შინაარსზე გადასვლა

დენგფენგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დენგფენგი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

დაოსიზმის ტაძარი
ქვეყანა ჩინეთის დროშა ჩინეთი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები iii, vi
სია [1]
რეგიონი** აზია-ოკეანეთი
კოორდინატები 34°27′19″ ჩ. გ. 113°01′31″ ა. გ. / 34.45528° ჩ. გ. 113.02528° ა. გ. / 34.45528; 113.02528
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2010  (34-ე სესია)
ნომერი 1305
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1305
ინგლ.რუს.ფრ.

დენგფენგი (ჩინ. 登封) — ქალაქი ჩინეთის ხენანის პროვინციაში. მისი ძველი სახელია იანჩენგი. ფართობი 1200 კმ²-ს შეადგენს, ხოლო მოსახლეობა ბოლო მონაცემებით 630 000 ადამიანს.[1]

ქალაქი ჩინეთის ერთ-ერთი წმინდა მთის - სუნშანის ძირში მდებარეობს. წარმოადგენს ჩინეთის მნიშვნელოვან სულიერ ცენტრს. აქ მდებარეობს სხვადასხვა რელიგიების ტაძრები და ინსტიტუტები. მათ შორისაა დაოსიზმის ძონგუეს ტაძარი, ბუდიზმის შაოლინის ტაძარი თუ კონფუციანური აკადემია. ჩინურ ლიტერატურასა და პოზეიაში დენგფენგს „ცისა და მიწის ცენტრს" უწოდებენ.[2]

2010 წელს, იუნესკომ ქალაქის რამდენიმე ძეგლი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  翻译: