შინაარსზე გადასვლა

მუსიკათმცოდნეობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მუსიკათმცოდნეობა — მეცნიერება მუსიკის შესახებ, ხელოვნებათმცოდნეობის ერთ-ერთი დარგი. შეისწავლის მუსიკის ხელოვნების კანონზომიერებებს, მოვლენებსა და განვითარების პროცესს საზოგადოების ცხოვრების სხვადასხვა მხარესთან კავშირში. მუსიკათმცოდნეობის ქვედარგებია: მუსიკის თეორია[1], მუსიკის ისტორია, მუსიკალური ეთნოგრაფია[2], მუსიკალურ საკრავთმცოდნეობა, მუსიკის კრიტიკა, მუსიკალური სოციოლოგია, მუსიკალური ესთეტიკა, მუსიკალური აკუსტიკა და მუსიკალური ფსიქოლოგია (უკანასკნელი ორი ფსიქოლოგიის შესწავლის საგანიც არის)[3].

  1. მოიცავს სწავლებებს მელოდიის, ჰარმონიის, პოლიფონიის, მუსიკალური რიტმისა და მეტრის, მუსიკალურ ნაწარმოებთა და ანალიზის შესახებ;
  2. მეცნიერება ხალხური მუსიკალური შემოქმედების შესახებ;
  3. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 205.
  翻译: