შინაარსზე გადასვლა

პროფესორი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტერმინს „პროფესორი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ პროფესორი (მრავალმნიშვნელოვანი).

პროფესორი (ლათ. professor – მასწავლებელი) — სამეცნიერო წოდება, რომელსაც ანიჭებენ უმაღლესი სასწავლებლების ყველაზე უფრო კვალიფიციურ მასწავლებლებს (აგრეთვე სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა მეცნიერ-თანამშრომლებს, რომლებიც ხელმძღვანელობენ სამეცნიერო-კვლევით მუშაობას); ამ წოდების მქონე პირი. ტერმინი პროფესორი შემოიღეს რომის იმპერიაში (ძველი წელთაღრიცხვის I საუკუნე — ახალი წელთაღრიცხვის V საუკუნიას დასასრული) გრამატიკოსთა და რიტორთა სკოლების მასწავლებელთა აღსანიშნავად. ადრეულ შუა საუკუნეებში პროფესორს უწოდებდნენ სასულიერო სკოლების, XII საუკუნიდან უნივერსიტეტების მასწავლებლებს.[1] ასისტენტ-პროფესორი — უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური თანამდებობა[2]; სრული პროფესორი — უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური თანამდებობის მქონე პირი, რომელიც უძღვება სასწავლო პროცესს და ხელმძღვანელობს სტუდენტების სამეცნიერო-კვლევით მუშაობას.[3]

  翻译: