რეიკიავიკი
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
რეიკიავიკი Reykjavík | |||||
| |||||
ქვეყანა | ისლანდია | ||||
დაქვემდებარება | დედაქალაქი | ||||
კოორდინატები | 64°08′00″ ჩ. გ. 21°56′00″ დ. გ. / 64.13333° ჩ. გ. 21.93333° დ. გ. | ||||
ქალაქის მერი | Q112110222? | ||||
დაარსდა | 1786 | ||||
ფართობი | 273 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 8 მეტრი | ||||
ოფიციალური ენა | ისლანდიური ენა | ||||
მოსახლეობა | 131,136 კაცი (2020) | ||||
სიმჭიდროვე | 480 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+0 | ||||
საფოსტო ინდექსი | 101–155 | ||||
ოფიციალური საიტი | rvk.is | ||||
რეიკიავიკი (ისლ. Reykjavík) — ისლანდიის დედაქალაქი და უმსხვილესი ქალაქი. მოსახლეობა — 131,136 მცხოვრები (2020), ხოლო სატელიტი ქალაქებითურთ — დაახლ. 233,034, რაც ქვეყნის მოსახლეობის დაახლ. 60%-ს შეადგენს (364,134).
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რეიკიავიკი ისლანდიის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს. რეიკიავიკის მხარე ნახევარკუნძულებით, ყურეებით, კუნძულებით და შეჭრილ-შემოჭრილი სანაპირო ზოლით ხასიათდება.
გამყინვარების პერიოდში (10 000 წლის წინ) ის ადგილი, სადაც დღეს ქალაქია გაშენებული, დიდწილად ყინულის საფარქვეშ იყო, ხოლო ქალაქის დანარჩენილი ნაწილი წყალს ეკავა. დათბობის დაწყებიდან ყინულით დაფარული ზოგიერთი ადგილი კუნძულად იქცა. ზღვის ძველი ნაპირი თანამედროვესთან შედარებით 43 მეტრით მაღლა იყო, რაც ნარიყით შეიმჩნევა. ქალაქის გარკვეულ ნაწილში ვულკანურ წარმონაქმნებსაც შევხვდებით. გამყინვარების შემდგომ რეიკიავიკის ტერიტორიამ დაახლოებით ისეთი სახე მიიღო, როგორიც დღეს აქვს. ამ ადგილებში ქალაქის დაარსებამდე კარგა ხნით ადრე, მიწისძვრებმა და ვულკანურმა ამოფრქვევებმა თავისი კვალი დაამჩნია თანამედროვ ლანდშაფტს.
რეიკიავიკის ყველაზე ფართო მდინარე Elliðaá-აა, რომელიც სანაოსნოდ არ გამოიყენება. ამის მიუხედავად, მდინარე რეიკიავიკელთა საყვარელი ადგილია, რადგან ქვეყნის მასშტაბით საუკეთესო ორაგულს იჭერენ. რეიკიავიკის მახლობლად მთა Esja-აა, რომელიც 904 მეტრს აღწევს.
ქალაქი რეიკიავიკი ძირითადად ნახევარკუნძულზეა განლაგებული, თუმცა მისი გარეუბნები სამხრეთით და აღმოსავლეთით მთავარი კუნხძულის სიღრმეში მიდის. რეიკიავიკი მცირერიცხვოვნობის მიუხედავად, ფართოდ გაშლილი ქალაქია, სადაც დიდი და ერთმანეთისგან დაშორებული სახლები დგას. დასახლებებს შორის ფართო ტრასები და უკაცრიელი ადგილებია.
კლიმატი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ატლანტის ოკეანეში უკიდურეს ჩრდილოეთში მდებარეობის მიუხედავად, რეიკიავიკი უფრო თბილი ჰავით გამოირჩევა, ვიდრე იგივე განედზე მდებარე სხვა ტეროტორიები. ზამთრის საშუალო ტემპერატურა ისეთივეა, როგორც ქალაქ ნიუ-იორკში, იანვრის თვეში საშუალოდ 0 °C, თუმცა, ტემპერატურა მერყეობს და შეიძლება -10 °C გრადუსამდეც დაეცეს, რაც გოლფსტრიმის გავლენით აიხსნება. ჰავა ოკეანური, სუბპოლარულია, ქალაქი კი ტემპერატურული ზონის ყველაზე ჩრდილოეთით მდებარეობს. ზღვისპირა განლაგება ქალაქს ქარიანს ხდის, ზამთრობით კი, ქარბუქებიც იცის. ზაფხული რეიკიავიკში გრილია, 10 - 15 °C, ხანდახან 20 °C (68 °F)-მდეც თბება ჰაერი. გაზაფხული მზიანი სეზონია. წლიური მზიანი საათები რეიკიავიკში 1300-ს არ აჭარბებს, რაც ჩრდილო-დასავლეთ ევროპისთვის ერთობ მახასიათებელია. რეიკიავიკში ოდესმე დაფიქსირებული უმაღლესი ტემპერატურა 24.8 °C (75 °F)-ია, 2004 წლის 11 აგვისტო. ყველაზე მკაცრი სიცივე კი 1918 წლის 21 იანვარს დაიჭირა -24.5 °C (-12F).
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ისლანდიაში პირველი მუდმივი დასახლება რეიკიავიკში სავარაუდოდ 870 წლიდან ფიქსირდება სკანდინავიელთა ნამოსახლოებით. ეს აღწერილია Landnámabók-ში, ანუ დასახლების წიგნში. ისტორიული ცნობით, ისლანდიის პირველი მცხოვრები იგოლვ არნანსონი იყო, რომელმაც თავისი ფერმა ვიკინგური მეთოდების გამოყენებით, ნახევარკუნძულზე ააგო, სადაც ახლა რეიკიავიკია. მან ამ ადგილს გეიზერებიდან ამომავალი ორთქლის გამო რეიკიავიკი ანუ მბოლავი უბე უწოდა.
XVII საუკუნემდე რეიკიავიკის ადგილზე იყო ხუტორი, XVII-XVIII საუკუნეებში – დაბა. 1786 წლის 18 აგვისტოს მიიღო ქალაქის უფლებები (ეს დღე ითვლება ქალაქის დაარსების თარიღად). მრავალი ასწლეულის შემდეგ, XIX საუკუნის დამდეგს, რეიკიავიკმა, მეფის ხაზინადრის სკული მაგნასონის წყალობით, როგორც ქალაქმა ზრდა დაიწყო. 1845 წლიდან იყო ალთინგის, 1904 წლიდან – ისლანდიის ავტონომიური მთავრობის ადგილსამყოფელი. 1920 წელს ოფიციალურად გამოცხადდა ისლანდიის სამეფოს, ხოლო 1944 წლიდან ისლანდიის რესპუბლიკის დედაქალაქად.
ქალაქის მმართველობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რეიკიავიკის ქალაქის საბჭო მართავს რეიკიავიკის ქალაქს[1], საბჭოს ირჩევს 18 წელზე უფროსი ასაკის, ადგილობრივი მოქალაქეები. საბჭოში გაერთიანებულია 23 წევრი და მათ ასარჩევად იყენებენ ღია სიის მეთოდს, ოთხი წლის ვადით.
საბჭო სამინისტროებში ანაწილებს მის წევრებს. ყოველი სამინისტრო, ქალაქის საბჭოს უფელბამოსილების ქვეშ იღებს კონტროლს განსხვავებული სფეროს შესახებ. ყველაზე მნიშვნელოვან სამინისტროს, ქალაქის მერია წარმოადგენს, რომელიც აღმასრულებელ ხელისუფლებას მართავს. მერი, ქალაქში მიმდინარე საქმიანობების დირექტორია, რომელსაც საკმაოდ მაღალი თანამდებობა უკავია. დანარჩენი საჯარო მოხელეები, აკონტროლებენ ქალაქის დაწესებულებებს მერის უფლებამოსილების ქვეშ.
მაშასადამე, მმართველობა შედგება ორი განსხვავებული ნაწილისაგან:
- საბჭოს პოლიტიკური ძალა, რომელსაც მიჰყვება სხვა სამინისტორები
- საჯარო მოხელეები, რომლებიც ქალაქის მერის უფლებამოსილების ქვეშ ახორციელებენ აქტივობებს და მართავენ პოლიტიკას.
პოლიტიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დამოუკიდებელი პარტია ისტორიულად ქალაქის მმართველი, გაბატონებული პარტია იყო. მას სახელმწიფო დაწესებულებაში ჰქონდა სრული უმრავლესობა 1929 წლიდან 1978 წლამდე, როდესაც იგი, ძლივს დაიკარგა, 1978 წლიდან 1982 წლამდე, ქვეყანა სამი კოალიციური პარტიისაგან შედგებოდა, ესენია: სახალხო ალიანსი, სოციალ-დემოკრატიული პარტია და პროგრესული პარტია. 1982 წელს, დამოუკიდებელმა პარტიამ დაიბრუნა საერთო უმრავლესობა, რომელიც მან სამი პერიოდის განმავლობაში მიიღო. 1994 წლის, არჩევნებში გაიმარჯვა Reykjavíkurlistinn-მა (R-სია), ისლანდიის სოციალისტური პარტიების ალიანსმა, ინგიბიჯორგ სალრან გუსდატთირის ( Ingibjörg Sólrún Gísladóttir) ხელმძღვანელობით. ამ ალიანსმა, სამჯერ გაიმარჯვა არჩევნებში, მაგრამ 2006 წლის არჩევნებისათვის დაიშალა, როდესაც ხუთი სხვა პარტია დაემატა საარჩევნო ბიულეტენზე. დამოუკიდებლობის პარტიამ მოიგო შვიდი ადგილი და ერთ პროგრესულ პარტიასთან ერთად მათ, შეძლეს საბჭოში ახალი უმრავლესობის შექმნა. 2006 წლის ივნისში კი ხელისუფლებაში მოსვლით განმტკიცდა.
2007 წელს REI-ის თაობაზე შემდგარი პოლემიკის შემდეგ, OR-ის ფილიალი, ქალაქის ენერგეტიკული კომპანიის მეშვეობით, ოქტომბერში, საბჭოში ახალი უმრავლესობა ჩამოყალიბდა, რომელშიც შედიოდნენ პროგრესული პარტიის, სოციალ-დემოკრატული ალიანსის, “მემარცხენე-მწვანეთა” და F-სიის (ლიბერალები და დამოუკიდებლები) წევრები. თუმცა, სამი თვის შემდეგ F-სია, დამოუკიდებელ პარტიასთან ერთად ჩამოყალიბდა ახალ უმრავლესობად. Ólafur F. Magnússon, F-სიის ლიდერი, 2008 წლის 24 იანვარს აირჩიეს მერად და 2009 წლის მარტში, დამოუკიდებლობის პარტია ახალი მერის დანიშვნას აპირებდა. 2008 წლის 14 აგვისტოს,ცვლილება კვლავ ერთხელ განხორციელდა, როდესაც ჩამოყალიბდა განსაზღვრული ვადით მე-4 კოალიცია, დამოუკიდებელი პარტიისა და სოციალ-დემოკრატიული ალიანსის მიერ. Hanna Birna Kristjánsdóttir გახდა მერი.
2010 წლის მაისში, ქალაქის საბჭოს არჩევნებში გამოჩნდა ახალი პოლიტიკური პარტია, “საუკეთესო პარტია”, 15-დან 6 ადგილი მოიგო. ეს კოალიცია, სოციალ-დემოკრატიულ ალიანსთან ერთად ჩამოყალიბდა. კომიკოსი Jón Gnarr გახდა მერი.[2] 2014 წლის არჩევნდებში, სოციალ-დემოკრატიული ალიანსი ჯერ კიდევ თავს საუკეთესოდ წარმოაჩენდა და მოიგო ხუთი ადგილი საბჭოში, მაშინ როცა “ნათელმა მომავალმა” (“საუკეთესო პარტიის” მოადგილე) მიიღო ორი ადგილი და ორი პარტია ჩამოაყალიბა კოალიციაში “მემარცხენე-მწვანეთა მოძრაობასთან” და “მეკობრის პარტიასთან” ერთად, რომელმაც თითოეული პარტიით მოიგო ერთი ადგილი. დამოუკიდებელი პარტიისათვის ეს იყო ყველაზე ცუდი არჩევნები, ვინაიდან მან მხოლოდ ოთხი ადგილი მიიღო.
მერი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მერს, ქალაქის საბჭო ნიშნავს. ზოგადად, საბჭოდან ირჩევენ ერთ წევრს ამ თანამდებობისათვის, მაგრამ შეიძლება დანიშნონ მერად ისეთი პიროვნება, რომელიც არ არის საბჭოს წევრი. ეს თანამდებობა შეიქმნა 1907 წელს და განცხადებების მისაღებად გამოაქვეყნეს 1908 წელს. ორი განცხადება მიიღეს პალ ეინარსონისაგან - შერიფი და Hafnarfjörður-ის მერი და კნიდ ზიმსენისაგან - რეიკიავიკში, ქალაქის კანცლერი. პალი, 7 მაისს აირჩიეს რეიკიავიკის მერად და შემდეგი ექვსი წლის განმავლობაში ის იკავებდა ამ პოზიციას. ცნობილია, რომ ქალაქის მერის ხელფასი წელიწადში 4,500 კრონია და 1,500 კრონია განკუთვნილი ოფისის ხარჯებისათვის. დღესდღეობით, მერის თანამდებობას იკავებს დაგურ ბ. ეგგერტსონია. [3]
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რეიკიავიკი, ისლანდიაში ბევრად უფრო ფართო და მჭიდროდ დასახლებული პუნქტია. 2020 წლის 1 იანვრის მონაცემებთ, რეიკიავიკის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 131,136 ადამიანი იყო. რაც, ქვეყნის მოსახლეობის 36% წარმოადგენს. დედაქალაქის რეგიონში, რომელიც დედაქალაქს და ექვს მუნიციპალიტეტს მოიცავს, დასახლებული იყო 233,034 ადამიანი, რაც ქვეყნის მოსახლეობის 64% წარმოადგენს.
1998 წელს, ემიგრანტთა რიცხვი მხოლოდ და მხოლოდ 3,106-ს (2.9%) შეადგენდა, 2008-ში კი 12,352-მდე (10.4%) გაიზარდა. 2019 წლის პირველი იანვარს მონაცემებით, ქალაქში, სადაც 128,793 ადამიანი ცხოვრობდა, მათგან 23,995 (18.6%) ადამიანი ემიგრანტი იყო. ყველაზე მეტად პოლონელი, ლატვიელი და ლიტვიელი ემიგრანტებით არის დასახლებული ქალაქები. უცხოელ მცხოვრებთა დაახლოებით 80% ევროკავშირის და თავისუფალი ვაჭრობის ევროპული ასოციაციის წევრი ქვეყნებიდან (EFTA) არიან და 58%-ზე მეტი ევროკავშირის ახალი წევრი ქვეყნებიდან, ძირითადად აღმოსავლეთის ბლოკის ყოფილი ქვეყნებიდან, რომლებიც შეუერთდნენ 2004, 2007 და 2013 წლებში.
უცხოური წარმოშობის ბავშვები უფრო მნიშვნელოვან უმცირესობას ქმნიან ქალაქის სკოლებში: ადგილების მესამედს. ქალაქს, ასევე სტუმრობს ათასობით ტურისტი, სტუდენტი და დროებითი მაცხოვრებელი. დროდადრო, ქალქის ცენტრში ადგილობრივების რიცხვი აღემატება ტურისტებისა თუ იმიგრანტებისას
მოსახლეობა მოქალაქეობის მიხედვით (1998 წლის პირველი იანვარი- 2018):[4]
- 2018 წლის აღწერით, აჩვენებდნენ მხოლოდ ისეთ ქვეყნებს, რომელთაც 20 ან მასზე მეტი ქვეყნის მოქალაქე ჰყავდათ
- ითვლებოდა გრინლანდის და ფაროეს კუნძულების მოსახლეობაც
- 1998 წლის აღწერის მონაცემებში არ შედიოდა. იუგოსლავია ნახე.
- 2008 წლის აღწერის მონაცემებში შედიოდა, როგორც სერბეთის ნაწილი. 1998 წლის აღწერის მონაცემებში კი - იუგოსლავიის ნაწილი.
- იუგოსლავიის ფედერალური რესპუბლიკა (1992-2006). ადამიანები, ვინც დარეგისტრირებულები იყვნენ იუგოსლავილებად, 1992 წლის მაისში ექვსი სახვადსხვა ქვეყნის წარმომადგენელმა მოსახლეობამ შეიცვალა ნამდვილი წარმოშობით.
- მოიცავდა ყოფილი იუგოსლავიის და საბჭოთა კავშირის ზუსტად დაუდგენელი წარმოშობის ქვეყნის მოქალაქეებს
- ისლანდიის გარდა მოიცავდა ნორდულ ქვეყნებს
- არ მოიცავდა ევროკავშირის 2013 წლის გაფართოებას
- არ მოიცავდა ევროკავშირის 2004 და 2007 წლის გაფართოებას
- ისლანდიის ჩაუთვლელად.
რაიონები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რეიკიავიკი დაყოფილია 10 რაიონად:
- Vesturbær (პირველი რაიონი)
- Miðborg (მეორე რაიონი, ქალაქის ცენტრი)
- Hlíðar (მესამე რაიონი)
- Laugardalur (მეოთხე რაიონი)
- Háaleiti og Bústaðir (მეხუთე რაიონი)
- Breiðholt (მეექვსე რაიონი)
- Árbær (მეშვიდე რაიონი)
- Grafarvogur (მერვე რაიონი)
- Kjalarnes (მეცხრე რაიონი) (ჩრდილოეთით)
- Grafarholt og Úlfarsárdalur (მეათე რაიონი)
ამის გარდა, აქ არის ჰინთერლენდის ტერიტორია (რუკაზე ოდნავ არის დატანილი), რომელიც რაიონად არ ითვლება.
ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბორგარტუნი არის რეიკიავიკის ფინანსური ცენტრი, დიდი რაოდენობის კომპანიებისა და სამი საინვესტიციო ბანკის მასპინძელი. რეიკიავიკი იყო ისლანდიის ეკონომიკის ზრდისა და 2000-იანი წლების ეკონომიკის კრიზის პერიოდში ცენტრი. ეს უკანასკნელი პეიოდი, უცხოურ მედიაში მოიხსენიება, როგორც "ნორდული ვეფხვის" წლები[5][6] ან “ისლანდიის ბუმის წლები[7]”. ეკონომიკურმა ბუმმა მშენებლობის მკვეთრი ზრდა გამოიწვია, ხელახალი განვითარების დიდი პროექტებით, როგორიცაა ჰარპას საკონცერტო დარბაზიი, საკოფერაციო დარბაზი და სხვა. ამ პროექტების უმრავლესობამ, 2008 წლის ეკონომიკური კრიზისი შეაჩერა.
ცხოვრების სტილი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ღამის ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბარში, ალკოჰოლური სასმელები ძვირია. ხალხი სახლში სვამს, გარეთ გასვლამდე. ლუდი აკრძალული იყო ისლანდიაში 1989 წლის პირველ მარტამდე, მაგრამ ამის შემდეგ ისლანდიელთათვის ლუდი ძალიან პოპულალური ალკოჰოლური სასმელი გახდა და დასალევად ყოველთვის მას ირჩევენ.[8]
ახალი წლის წინა ღამე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ახალი წლის დადგომა რეიკიავიკში მცხოვრები მოსახლეობისათვის სადღესასწაულოდ განსაკუთრებული მიზეზია. ისლანდიის კანონში წერია რომ ყველას შეუძლია იყიდოს და გამოიყენოს ფეიერვერკი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ახალი წლის წინა ღამეს. როგორც შედეგები გვიჩვენებს, ყოველი ახალი წლის ღამეს ქალაქი განათებულია ფეიერვერკის შუქით.
მთავარი ღირშესანიშნაობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Alþingishúsið – ისლანდიის პარლამენტის შენობა
- Austurvöllur – პარკი რეიკიავიკის ცენტრში რესტორნებითა და ბარებით გარშემორტმული
- Árbæjarsafn (რეიკიავიკის ღია ცის ქვეშ მუზეუმი) – რეიკიავიკის მუნიციპალური მუზეუმი
- CIA.IS – ისლანდიური ხელოვნების ცენტრი – ზოგადი ინფორმაცია ისლანდიის ვიზუალური ხელოვნების შესახებ
- Hallgrímskirkja – ყველაზე დიდი ეკლესია ისლანდიაში
- Harpa Reykjavík – რეიკიავიკის კონცერტის და კონფერენცისს ცენტრი
- Heiðmörk – ყველაზე დიდი ტყე და ნაკრძალის ტერიტორია
- Höfði – სახლი სადაც გორბაჩოვი რეიგანს შეხვდა ისლანდიის სამიტზე 1986 წელს
- Kringlan – მეორე ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი ისლანდიაში
- Laugardalslaug – საცურაო აუზი
- Laugavegur – მთავარი სავაჭრო ქუჩა
- ისლანდიის ეროვნული და საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა (Þjóðarbókhlaðan)
- ისლანდიის ეროვნული მუზეუმი (Þjóðminjasafnið)
- Nauthólsvík –გეოთერმული ცხელი სანაპირო
- Perlan – მინის გუმბათი ისვენებს ხუთ წყლის ავზზე
- Ráðhús Reykjavíkur – ქალაქის მაღაზია
- Rauðhólar – წითელი ფსევდო კრატერების კონა
- Reykjavík 871±2 – ვიკინგების ეპოქის სასახლის არქეოლოგიური გათხრების გამოფენა, დაახლოებით 930 წელი
- Reykjavík Art Museum – ისლანდიის ვიზუალური ხელოვნების უდიდესი დაწესებულება
- Safnahúsið, კულტურის სახლი, კულტურული მემკვიდრეობების ეროვნული ცენტრი (Þjóðmenningarhúsið)
- Tjörnin – ტბორი
- ისლანდიის უნივერსიტეტი
- ვიკინგების საზღვაო მუზეუმი – საზღვაო მუზეუმი, რომელიც ძველ ნავსადგურთან მდებარეობს
- რეიკიავიკის ბოტანიკური ბაღი
რეკრეაცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რეიკიავიკის გოლფის კლუბი, 1934 წელს საყოველთაოდ აღიარებული იყო. ისლანდიაში ეს არის ყველაძე ძველი და ყველაზე დიდი გოლფის კლუბი. იგი, შედგება ორი, თვრამეტ ორმოიანი გოლფის კურსისაგან, რომელიც მოიცავს საკუთარ საყრდენიდან დასარტყმელ მოედანს და გრინს. ერთი კურსი გრაფარჰოლტშია, მეორე კი - კორპაში. გრაფარჰოლტის გოლფის კურსი გაიხსნა 1963 წელს, რომელიც ისლანდიის უძველესი გოლფის კურისა. კორპის გოლფის კურსი კი 1997 წელს გაიხსნა. [9]
განათლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საშუალო სკოლა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Borgarholtsskóli (Borgó)
- Fjölbrautaskólinn í Breiðholti (FB)
- Fjölbrautaskólinn við Ármúla (FÁ)
- Kvennaskólinn í Reykjavík (Kvennó)
- Menntaskólinn Hraðbraut
- Menntaskólinn í Reykjavík (MR)
- Menntaskólinn við Hamrahlíð (MH)
- Menntaskólinn við Sund (MS)
- Tækniskólinn
- Verzlunarskóli Íslands (Verzló)
უნივერსიტეტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ისლანდიის ცელოვნების აკადემია
- რეიკიავიკის უნივერსიტეტი
- ისლანდიის უნივერსიტეტი
საერთაშორისო სკოლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ისლანდიის საერთაშორისო სკოლა
- ლანდაკოვსკის საერთაშორისო დეპარტამენტი
სპორტული გუნდები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფეხბურთი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პრემიერ ლიგა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Fjölnir
- Fylkir
- KR
- Valur
- Víkingur
1. მამაკაცთა გუნდი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Fram
- ÍR
- Leiknir R.
- Þróttur Reykjavík
სხვა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Glímufélagið Ármann (სპორტული კლუბი)
- Skautafélag Reykjavíkur (ჰოკეი)
- Skylmingafélag Reykjavíkur (ფარიკაობა)
- Skotfélag Reykjavíkur (ნადირობა)
- Íþróttafélag fatlaðra í Reykjavík (სპორტული კლუბი ქმედუუნარო პირტათვის, რეიკიავიკში)
ღირსშესანიშნაობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჰალგრიმსკირკია (ისლანდიურად Hallgrímskirkja) ლუთერანული ეკლესია რეიკიავიკში.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ "1998 nr. 45 3. júní/ Sveitarstjórnarlög". Althingi.is. Retrieved 8 July 2009.
- ↑ "Best Party wins polls in Iceland's Reykjavík". BBC News Online. Retrieved 30 May 2010.
- ↑ Jón Glarr is no longer mayor of Reykjavík.Reykjavík Grapevine.
- ↑ "Population by sex, municipality and citizenship 1 January 1998–2018". www.hagstofa.is. Statistics Iceland. 1 January 2018. Retrieved 13 June 2019.
- ↑ Surowiecki, James (21 April 2008). "Iceland's Deep Freeze". The New Yorker. Archived from the original on 2 March 2012. Retrieved 17 February 2012
- ↑ Kvam, Berit (19 June 2009). "Iceland: light at the end of the tunnel?". Nordic Labour Journal. Archived from the original on 3 January 2012. Retrieved 17 February 2012
- ↑ "Iceland: the boom years". The Telegraph. 18 August 2009. Archived from the original on 15 May 2018. Retrieved 3 April 2018.
- ↑ "The Dynamics of Shifts in Alcoholic Beverage Preference: Effects of the Legalization of Beer in Iceland". Questia.com. Archived from the original on 1 September 2008. Retrieved 8 July 2009.
- ↑ "Reykjavik Golf Club". Archived from the original on 5 May 2016. Retrieved 1 May 2016.
|
|