შინაარსზე გადასვლა

ლა-პლატის დაბლობი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ლა-პლატა (მრავალმნიშვნელოვანი).
ლა-პლატის დაბლობი

ლა-პლატის დაბლობიპარაგვაი-პარანის ვაკეების (ცენტრალური ვაკეები) აღმოსავლეთი დაბალი ნაწილი სამხრეთ ამერიკაში (გრან-ჩაკოსა და პამპის აღმოსავლეთით და შუამდინარეთში). გადაჭიმულია ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ 2400 კილომეტრზე, აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ 900 კილომეტრზე. წარმოადგენს სამხრეთ ამერიკის ბაქნის სინეკლიზას, რომელიც კონტინენტური (უმეტესად კაინოზოური) ნალექებით არის ამოვსებული. ლა-პლატის დაბლობზე ჩრდილოეთით ნოტიო ზაფხულიანი ტროპიკული ჰავაა. გავრცელებულია მეჩხერი ტყე, მდინარეთა გასწვრივ ვრცელი ჭაობები; სამხრეთით სუბტროპიკული თანაბრად ნოტიო ჰავაა. გავრცელებულია პრერია და სტეპი.

  翻译: