ვესტ-აილენდი (ქოქოსის კუნძულები)
დედაქალაქი | |
---|---|
ვესტ-აილენდი ინგლ. West Island | |
ქვეყანა | ქოქოსის კუნძულები |
დაქვემდებარება | დედაქალაქი |
გარე ტერიტორია | ქოქოსის კუნძულები |
კოორდინატები | 12°11′13″ ს. გ. 96°49′42″ ა. გ. / 12.18694° ს. გ. 96.82833° ა. გ. |
ფართობი | 6,2 კმ² |
მოსახლეობა | 133 კაცი (2011) |
სიმჭიდროვე | 21,45 კაცი/კმ² |
ეროვნული შემადგენლობა | მალაელები |
სასაათო სარტყელი | UTC6:30 |
ვესტ-აილენდი (ინგლ. West Island) — ავსტრალიის კუთვნილი გარე ტერიტორიის ქოქოსის კუნძულების დედაქალაქი. ავსტრალიიდან დაშორებულია 2100 კილომეტრით. მოსახლეობა — 133 კაცი[1] (2011). ის ორი დასახლებული კუნძულიდან ერთ-ერთია (მეორეა სოფელი ბანტამი — 421 კაცი (2011) ჰოუმ-აილენდის კუნძულზე). მოსახლეობის დიდი ნაწილი მალაელია.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვესტ-აილენდი მდებარეობს იმავე დასახელების კუნძულზე და მოსახლეობის ძირითადი ნაწილი თავმოყრილია კუნძულის ცენტრში. აქ არის საავადმყოფო, რამდენიმე ოტელი და კაფე. კუნძულის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებზე გაშენებულია პალმის პლანტაციები. ჩრდილოეთით ცისტერნებისათვის გამოყოფილია ადგილი საწვავის შესანახად. იქვე მდებარეობს პლაჟი და იზოლირებული ადგილი. მეორე მსოფლიო ომის დროს აშენებული აეროპორტის გვერდით მოქმედებს მეტეოროლოგიური ობსერვატორია. კუნძულიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს 1995 წელს შექმნილი პულუს ეროვნული პარკი (Pulu Keeling National Park).[2].
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ მოსახლეობის აღწერა Citypopulation (2011)
- ↑ Pulu Keeling National Park. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-29. ციტირების თარიღი: 2011-09-24.
|