ესპანეთ-ამერიკის ომი 1898 (ესპ.Guerra Hispano-Estadounidense, ინგლ.Spanish-American War) - ომი კოლონიური სამფლობელოების გადასანაწილებლად აშშ-სა და ესპანეთს შორის, რომელიც მიზნად ისახავდა ესპანეთის კოლონიების კუბის, ფილიპინებისა და პუერტო-რიკოს ხელში ჩაგდებას. ომს წინ უძღოდა ძლიერი აჯანყებები ესპანელთა ბატონობის წინააღმდეგ კუბასა (1895 წლიდან) და ფილიპინებზე (1896 წლიდან). 1898 წლის 21 აპრილს აშშ-მა ომის გამოუცხადებლად დაიწყო საომარი მოქმედება ესპანეთის წინააღმდეგ. ომმა 3,5 თვეს გასტანა და 13 აგვისტოს ესპანეთის კაპიტულაციით დასრულდა. 10 მაისს მხარეებს შორის დაიდო პარიზის ზავი, რომლის მიხედვითაც ამერიკამ მიიღო პუერტო-რიკო, გუამი და ფილიპინები. კუბა კი დამოუკიდებლად გამოცხადდა.
↑ 12.012.1Arriba España Twentieth-Century Spain Politics and Society in Spain, 1898-1998, Francisco J. Romero Salvadó, 1999, pg. 19, MacMillan Distribution Ltd, ISBN 0-333-71694-9