იონაგო
იერსახე
იონაგო (იაპ.米子市), ქალაქი იაპონიაში, კუნძულ ჰონსიუს დასავლეთ ნაწილში, ტოტორის პრეფექტურაში. 150.341 მცხოვრები (2007). სარკინიგზო კვანძი. წყალმარჩხი ნავსადგური ნაკანოუმის ლაგუნასთან. მეტალურგია, სასოფლო-სამეურნეო მანქანათმშენებლობა, გემთმშენებლობა და ლითონდამუშავების სხვა დარგები. საფეიქრო (უმთავრესად აბრეშუმის), კვების მრეწველობა. გოგირდის საბადოები.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 196.
|