიკის, ინფორმატიკის, სოციალური მეცნიერებების, უცხო ენების, კლასიკის და ინტერდისციპლინარული საგნების (მაგ., სამედიცინო სკოლისთვის მოსამზადებელი[56]). უნივერსიტეტი განსაკუთრებით ღია კურიკულუმით გამოირჩევა, რაც სტუდენტებს საკუთარი ინტერდისციპლინარული მეიჯორის შექმნის საშუალებასაც კი აძლევს.[54] პირველკურსელებს რთული კლასების აღების უფლებაც აქვთ, მეოთხეკურსელებს კი — დაწყებითი.
პირველკურსელებისთვის ერთადერთი სავალდებულო კურსი ე.წ. „პირველკურსელების სემინარია“, რომელიც ამჰერსტში დაახლოებით ოცია. ამ სემინარებში მაქსიმუმ თხუთმეტი სტუდენტია[57] და, მიუხედავად სხვადასხვა თემატიკისა, ყველა მათგანი კრიტიკული ანალიზის და წერითი და სიტყვიერი არგუმენტის განვითარებას ეთმობა. პირველკურსელების სემინარის გარდა სტუდენტებს 31 კლასის[58] (სტანდარტულად სემესტრში ოთხის) გავლა უწევთ. მეიჯორის შესასრულებლად სტუდენტებმა დეპარტამენტის მიერ მოთხოვნილი კლასები უნდა გაიაროს და, საჭიროებისამებრ, საერთო საბოლოო გამოცდა ჩააბაროს.
როგორც მეიჯორის შერჩევამდე, ისე შერჩევის შემდეგ სტუდენტებს პირადი აკადემიური მრჩევლები ეხმარებიან.[59] განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სხვადასხვა დისციპლინებიდან განათლების ინტეგრირებას. ყოველი ახალი მეიჯორის არჩევისას სტუდენტს დამატებითი მრჩეველი გამოეყოფა.[59]
ამჰერსტის 2012 წლის დამამთავრებელი კლასის სტუდენტების 38% ორმაგი მეიჯორი იყო.[49] სამმაგი მეიჯორი იშვიათობაა; მრჩევლების მეშვეობით პირადი ინტერდისციპლინარული მეიჯორის შექმნაც შეიძლება. სტუდენტთა ორმოცდაათი პროცენტი მეოთხე კურსზე საკურსო ნაშრომს წერს.[60] სტუდენტ[61] ებს, რომლებიც საკურსოზე მუშაობენ, დამატებითი პირადი მრჩეველი ენიშნებათ, რომელიც ნამუშევრის თემატიკაშია გამოცდილი. დამთავრებიდან ხუთი წლის შემდეგ ამჰერსტის კურსდამთავრებულთა 75% სწავლას მაგისტრატურაში ან დოქტორანტურაში აგრძელებს.[62]
ამჰერსტის პირველი უნივერსიტეტი იყო, რომელმაც საბაკალავრო დონეზე ამერიკული სწავლებების;[63] სამართლის, იურისპრუდენციის და სოციალური აზრის; და ნეირომეცნიერების[64] ინტერდისციპლინარული მეიჯორები დაუშვა.
სწავლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2012–2013 სასწავლოს წლის მონაცემებით, ამჰერსტში 1.817 სტუდენტი და 253 პროფესორია,[65] შესაბამისად ყოველ რვა სტუდენტზე ერთი ლექტორი მოდის, კლასის საშუალო ზომა კი 16 სტუდენტია.[66] ლექციების 89%-ს 30 სტუდენტეზე ნაკლები ჰყავს.[67] განათლების მაღალი სტანდარტის გამო გამო, ჰარვარდის და კოლუმბიის უნივერსიტეტებმა ამჰერსტს 2007 წელს საკუთარი სასწავლო პროგრამის განახლებისას მიმართეს.[68]
უნივერსიტეტის კლასები და ლაბორატორიული სამუშაოები 21 აკადემიურ შენობაში[61] ტარდება. სემესტრში სტუდენტები სტანდარტულად ოთხ კლასს გაივლიან, რომლებსაც მრჩეველთან კონსულტაციით ირჩევენ. აკადემიურ მრჩეველთან და დეკანთან კონსულტაციის საფუძველზე როგორც დამატებითი,[69] ისე ხუთი კოლეჯის კონსორციუმის[70] კლასების გავლაც შეიძლება.
კათედრის გამორჩეულ წევრებს შორის არიან თანამედროვე ლიტერატურის და პოეზიის კრიტიკოსი უილიამ ჰ. პრიჩერდი,[71] ბეოვულფის მთარგმნელი ჰოუელ ჩიკერინგი,[72] ებრაული და ლათინოამერიკული სწავლებების მკვლევარი ილან სტავანსი,[73] ნოველისტი ლორენს დუგლასი,[74] ფიზიკოსი ართურ ზაჯონკი,[75] პულიცერის პრიზის ლაურეატი, ნიკიტა ხრუშჩოვის ბიოგრაფი უილიამ ტაუბმანი,[76] აფრიკული ხელოვნების სპეციალისტი როულენდ აბიოდუნი,[77] სამართლის ექსპერტი ჰედლი არკსი,[78] მათემატიკოსი დანიელ ველემანი,[79] ბიბლიის მკვლევარი სიუზენ ნიდიჩი,[80] სამართლის და სოციოლოგიის ექსპერტი ოსტინ სერატი და პულიცერის პრიზის ლაურეატი ლუის სპრეტლენი[81] და ა.შ.
საზღვარგარეთ და კამპუსგარეშე სწავლა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ამჰერსტის სტუდენტებს საზღვარგარეთ სწავლების 260-ზე მეტ პროგრამაზე მიუწვდებათ ხელი.[67] სტუდენტების 45%,[67] უმეტესწილად მესამეკურსელები, საზღვარგარეთ სწავლის სემესტრში იღებენ მონაწილეობას, მათი 83%[67] კი არაინგლისურენოვან ქვეყანაში სწავლობს. პროგრამები განთავსებულია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის არგენტინაში, ახალ ზელანდიაში, გერმანიაში, ეგვიპტეში, ესპანეთში, იაპონიაში, ინგლისში, ინდოეთში, კოსტა რიკაში, საფრანგეთში, სენეგალში[82] და ა.შ. ამჰერსტის ფინანსური დახმარების მეშვეობით,[83] საზღვარგარეთ სწავლა ყველა სტუდენტს შეუძლია. უცხოურ დაწესებულებაში სწავლა ამჰერსტის სტუდენტს სწავლას არ უხანგრძლივებს, რადგან საზღვარგარეთ მიღებულ კრედიტებს ამჰერსტიც აღიარებს.[84] პირადი მრჩეველები სტუდენტებს მეიჯორისთვის საჭირო საგნების გრაფიკის შედგენაში ეხმარებიან, რათა საზღვარგარეთ სწავლამ სტუდენტს მეიჯორის მოთხოვნების შესრულებაში არ შეუშალოს ხელი. ამჰერსტი უცხოეთში მოსწავლე ყველა სტუდენტს უზრუნველყოფს ყოვლისმომცველი დაზღვევის პაკეტით,[85] გამგზავრებამდე კი — უნივერსიტეტსა და ქვეყანაზე ინფორმაციული სესიით.
კამპუსის გარეთ ამჰერსტის სტუდენტებს აშშ-ს მრავალ დაწესებულებაში სწავლა შეუძლიათ. თორმეტი კოლეჯის გაცვლითი პროგრამის[86] წევრობის მეშვეობით ამჰერსტს განსაკუთრებული გაცვლითი პროგრამები აქვს ბოიდოინის, კონეკტიკუტის, დართმუზის, მაუნტ ჰოლიოკის, სმითის, ტრინიტის, ვასარის, უელესლის, უიტონის და ვილიამსის კოლეჯებთან; აგრეთვე ვესლიანის უნივერსიტეტთან. გარდა ამისა, სტუდენტებს რამდენიმე საზაფხულო პროგრამის გავლის საშუალებაც ეძლევათ.[87]
ხუთი კოლეჯის კონსორციუმი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ამჰერსტი ხუთი კოლეჯის კონსორციუმის წევრია, რომელიც პაიონერ ველის კიდევ ოთხ დაწესებულებას მოიცავს: მასაჩუსეტსის უნივერსიტეტ ამჰერსტს, სმითის, მაუნთ ჰოლიოკის და ჰემპშირის კოლეჯებს.[8] ამჰერსტში შემოთავაზებული 850 კლასის[55] გარდა, სტუდენტებს დამატებითი საფასურის გარეშე კონსორციუმის 6.000 დამატებიითი კლასის[55] და ჯამში 8 მილიონი ბიბლიოთეკის მასალის[88] გამოყენება შეუძლიათ.
ხუთი კოლეჯის კონსორციუმს საერთო რესურსები და აკადემიური პროგრამები აქვთ. Museums10 ადგილობრივი ხელოვნების, ისტორიის და მეცნიერების მუზეუმების კონსორციუმია[89]. ხუთი კოლეჯის ცეკვის დეპარტამენტი აშშ-ში ერთ-ერთი უდიდესია[90]. საერთო ასტრონომიის დეპარტამენტი ხუთი კოლეჯის რადიო ასტრონომიის ობსერვატორიას იყენებს, რომელმაც 1993 წელს ნობელის პრემიის მოპოვებაში შეიტანა წვლილი.[91]
ხუთი კოლეჯის სანაპირო და საზღვარო მეცნიერებების პროგრამა ხუთი კოლეჯის ინტერდისციპლინარული საბაკალავრო კურიკულუმის ნაწილია.[92] საზღვაო კვლევის ეროვნულ ცენტრებთან აქტიური თანამშრომლობით სტუდენტებს უშუალო კვლევაში მონაწილეობის საშუალება აქვთ. პროგრამაში საბუნებისმეტყველო და საზოგადოებრივი მეცნიერებების ფაკულტეტის ლექტორები ასწავლიან. სამეცნიერო დისციპლინები მოiცავს ბიოლოგიას, ბოტანიკას, ქიმიას, ეკოლოგიას, გეოლოგიას, ფიზიკას, ბუნების მენეჯმენტს და ზოოლოგიას, საზოგადოებრივი კი — ეკონომიკას, სამთავრობო და საჯარო პოლიტიკას.[93]
რესურსები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ამჰერსტის 4 კმ²-იან კამპუსზე[7] განლაგებულ რესურსებს შორისაა 21 აკადემიური, 14 ადმინისტრაციული, 6 სპორტული, 37 სტუდენტთა საცხოვრებელის და 4 სტუდენტთა მომსახურების შენობა.[61], ბუნებრივი ნაკრძალი, ტყე ეკოლოგიის შესასწავლად, სასეირნო და საველოსიპედო ბილიკები და სხვ. გამორჩეულია მიდის ხელოვნების მუზეუმი[94] (მოიცავს 16.000-ზე მეტ ნამუშევარს[95]); ამჰერსტის რუსული კულტურის ცენტრი[96]; ოთხი ბიბლიოთეკა (1.517.000-ზე მეტი საკუთრებით და 595,296 მედია-მასალით[1]). ბიბლიოთეკებიდან მთავარია რობერტ ფროსტის ბიბლიოთეკა,[97] რომელიც მრავალ არქივს და სპეციალურ კოლექციას, მედია-ცენტრს და ენების ლაბორატორიას მოიცავს. ცალკეა მეცნიერების და მათემატიკის,[97] და მუსიკის[97] ბიბლიოთეკები. ამჰერსტს ეკუთვნის ბუნების ისტორიის მუზეუმი, რომელიც ჰიჩკოკის იქნოლოგიურ კაბინეტს და დინოზავრის ნაფეხურების მსოფლიოში ყველაზე დიდ კოლექციას მოიცავს;[98][99] ბასეტის პლანეტარიუმი; უაილდერის ობსერვატორია; სამეცნიერო ცენტრები (მათ შორის მერილის სამეცნიერო ცენტრი, ბენესკის გეოლოგიური მეცნიერებების შენობა და მაკგუაირის ბიოლოგიური მეცნიერებების შენობა); მათემატიკური შესაძლებლობების ცენტრი; წერის ცენტრი; სახელოსნოები; სარეპეტიციო და საგამოსვლო დარბაზი მუსიკის, თეატრისა და ცეკვისთვის, მათ შორის არმზის მუსიკის ცენტრი, კირბის მემორიალური თეატრი და ჰოლდენის ექსპერიმენტული თეატრი; შემოქმედებითი წერის ცენტრი; საზოგადოებაში ჩართულობის ცენტრი; და სტუდენტური რადიო WAMH 89.3 FM. ყველა სტუდენტური საცხოვრებელი აღჭურვილია ინტერნეტით, უკაბელო ინტერნეტი კი კამპუსის ტერიტორიაზე თითქმის ყველგანაა. კამპუსზე სულ ოცდაჩვიდმეტი სტუდენტური საცხოვრებელი, ექვსი თემატური და ორი ენათა სახლია (რომლებიც ოთხი ენის შესწავლას ემსახურება).
მდგრადი განვითარება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ამჰერსტის კოლეჯი ენერგიის მოხმარებას განათების მონიტორინგის კომპიუტერიზებული სისტემის და კოგენერაციული სადგურის ეფექტიანი გამოყენებით ამცირებს. სადგური მოიცავს გაზის ტურბინას, რომელიც სითბოსთან ერთად (კამპუსის გასათბობად) ენერგიას გამოიმუშავებს.[100] ამჰერსტი ასევე უძღვება კომპოსტირების პროგრამას, რომლის მეშვეობით სასადილოს საჭმლის ნარჩენები ვერმონტის ფერმაზე იგზავნება.[100]
ფოლგერის შექსპირის ბიბლიოთეკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ამჰერსტის კავშირი ფოლგერის შექსპირის ბიბლიოთეკასთან (ვაშინგტონი, კოლუმბიის ოლქი) სტუდენტებს და ლექტორებს კულტურულ და სახელოვნებო პროგრამებში ჩართვის, სწავლის და სწავლების საშუალებას აძლევს. ფოლგერი, თანამედროვე პერიოდის (1500-1750) უმნიშვნელოვანესი საცავი, უილიამ შექსპირის ნაბეჭდი ნაშრომების ყველაზე დიდ და რენესანსის ხანის წიგნების და ხელნაწერების იშვიათ კოლექციას შეიცავს. ფოლგერი საერთაშორისო დონეზე აღიარებული კვლევითი ბიბლიოთეკა და აკადემიური ცენტრია. ის იშვიათი მასალების შენახვის ტექნოლოგიის ნოვატორი და კულტურული თუ სახელოვნებო პროგრამების მოწინავე ავტორია; მათ შორისაა თეატრალური წარმოდგენები და ძველებური მუსიკის კონცერტები, პოეზიის და საოჯახო პროგრამები, გამოფენები და ლექციები. ფოლგერის თაოსნობით გამოდის აკადემიური ჟურნალი „Shakespeare Quarterly“, ბიბლიოთეკა კი პერიოდულად გამოსცემს Folger Library Shakespeare-ის პრესის წიგნებს.
გრანტები და სტაჟირება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ამჰერსტის პროგრამების Tom Gerety Fellowships for Action და Winternship მეშვეობით 100-ზე მეტ სტუდენტს უნივერსიტეტისგან აშშ-ში ან საზღვარგარეთ საჯარო სერვისის გასაწევად გრანტის მიღება შეუძლია. Liberal Arts Center Network სტუდენტებს პირველივე კურსიდან 15.000-ზე მეტ სტაჟირებას სთავაზობს. საზოგადოებაში ჩართულობის ცენტრი სტუდენტებს პაიონერ ველიში არაერთ სტაჟირებას სთავაზობს. უნივერსიტეტის ერთ-ერთი გაზეთი, The Common, სტაჟირებებს ექსკლუზიურად ამჰერსტის სტუდენტებისთვის უზრუნველყოფს.
2008 წლის გაზაფხულს კოლეჯის საზოგადოებაში ჩართულობის ცენტრმა აქტიური მოქალაქეობის საზაფხულო პროგრამა დაიწყო, რომლის მეშვეობით პირველ-, მეორე- და მესამეკურსელებს ადგილობრივ, ეროვნულ ან საერთაშორისო არაკომერციულ ორგანიზაციებში სტაჟირების გავლა შეუძლიათ.
უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული შესაძლებლობების გარდა, ამჰერსტის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს სხვადასხვა გარე გრანტები აქვთ მიღებული; მათ შორისაა ფულბრაიტის, გოლდუოტერის, როუდზის და უოტსონის გრანტები.
ფასები და ფინანსური დახმარება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2013–2014 სასწავლო წლისთვის ამჰერსტში სწავლის, ცხოვრების და კვების საფასური $57.970-ია. დამატებითი ხარჯების გათვალისწინებით კოლეჯში ერთი წელიწადი $63,293–$65,743 ჯდება.[101]
მიუხედავად მაღალი საფასურისა, ამჰერსტი აშშ-ს იმ იშვიათ უნივერსიტეტებს მიეკუთვნება, რომლებიც აპლიკანტებს ფინანსური მდგომარეობის გაუთვალისწინებლად იღებს: თითოეულ მიღებულ სტუდენტს გარანტირებული აქვს ფულადი დახმარება.[102] 2012–2013 სასწავლო წელს ამჰერსტის სტუდენტების 55% უნივერსიტეტისგან გრანტს იღებს, საშუალო ფინანსური დახმარება კი $45.000-ის ტოლია.[102] ამჰერსტის ფინანსური დახმარება ყოვლისმომცველია და საჭიროებისამებრ სწავლის საფასურიდან თვითმფრინავის ბილეთამდე ყველა ხარჯს ფარავს. წელიწადში კოლეჯი თითოეულ სტუდენტზე $85.000-ზე მეტს ხარჯავს.[103]
2007 წელს ამჰერსტმა მიიღო გადაწყვეტილება, 2008–2009 სასწავლო წლიდან მოყოლებული ყველა სესხი გრანტით ჩაენაცვლებინა.[102] მეტი კვალიფიცირებული გაჭირვებული აპლიკანტების მიღებით ამჰერსტი უფრო მეტ შესაძლებლობებს სთავაზობს სტუდენტებს, ვიდრე აშშ-ს სხვა ელიტარული უნივერსიტეტები.[104]
2008–2009 სასწავლო წლიდან ამჰერსტმა უპირობო ფინანსური დახმარებით უცხოელი სტუდენტების მიღებაც დაიწყო.[102] ის აშშ-ს იმ ექვს უნივერსიტეტს მიეკუთვნება, რომლებიც მსგავს პოლიტიკას ატარებენ; ესენია ამჰერსტი, ჰარვარდი, იელი, პრინსტონი, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი და დართმუზის კოლეჯი.[105]
მოკლე არდადეგების მანძილზე ამჰერსტის სტუდენტური საცხოვრებლების ნაწილი და სასადილო ღია რჩება და თუ სტუდენტს არდადეგებზე მოგზაურბის საშუალება არ აქვს, კამპუსზე დარჩენა და კვება მას უფასოდ შეეძლება. გაჭირვებული სტუდენტები ასევე უფასოდ იღებენ წამლებს ამჰერსტის კიფის ჯანმრთელობის ცენტრისგან (ინგლ. Keefe Health Center). თუ სტუდენტი საზღვარგარეთ ან კამპუსგარეთ სწავლობს, მას ამჰერსტის დახმარება მოთხოვნისამებრ გაუგრძელდება.[83]
სტუდენტური ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ამჟამად უნივერსიტეტში სულ 1.817 სტუდენტია (931 მამაკაცი და 886 ქალი[106]) აშშ-ს თითქმის ყველა შტატიდან და 40-ზე მეტი ქვეყნიდან. მათგან 178 (10%) უცხოელია, 729 (40%) — თეთრკანიანი აშშ-ელი, დანარჩენი (50%) — ფერადკანიანი აშშ-ელი.[106] მრავალფეროვნება ამჰერსტის კოლეჯის მისიის ნაწილია[107] და ბოლო ხუთი წლის მანძილზე ამჰერსტის სტუდენტთა 50%-ზე მეტი ფერადკანიანი იყო.[106][108][109][110][111] ამჰერსტს რესურსები საშუალებას აძლევს, მიიღოს სტუდენტები სხვადასხვა ნიჭით და ინტერესით. სტუდენტთა 99% და პირველკურსელთა 100% უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრობს, ხოლო სტუდენტთა 2% 25 წელზე უფროსია.[112] პირველკურსელთა 97% სწავლას აგრძელებს, ხოლო სტუდენტთა 87% ოთხ წელიწადში ამთავრებს ბაკალავრიატს, რაც აშშ-ში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.[17]
ამჰერსტის თითოეული ახალი სტუდენტის სტუდენტური ცხოვრება ე.წ. ორიენტაციით იწყება, რომლის მიზანია, სტუდენტმა უნივერსიტეტის ტერიტორია გაიცნოს და მისი რესურსებით სარგებლობას ისწავლოს. უცხოელ სტუდენტების უნივერსიტეტამდე ტრანსპორტირებასაც ამჰერსტი უზრუნველჰყოფს. ორიენტაცია აგვისტოს ბოლოს იწყება დაახლოებით ერთი კვირა გრძელდება, რათა სექტემბრისთვის სტუდენტები სწავლის დასაწყებად მზად იყვნენ.
ამჰერსტის ყველა პირველკურსელი ე.წ. „პირველკურსელთა საცხოვრებელში“ ცხოვრობს: ესენია ჯეიმსი, სტერნზი, ჩარლზ პრეტი, ნორზი და საუზი, უილისტონი და ეპლტონი. მეორე კურსიდან დაწყებული, ამჰერსტის სტუდენტები დანარჩენ საცხოვრებლებში განაგრძობენ ცხოვრებას — საცხოვრებლის ამორჩევის საშუალება მათ ყოველ წელს ეძლევათ. ყველა სტუდენტს აქვს უფლება, იცხოვროს როგორც უალკოჰოლო და არამწეველთა საცხოვრებელში, ისე თანამაცხოვრებლის გარეშე.
ამჰერსტის სტუდენტებს კამპუსზე მუშაობის მრავალი შესაძლებლობა ეძლევათ — ბიბლიოთეკაში, ლაბორატორიაში, სპორტდარბაზში და სხვ. სამუშაოს შესრულებისთვის სტუდენტები სასწავლო კრედიტს ამჰერსტისგან არ მიიღებენ.
ამჰერსტის სპორტული დაწესებულებები სარგებლობა ყველა სტუდენტის და პროფესორისთვის ღიაა. ამჰერსტის ყველა სტუდენტი აღჭურვილია ელექტრონული ბარათით, რომელიც მას დღის ნებისმიერ დროს უნივერსიტეტის ნებისმიერ სტუდენტურ საცხოვრებელში, ასევე შესაბამის დროს ბიბლიოთეკებსა და აკადემიურ შენობებში უშვებს.
სტუდენტური წვეულებები ამჰერსტის მრავალ საცხოვრებელში ეწყობა, თუმცა ამისთვის ყველაზე ხშირად უნივერსიტეტის ე.წ. „სოციალური“ საცხოვრებლები (ინგლ. The Socials) — სტოუნი, კროსეტი, პონდი და კულიჯი — გამოიყენება. დამატებით, უნივერსიტეტი საკუთარი ნებით აწყობს რამდენიმე ყოველწლიურ წვეულებას კამპუსზე — მათ შორის, TAP-ს (ინგლ. The Amherst Party), GAP-ს (ინგლ. Gay Amherst Party), მეოთხეკურსელთა ბალს (ინგლ. The Senior Ball) და სხვ. ხუთი კოლეჯის კონსორციუმის უნივერსიტეტების მდებარეობის გამო, ამჰერსტის სტუდენტებს წვეულებებში სხვა უნივერსიტეტის სტუდენტები ხშირად უერთდებიან.
სასწავლო წლის მანძილზე, ამჰერსტის სტუდენტებს საშუალება აქვთ, დაესწრონ კამპუსზე მოწყობილ სხვადასხვა კლასგარეშე ლექციას და პრეზენტაციას გამოჩენილი საზოგადო მოღვაწეების მიერ. ამჰერსტში ასევე რეგულარულად ეწყობა გამოჩენილი ინსტრუმენტალისტების და ვოკალისტების მუსიკალური კონცერტები, რომლებზე დასწრება უნივერსიტეტის ყველა სტუდენტს შეუძლია. ხშირია ამჰერსტის სტუდენტური მუსიკალური კლუბების კონცერტებიც, რომლებზეც სტუდენტებს უმეტესწილად უფასოდ შეუძლიათ დასწრება.
სასწავლო პროცესში არსებული ნებისმიერი შეფერხების გამო, ყველა სტუდენტს აქვს უფლება, უნივერსიტეტის დეკანის ნებართვით ამჰერსტიდან ერთი ან მეტი სემესტრით შეისვენოს. ნაკლებსერიოზული აკადემიური პრობლემების მოგვარებაში სტუდენტებს პირადი მრჩეველები ეხმარებიან, რომლებსაც მეორე კურსიდან მოყოლებული სტუდენტები თავად ირჩევენ.
სტუდენტური ორგანიზაციები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ამჰერსტში 115-ზე მეტი სტუდენტური ორგანიზაციაა.[1] სტუდენტებს საკუთარი ინტერესისებრ შეუძლიათ ამ ავტონომიურ, სტუდენტების მიერ მართულ ორგანიზაციებში მონაწილეობა, რომლებსაც სტუდენტური თვითმმართველობა აფინანსებს. ეს მოიცავს რამდენიმე აკადემიურ გაერთიანებას, აქტივისტურ და სოციალურ, იდენტობის, კულტურულ, მმართველ, მუსიკალურ, სპორტულ და სხვა ჯგუფებს, ასევე გამომცემლობებს.
აკადემიურ სტუდენტურ ორგანიზციებს მიეკუთვნება ამჰერსტის დებატების საზოგადოება, უნივერსიტეტის პოლიტიკური კავშირი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სერვისი, რომელიც მომავალ სამედიცინო სტუდენტებს პრაქტიკული გამოცდილების მიღების საშუალებას აძლევს, და სხვ. აქტივისტურ და სოციალურ ორგანიზაციებშჲ შედის მწვანე ამჰერსტის პროექტი (ინგლ. Green Amherst Project), ამჰერსტის ქალები (ინგლ. The Women of Amherst), ასევე Results, Inc. და სხვ. იდენტობის ორგანიზაციებია შავკანიან სტუდენტთა კავშირი, უცხოელ სტუდენტთა ასოციაცია, სამხრეთ-აზიელ სტუდენტთა ასოციაცია, სექსუალური უმცირესობების კავშირი და სხვ. კულტურულ ჯგუფებში შედის არგენტინული ტანგოს, კულინარიის, რუსული ენის და სხვა კლუბები. მმართველი ორგანიზაცია ამჰერსტის სტუდენტთა ასოციაციაა (ინგლ. Association of Amherst Students). მუსიკალურ ჯგუფებს მიეკუთვნება ამჰერსტის გუნდი (რომელიც მოიცავს ქალთა, მამაკაცთა და შერეულ გუნდს), ამჰერსტის ორკესტრი, აკაპელას სტილის ჯგუფები — დი ქიუ (ინგლ. DQ) და ბლუსტოკინგზი (ინგლ. Bluestockings) და ა.შ. გამოცემებს გაზეთი ამჰერსტის სტუდენტი (ინგლ. The Amherst Student), ამჰერსტის ელემენტი (ინგლ. The Amherst Element), ინდიკატორი (ინგლ. The Indicator) და სხვ. სპორტული კლუბებია ჭადრაკის, ნაოსნობის, ზღვაოსნობის, ბადმინტონის და სხვა კლუბები.[113]
საჯარო მომსახურება ამჰერსტის და მისი ყოფილი პრეზიდენტის, ანტონი მარქსის, პრიორიტეტია, რომელმაც აპართეიდულ სამხრეთ აფრიკაში შავკანიანი სტუდენტებისთვის საშუალო სკოლის აშენებაში შეიტანა წვლილი.[114]
საძმოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ამჰერსტმა კამპუსის ტერიტორიაზე საძმოები 1984 წელს აკრძალა და სტუდენტურ საცხოვრებლებს უნივერსიტეტის ყოფილი პრეზიდენტების, პერსონალის და კურსდამთავრებულების სახელები დაარქვა,[19] თუმცა კამპუსის მიღმა მაინც შენარჩუნდა რამდენიმე საძმო. 2010 წლის ნოემბერში პრეზიდენტმა ტონი მარქსმა კამპუსის მიღმა არსებული ფსი ეფსილონის საძმოც გააუქმა; მიზეზად „ხელმძღვანელების და წევრების მხრიდან სერიოზული დარღვევები“ დასახელდა.[115]
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ტაილერი, უილიამ სეიმურ (1873). ამჰერსტის კოლეჯის ისტორია მისი პირველი საუკუნის ნახევარში, 1821-1871 (en). სპრინგფილედი, მასაჩუსეტსი: კლარკ ვ. ბრაიანი & კომპანია.
- (1871-07-12) პრაქტიკა ამჰერსტის კოლეჯის ნახევარი საუკუნის თავზე (en). სპრინგფილდი, მასაჩუსეტსი: ს. ბოულზი & კომპანია, პრესა.
- ტაილერი, უილიამ სეიმურ (1895). ამჰერსტის კოლეჯის ისტორია მისი პირველი ხუთი პრეზიდენტის მმართველობის მანძილზე, 1821-დან 1891 წლამდე (en). ნიუ-იორკი: ფრედერიკ ჰ. ჰიჩკოკი.
- კინგი, სტენლი (1951). ნაკურთხი გამოჩენილობა: ამჰერსტის კოლეჯის კამპუსის და შენობების ისტორია (en). ამჰერსტი, მასაჩუსეტსი: ამჰერსტის კოლეჯი.
- ეპლგეიტი, დები (2006-06-27). ამერიკის ყველაზე ცნობილი კაცი: ჰენრი უორდ ბიჩერის ბიოგრაფია, 1-ლი (en), ნიუ-იორკი: Doubleday. ISBN 978-0-385-51396-8.
- პიკი, ნენსი; უორდი, ფრენკ მ. (2006-09-30). საინტერესო ნაფეხურები: პროფესორ ჰიჩკოკის დინოზავრის ნაფეხურები და ბუნებრივი ისტორიის სხვა საგანძურები ამჰერსტის კოლეჯში (en). ამჰერსტი, მასაჩუსეტსი: ამჰერსტის კოლეჯის პრესა. ISBN 978-0-943184-09-8.
- (2007-12-14) რედ. უილსონი, დუგლას კ.: დროის პასაჟები,ამჰერსტის კოლეჯის ისტორიის ნაამბობები (en). ამჰერსტი, მასაჩუსეტსი: ამჰერსტის კოლეჯის პრესა. ISBN 978-0943184111.
- კინგი, სტენლი (1950). ამჰერსტის კოლეჯის ფონდების ისტორია (en). ამჰერსტი, მასაჩუსეტსი: ამჰერსტის კოლეჯი.
- (1860) ამჰერსტის სიმღერები (en). ნორთჰემპტონი, მასაჩუსეტსი: მეტკალფი & კომპანია.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ამჰერსტის კოლეჯი
- ამჰერსტის სტუდენტთა ასოციაცია (ინგლ. Association of Amherst Students)
- ამჰერსტის სტუდენტი დაარქივებული 2012-08-06 საიტზე Wayback Machine. (ინგლ. The Amherst Student)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 1.7 ფაქტები ამჰერსტზე en. ამჰერსტის კოლეჯი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-11-12. ციტირების თარიღი: 2013-11-24.
- ↑ 2.0 2.1 2012-2013 წლის საერთო მონაცემთა ბაზა, ზოგადი ინფორმაცია en (PDF). ამჰერსტის კოლეჯი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-06-10. ციტირების თარიღი: 2013-11-24.
- ↑ U.S. and Canadian Institutions Listed by Fiscal Year (FY) 2016 Endowment Market Value and Change in Endowment Market Value from FY 2015 to FY 2016. National Association of College and University Business Officers and Commonfund Institute (2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-12-25. ციტირების თარიღი: 2017-11-17.
- ↑ კოლეჯს პირველი პროვოსტი ჰყავს en. ამჰერსტის კოლეჯი. ციტირების თარიღი: 2013-11-24.[მკვდარი ბმული]
- ↑ 5.0 5.1 Common Data Set 2016. Amherst College. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-03-02. ციტირების თარიღი: 2017-11-17.
- ↑ Integrated Postsecondary Education Data System — 1992.
- ↑ 7.0 7.1 7.2 ამჰერსტის პროფილი en. ამჰერსტის კოლეჯი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-12-20. ციტირების თარიღი: 2013-11-24.
- ↑ 8.0 8.1 8.2 მოკლე ისტორია და მიმოხილვა en. ხუთი კოლეჯის კონსორციუმი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-10-30. ციტირების თარიღი: 2013-11-24.
- ↑ 9.0 9.1 პატარა სამეულის ისტორია en. ვესლიანის უნივერსიტეტი. ციტირების თარიღი: 2013-11-24.
- ↑ 10.0 10.1 10.2 10.3 10.4 Carnegie Classification of Institutions of Higher Education — 1970.
- ↑ 11.0 11.1 კარნეგის კლასიფიკაციები - ამჰერსტის კოლეჯი en. Carnegie Foundation for the Advancement of Teaching. ციტირების თარიღი: 2013-08-15.
- ↑ Areas of Study. Amherst College. ციტირების თარიღი: 8 აგვისტო, 2010.
- ↑ კვინტონი, სოფი (2014-01-20). „რა მოხდებოდა, რომ მეტი კოლეჯი დაემსგავსოს ამჰერსტს?“. National Journal (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-01-25. ციტირების თარიღი: 2014-02-25.
- ↑ როჯერსი, ები. ; ლუბინი, გუს (2011-11-28) აშშ-ს 50 საუკეთესო კოლეჯი en. Business Insider. ციტირების თარიღი: 2013-08-15.
- ↑ გროუვი, ალენ. აშშ-ს 20 ყველაზე სელექციური კოლეჯი და უნივერსიტეტი en. About.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-17. ციტირების თარიღი: 2013-08-15.
- ↑ 16.0 16.1 ნორი, მაიკლ. (2011-08-03) ამერიკის 20 საუკეთესო კოლეჯი en. ფორბსი. ციტირების თარიღი: 2013-08-15.
- ↑ 17.0 17.1 17.2 ამჰერსტის კოლეჯი en. U.S. News & World Report. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-12-21. ციტირების თარიღი: 2013-08-14.
- ↑ 18.0 18.1 შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი
<ref>
; სქოლიოსათვის:10
არ არის მითითებული ტექსტი; $2 - ↑ 19.0 19.1 ოსტენდარპი, oენ. ; მერიტი, ფლოიდ ; დ'არიენზო, დარიაამჰერსტის კოლეჯი: ქრონოლოგია en. ამჰერსტის კოლეჯი. ციტირების თარიღი: 2013-08-16.
- ↑ მასაჩუსეტსის უძველესი კოლეჯები en. College Prowler. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-17. ციტირების თარიღი: 2013-11-24.
- ↑ 21.0 21.1 ტაილერი 1873, გვ. 34
- ↑ ტაილერი 1873, გვ. 35
- ↑ ტაილერი 1873, გვ. 37
- ↑ ტაილერი 1873, გვ. 39
- ↑ ტაილერი 1873, გვ. 40
- ↑ ტაილერი 1873, გვ. 41
- ↑ 27.0 27.1 27.2 შესავალი en. ამჰერსტის კოლეჯი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-12-10. ციტირების თარიღი: 2013-11-23.
- ↑ ვებსტერი, LL.D., ნოა. (1862)ამჰერსტის ისტორიის ხელნაწერის ტრანსკრიფცია en. ამჰერსტის კოლეჯი. ციტირების თარიღი: 2013-11-21.
- ↑ ტაილერი 1873, გვ. 41
- ↑ 30.0 30.1 30.2 ფუესი, კლოდ მურ (, 193509). „ამჰერსტი: ნიუ ინგლენდის კოლეჯის ისტორია“. The New England Quarterly (ინგლისური). ბოსტონი: The New England Quarterly, Inc. 8 (3): 439–441. ISSN 0028-4866. ციტირების თარიღი: 2013-11-22. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება) - ↑ კინგი 1951, გვ. 5
- ↑ ყოველწლიური ფონდების მოხსენება en (PDF). ამჰერსტის კოლეჯი (2007-05-29). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-04-13. ციტირების თარიღი: 2013-08-15.
- ↑ ერთად სწავლება: 25 წელი en. ამჰერსტის კოლეჯი. ციტირების თარიღი: 2013-11-23.
- ↑ 34.0 34.1 კაროლინ ა. „ბიდი“ მარტინის, Ph.D. შესახებ en. ამჰერსტის კოლეჯი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-04-14. ციტირების თარიღი: 2013-11-23.
- ↑ მარტინი, ბიდი (1991-09-24). ქალი და თანამედროვეობა: ლუ ანდრეას-სალომეს (ცხოვრების) სტილი (en). ნიუ-იორკი: კორნელის უნივერსიტეტის პრესა. ISBN 978-0801499074. ციტირების თარიღი: 2013-11-23.
- ↑ მარტინი, ბიდი (1997-02-16). სწორად ნათამაშები ქალურობა: ლესბიანის მნიშვნელობა, 1-ლი (en), რუტლეჯი. ISBN 978-0415916813. ციტირების თარიღი: 2013-11-23.
- ↑ პერეზ-პენია, რიჩარდ (2013-07-30). „გაჭირვებული სტუდენტების მიღება რამდენიმე ელიტაურ კოლეჯში ნელა მიმდინარეობს“. New York Times (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2013-11-25.
- ↑ ლაზერი, დანიელ (2011-05-25). „ელიტარულ კოლეჯებში ნამდვილი მრავალფეროვნების მიღწევა“. Washington Monthly (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-22. ციტირების თარიღი: 2013-11-25.
- ↑ ელიტარულ კოლეჯებში მიღების შემთხვევითობა en. The Princeton Review (2011-03-28). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-16. ციტირების თარიღი: 2013-08-14.
- ↑ მური, მერი (2011-06-17). „ელიტარულ ამჰერსტის კოლეჯს ახალი პრეზიდენტი ჰყავს“. Boston Business Journal (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2013-08-15.
- ↑ რა ღირს აშშ-ში განათლება? en. QS (2012-02-29). ციტირების თარიღი: 2013-08-14.
- ↑ დიპლომები და კოლეჯიდან გამოსვლა: რომელი კოლეჯები ამთავრებინებენ სტუდენტებს სწავლას (და რომლები - არა) en (PDF) გვ. 15. American Enterprise Institute for Public Policy Research. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-07. ციტირების თარიღი: 2013-11-25.
- ↑ National Collegiate Scouting Association Announces 2007 Collegiate Power Rankings en. PR Newswire (2007-08-20). ციტირების თარიღი: 2013-11-25.
- ↑ ლიბერალური განათლების კოლეჯების რეიტინგი en. Washington Monthly. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-08-26. ციტირების თარიღი: 2013-08-14.
- ↑ ელიზაბეთ ბერნშტაინი (2003-09-26). „გინდა ჰარვარდის სამართლის სკოლაში მოხვედრა?“. The New York Times (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-13. ციტირების თარიღი: 2013-08-15.
- ↑ 2013 წლის Princeton Review-ს ყველაზე მომგებიანი კოლეჯები en. USATODAY. ციტირების თარიღი: 2013-11-25.
- ↑ Carnegie-ს კლასიფიკაცია en. Carnegie Foundation. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-13. ციტირების თარიღი: 2013-11-25.
- ↑ ეროვნული ლიბერალური განათლების კოლეჯი en. U.S. News & World Report. ციტირების თარიღი: 2013-11-25.
- ↑ 49.0 49.1 ამჰერსტის კოლეჯის სამოცდამეექვსე მოხსენება საშუალო სკოლებისთვის en (PDF). ამჰერსტის კოლეჯი (2012-10-01). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-04-23. ციტირების თარიღი: 2013-08-15.
- ↑ 50.0 50.1 ამჰერსტის აპლიკაცია | ამჰერსტის კოლეჯი en. ამჰერსტის კოლეჯი. ციტირების თარიღი: 2013-11-22.
- ↑ პირველკურსელი აპლიკანტები | ამჰერსტის კოლეჯი en. ამჰერსტის კოლეჯი. ციტირების თარიღი: 2013-11-22.
- ↑ 52.0 52.1 52.2 ამჰერსტის აპლიკაცია | ამჰერსტის კოლეჯი en. ამჰერსტის კოლეჯი. ციტირების თარიღი: 2013-11-22.
- ↑ მიღების სტატისტიკა | ამჰერსტის კოლეჯი en. ამჰერსტის კოლეჯი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-18. ციტირების თარიღი: 2013-11-22.
- ↑ 54.0 54.1 ფაკულტეტები en. ამჰერსტის კოლეჯი. ციტირების თარიღი: 2013-08-15.
- ↑ 55.0 55.1 55.2 მეტის სწავლა en (PDF) გვ. 20. ამჰერსტის კოლეჯი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2013-11-24.
- ↑ ნაწილი I: სამედიცინო სკოლის აპლიკაციისთვის მომზადება en. ამჰერსტის კოლეჯი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-11. ციტირების თარიღი: 2013-08-15.
- ↑ პირველკურსელების სემინარი en. ამჰერსტის კოლეჯი. ციტირების თარიღი: 2013-08-15.
- ↑ ძირითადი წესები, ხარისხის მოთხოვნები en (PDF) გვ. 65. ამჰერსტის კოლეჯი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2013-11-24.
- ↑ 59.0 59.1 მრჩევლები en. ამჰერსტის კოლეჯი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-07-21. ციტირების თარიღი: 2013-11-24.
- ↑ მეტის სწავლა en (pdf). ამჰერსტის კოლეჯი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2013-08-15.
- ↑ 61.0 61.1 61.2 ინფორმაცია შენობებზე en. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-08-11. ციტირების თარიღი: 2013-11-25.
- ↑ Graduate Programs en. ამჰერსტის კოლეჯი. ციტირების თარიღი: 2013-08-15.
- ↑ ამერიკული სწავლებების დეპარტამენტის შესახებ en. ამჰერსტის კოლეჯი. ციტირების თარიღი: 2013-08-15.
- ↑ ნეირომეცნიერების პროგრამა en. ამჰერსტის კოლეჯი. ციტირების თარიღი: 2013-08-15.
- ↑ საერთ მონაცემთა ბაზა 2012-2013, პროფესორების და სტუდენტების რაოდენობა en (PDF). ამჰერსტის კოლეჯი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-11-03. ციტირების თარიღი: 2013-08-13.
- ↑ სწავლება en. ციტირების თარიღი: 2013-08-14.
- ↑ 67.0 67.1 67.2 67.3 შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი
<ref>
; სქოლიოსათვის:9
არ არის მითითებული ტექსტი; $2 - ↑ სარა რაიმერი (2007-05-10). „Harvard Task Force Calls for New Focus on Teaching and Not Just Research“. The New York Times (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2013-08-15.
- ↑ ნებართვის ფორმა en (DOC). ამჰერსტის კოლეჯი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-08-12. ციტირების თარიღი: 2013-12-02.
- ↑ ხუთი კოლეჯის ნებართვის ფორმა en (PDF). ამჰერსტის კოლეჯი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-01-07. ციტირების თარიღი: 2013-12-02.
- ↑ პრიტჩერდი, უილიამ ჰ. en. ამჰერსტის კოლეჯი. ციტირების თარიღი: 2013-11-24.
- ↑ ჩიკერინგი, ჰოუელ დ. en. ამჰერსტის კოლეჯი. ციტირების თარიღი: 2013-11-24.
- ↑ სტავანსი, ილან en. ამჰერსტის კოლეჯი. ციტირების თარიღი: 2013-11-24.
- ↑ დუგლასი, ლორენს რ. en. ამჰერსტის კოლეჯი. ციტირების თარიღი: 2013-11-24.
- ↑ ზაჯონკი, ართურ გ. en. ამჰერსტის კოლეჯი. ციტირების თარიღი: 2013-11-24.
- ↑ ტაუბმანი, უილიამ კ. en. ამჰერსტის კოლეჯი. ციტირების თარიღი: 2013-11-24.
- ↑ აბიოდუნი, როულანდ ო. en. ამჰერსტის კოლეჯი. ციტირების თარიღი: 2014-11-24.
- ↑ არკსი, ჰედლი პ. en. ამჰერსტის კოლეჯი. ციტირების თარიღი: 2013-11-24.
- ↑ ველემანი, დანიელ ჯ. en. ამჰერსტის კოლეჯი. ციტირების თარიღი: 2013-11-24.
- ↑ ნიდიჩი, სიუზენ en. ამჰერსტის კოლეჯი. ციტირების თარიღი: 2013-11-24.
- ↑ სპრეტლენი, მ. ლუის en. ამჰერსტის კოლეჯი. ციტირების თარიღი: 2013-11-24.
- ↑ პროგრამების სია en. ამჰერსტის კოლეჯი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-06-08. ციტირების თარიღი: 2013-11-24.
- ↑ 83.0 83.1 საზღვარგარეთ სწავლისთვის დახმარება en. ამჰერსტის კოლეჯი. ციტირების თარიღი: 2013-11-24.
- ↑ კრედიტი & ტრანსკრიპტები en. ამჰერსტის კოლეჯი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-06-08. ციტირების თარიღი: 2013-11-24.
- ↑ The AIG Benefits Travel Assist℠ Advantage en (PDF). ამჰერსტის კოლეჯი (2013-07-01). ციტირების თარიღი: 2013-11-24.
- ↑ 12 კოლეჯის გაცვლითი პროგრამა en. ტრინიტის კოლეჯი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-10-09. ციტირების თარიღი: 2013-11-24.
- ↑ აშშ-ში სწავლა & განსაკუთრებული პროგრამები en. 2013-11-24. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-12-29. ციტირების თარიღი: 2013-11-24.
- ↑ შესავალი en (PDF) გვ. 3. ხუთი კოლეჯის კონსორციუმი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2013-11-24.
- ↑ Museums10 en. Museums10. ციტირების თარიღი: 2013-11-24.
- ↑ ხუთი კოლეჯის ცეკვის დეპარტამენტი en. ხუთი კოლეჯის კონსორციუმი. ციტირების თარიღი: 2013-08-15.
- ↑ ხუთი კოლეჯის რადიოასტრონომიის ობსერვატორია en. მასაჩუსეტსის უნივერსიტეტი ამჰერსტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-06-17. ციტირების თარიღი: 2013-08-15.
- ↑ ხუთი კოლეჯის სანაპირო და საზღვაო მეცნიერების პროგრამა en. ხუთი კოლეჯის კონსორციუმი. ციტირების თარიღი: 2013-08-15.
- ↑ 2014 წლის გაზაფხულის სანაპირო და საზღვაო მეცნიერებების პროგრამა en. ამჰერსტის კოლეჯი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-04-23. ციტირების თარიღი: 2013-11-24.
- ↑ მიდის ხელოვნების მუზეუმი en. ამჰერსტის კოლეჯი. ციტირების თარიღი: 2013-11-25.
- ↑ საჩუქარი მიდის ხელოვნების მუზეუმს en. ამჰერსტის კოლეჯი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-12-03. ციტირების თარიღი: 2013-11-25.
- ↑ ამჰერსტის რუსული კულტურის ცენტრი en. ამჰერსტის კოლეჯი. ციტირების თარიღი: 2013-11-25.
- ↑ 97.0 97.1 97.2 ბიბლიოთეკა en. ამჰერსტის კოლეჯი. ციტირების თარიღი: 2013-11-25.
- ↑ მედიასთან ურთიერთობის დირექტორი (2006-06-09). „საინტერესო ნაფეხურები: ახალი წიგნი ნენსი პიკის და ფრენკ უორდის მიერ ამჰერსტის დინოზავრის ნაკვალევის და ბუნებრივი ისტორიის კოლექციის შესახებ“. ამჰერსტის კოლეჯი (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2013-08-15.[მკვდარი ბმული]
- ↑ პიკი, ნენსი; უორდი, ფრენკ მ. (2006-09-30). საინტერესო ნაფეხურები: პროფესორ ჰიჩკოკის დინოზავრის ნაფეხურები და ბუნებრივი ისტორიის სხვა საგანძურები ამჰერსტის კოლეჯში (en). ამჰერსტის კოლეჯის პრესა. ISBN 978-0-943184-09-8.
- ↑ 100.0 100.1 „It’s Easy Being Green: ამჰერსტის კოლეჯის პროგრესი მდგრადი განვითარების კუთხით“. ამჰერსტის კოლეჯი (ინგლისური). 2008-09-08. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-28. ციტირების თარიღი: 2013-08-16.
- ↑ საფასურები და ხარჯები 2013-2014 en. ამჰერსტის კოლეჯი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-05-28. ციტირების თარიღი: 2013-08-16.
- ↑ 102.0 102.1 102.2 102.3 ფინანსური დახმარება & ხარჯები: შემიძლია თუ არა ამჰერსტში სწავლა? en. ამჰერსტის კოლეჯი. ციტირების თარიღი: 2013-08-16.
- ↑ ხშირად დასმული კითხვები აშშ-ს და კანადის მოქალაქეებისა და მუდმივი მაცხოვრებლებისთვის en. ამჰერსტის კოლეჯი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-08-01. ციტირების თარიღი: 2013-08-16.
- ↑ დეივიდ ლეონჰარდტი (2011-05-24). „საუკეთესო კოლეჯები, უმეტესწილად ელიტისთვის“. The New York Times (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2013-08-16. ციტატა: „The result of these changes is that Amherst has a much higher share of low-income students than almost any other elite college.“
- ↑ დაწესებულებები, რომლებიც გასცემენ ფინანსურ დახმარებას en. International Student. ციტირების თარიღი: 2013-08-16.
- ↑ 106.0 106.1 106.2 საერთო მონაცემთა ბაზა 2012-2013, ჩარიცხვა და გაგრძელება en (PDF). ამჰერსტის კოლეჯი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-06-21. ციტირების თარიღი: 2013-08-13.
- ↑ ამჰერსტის კოლეჯის მისია en. ამჰერსტის კოლეჯი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-12-19. ციტირების თარიღი: 2013-08-15.
- ↑ საერთო მონაცემთა ბაზა 2008-09, ჩარიცხვა და გაგრძელება en (pdf). ამჰერსტის კოლეჯი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2013-08-13.
- ↑ საერთო მონაცემთა ბაზა 2009-10, ჩარიცხვა და გაგრძელება en (pdf). ამჰერსტის კოლეჯი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-02. ციტირების თარიღი: 2013-08-13.
- ↑ საერთო მონაცემთა ბაზა 2010-11, ჩარიცხვა და გაგრძელება en (PDF). ამჰერსტის კოლეჯი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2013-08-13.
- ↑ საერთო მონაცემთა ბაზა 2011-2012, ჩარიცხვა და გაგრძელება en (PDF). ამჰერსტის კოლეჯი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-09-27. ციტირების თარიღი: 2013-08-13.
- ↑ საერთო მონაცემთა ბაზა 2012-2013, სტუდენტური ცხოვრება en (PDF). ამჰერსტის კოლეჯი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-06-21. ციტირების თარიღი: 2013-08-13.
- ↑ სტუდენტური ჯგუფები & გამომცემლობები en. ამჰერსტის კოლეჯი. ციტირების თარიღი: 2013-11-22.[მკვდარი ბმული]
- ↑ „კამპუსის რევოლუციონერი“. Businessweek (ინგლისური). 2006-02-26. ციტირების თარიღი: 2013-08-15.
- ↑ ტენგი, ელეინ. „კოლეჯი კრძალავს ფსი-ეფსილონის საძმოს“. The Amherst Student (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-11. ციტირების თარიღი: 2013-08-16. ციტატა: „College President Anthony Marx sent a campus-wide email banning all membership in the fraternity Psi Upsilon (Psi-U) for their “serious violation involving the leadership and members.”“