სამხრეთი კორეა
კორეის რესპუბლიკა 대한민국 დეჰან მინგუკ სამხრეთი კორეა |
||||||
---|---|---|---|---|---|---|
|
||||||
დევიზი: 홍익인간 (არაოფიციალური) „კაცობრიობისთვის სარგებლის მოტანა“ |
||||||
ჰიმნი: 애국가 ეგუკა პატრიოტული სიმღერა |
||||||
|
||||||
დედაქალაქი (და უდიდესი ქალაქი) | სეული 37°35′ ჩ. გ. 127°00′ ა. გ. / 37.583° ჩ. გ. 127.000° ა. გ. | |||||
ოფიციალური ენა | კორეული | |||||
მთავრობა | საპრეზიდენტო რესპუბლიკა | |||||
- | პრეზიდენტი | იუნ სოკ იოლი | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 100 339 კმ2 (108-ე) | ||||
- | წყალი (%) | 0.3 | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2014 შეფასებით | 51 302 044 (26-ე) | ||||
- | სიმჭიდროვე | 480 კაცი/კმ2 (მე-19) | ||||
მშპ (მუპ) | 2018 შეფასებით | |||||
- | სულ | $2.241 ტრილიონი (მე-10) | ||||
- | ერთ მოსახლეზე | 43 212 აშშ დოლარი (2018) (31-ე) | ||||
აგი (2006) | 0.912 (მაღალი) (26-ე) | |||||
ვალუტა | სამხრეთ კორეული ვონი (KRW ) |
|||||
დროის სარტყელი | UTC+09:00 | |||||
ქვეყნის კოდი | KR | |||||
Internet TLD | .kr | |||||
სატელეფონო კოდი | 82 |
სამხრეთი კორეა, ოფიციალურად კორეის რესპუბლიკა (ჰანგილი: 대한민국; ჰანჯა: 大韓民國), ხშირად მოიხსენიება როგორც კორეა — სუვერენული სახელმწიფო აღმოსავლეთ აზიაში, მოიცავს კორეის ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილს.
სახელი „კორეა“ მომდინარეობს კორიოს სამეფოდან. ქვეყანას გააჩნია სახმელეთო საზღვარი ჩრდილოეთ კორეასთან (ჩრდილოეთით) და საზღვაო საზღვრები იაპონიასა (აღმოსავლეთით) და ჩინეთთან (დასავლეთით). ქვეყნის 51 მილიონიანი მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი ცხოვრობს სეულის დედაქალაქის რეგიონში, რომელიც სიდიდით მეორეა მსოფლიოში.[1] თავისი 25 მილიონიანი მოსახლეობით[2] ქალაქი Arcadis NV-ის მიერ შეფასებულია, როგორც აზიის მეორე ყველაზე ხელსაყრელი ქალაქი მსოფლიოში ცხოვრების ხარისხის მეორე საუკეთესო მაჩვენებლით.[3][4]
კორეა დასახლებული იყო ჯერ კიდევ ქვედა პალეოლითის ხანაში.[5][6] მისი ცივილიზაცია კი გოჯოსონის დაარსებით დაიწყო. 668 წელს კორეის სამი სამეფოს გაერთიანების შემდეგ, კორეა ათასწლეულზე მეტხნს განაგრძობდა შედარებით სიმშვიდეში არსებობას საუკუნოვან დინასტიათა მმართველობის ქვეშ და ეს იყო მისი ვაჭრობის, კულტურის, ლიტერატურის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების აყვავების პერიოდი.[7]
1910 წელს იაპონიის იმპერიამ მოახდინა კორეის ანექსია. 1945 წელს, იაპონიის კაპიტულაციის შემდეგ, კორეა საბჭოთა და ამერიკულ საოკუპაციო ზონებად დაიყო, რომელთაგან უკანასკნელი 1948 წელს გამოცხადდა კორეის ერთადერთ კანონიერ ხელისუფლებად, რომელიც გაეროს მიერ იყო აღიარებული,[8] თუმცა სულ მალე ჩრდილოეთში დამყარდა კომუნისტური რეჟიმი, რომელიც 1950 წელს შეიჭრა სამხრეთში და დაიწყო კორეის ომი, რომელიც 1953 წელს საზავო ხელშეკრულებით დასრულდა. მიუხედავად მცირე შეტაკებებისა ჩრდილოეთთან, მას შემდეგ მშვიდობა არ დარღვეულა. სამხრეთი კორეა არის რეგიონული ძალა მსოფლიოში სიდიდით მეათე თავდაცვითი ბიუჯეტით.
სამხრეთი კორეა ადამიანის განვითარების ინდექსის მიხედვით აღმოსავლეთი აზიის ყველაზე განვითარებული ქვეყანაა. მისი მოქალაქეები სარგებლობენ ცხოვრების ძალიან მაღალი ხარისხით, გააჩნიათ რეგიონში ყველაზე მაღალი ინდივიდუალური შემოსავალი და საშუალო ხელფასი,[9] ასევე, მსოფლიოში სიდიდით მერვე ოჯახური შემოსავალი.[10]
მსოფლიო მასშტაბით კორეა ჯანდაცვის ხარისხისა და ბიზნესის კეთების სიმარტივის მიხედვით, წამყვან ქვეყნებს შორისაა. იგი, ასევე, ერთ-ერთ მოწინავე ადგილზეა განათლების თვალსაზრისით, თუმცა ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის სიმკაცრემ საერთაშორისო კრიტიკა გამოიწვია.[11][12]
სახელწოდება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოფიციალური: კორეის რესპუბლიკა.
- კორეული: Taehan Minguk.
- ქვეყნის კოდი: KR.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გამოცხადდა რესპუბლიკა 1948 წელს. 1951-ში შეიჭრა ჩრდილოეთი კორეა, ომი რამდენიმე წელი გრძელდებოდა. 1961 და 1980 წლებში განხორციელდა სამხედრო გადატრიალებები. 1991 წელს ჩრდილოეთ კორეასთან ხელი მოეწერა თავდაუსხმელობის აქტს. 1992 წლიდან გაეროს წევრია. 2000 წლიდან დაიწყო „დათბობის პერიოდი“ მხარეებს შორის.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქვეყანა მდებარეობს აღმოსავლეთ აზიაში. უკავია კორეის ნახევარკუნძულის სამხრეთი ნაწილი. მოსაზღვრე ქვეყანაა ჩრდილოეთი კორეა.
- ფართობი: 100 339 კვ. კმ.
- ბუნება: უმაღლესი მწვერვალი — ჰალსანი 1950 მ.; მდინარე (კმ) — ნაკტონგ-განგი 520; ტბა — ჩუნგჯუ-ჰო; კუნძული (კვ. კმ) — ჩეჯუდო 1830; კლიმატი — ზომიერი.
- ბუნებრივი რესურსები: ქვანახშირი, ვოლფრამი, გრაფიტი, მოლიბდენი, ტყვია, ჰიდროენერგეტიკული რესურსები.
სახელმწიფო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სახელმწიფო სისტემა: რესპუბლიკა.
- სახელმწიფოს მეთაური: პრეზიდენტი იუნ სოკ იოლი (2022).
- საკანონმდებლო ორგანო: ერთპალატიანი პარლამენტი (273 წევრი).
- ადმინისტრაციული დაყოფა: ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებია — 9 პროვინცია (do) და 7 ქალაქი (gwangyoksi).
მთავრობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სამხრეთ კორეის მთავრობის სტრუქტურა განისაზღვრება კორეის რესპუბლიკის კონსტიტუციით. მრავალი დემოკრატიული სახელმწიფოს მსგავსად, [1] სამხრეთ კორეას მთავრობა სამ მიმდინარეობად იყოფა. ესენია: აღმასრულებელი, სასამართლო და საკანონმდებლო. აღმასრულებელი და საკანონმდებლო ფილიალები მოქმედებენ, ძირითადად, ეროვნულ დონეზე, თუმცა აღმასრულებელი ხელისუფლების სხვადასხვა სამინისტროები ადგილობრივ ფუნქციებსაც ითვისებენ. ადგილობრივი თვითმმართველობა ნახევრად ავტონომიურია და შეიცავს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოებს. სასამართლო განყოფილება მოქმედებს როგორც ეროვნულ, ისე ადგილობრივ დონეზე. სამხრეთ კორეა არის კონსტიტუციური დემოკრატია.
1948 წელს, კონსტიტუციის ოფიციალურად გამოქვეყნების შემდეგ მასში რამდენიმე ცვლილება შეიტანეს. ამასთან, მან შეინარჩუნა მრავალი ფართო მახასიათებელი რაც ისტორიის განმავლობაში გააჩნდა. ქვეყანას სამხრეთ კორეის მეორე რესპობლიკის გარდაყოველთვის ჰქონდა საპრეზიდენტო სისტემა დამოუკიდებელი აღმასრულებელი ხელმძღვანელობით. [2] ამჟამინდელი კონსტიტუციით, სახელმწიფო ზოგჯერ მოიხსენიება როგორც სამხრეთ კორეის მეექვსე რესპუბლიკა. პირველი პირდაპირი არჩევნები ქვეყანაში 1948 წელს ჩატარდა.
მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ კორეამ განიცადა სამხედრო დიქტატების სერია 1960-იანი წლებიდან 1980-იან წლებამდე, მას შემდეგ ქვეყანა წარმატებულ ლიბერალურ დემოკრატიად გადაიქცა. დღეს CIA World Factbook აღწერს სამხრეთ კორეის დემოკრატიას, როგორც „სრულად ფუნქციონირებული თანამედროვე დემოკრატია“. [3] კორუფციის აღქმის ინდექსით სამხრეთ კორეა 45-ე ადგილზეა (აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში მე-9), 100-დან 57 ქულით. [4] დაარქივებული 2019-04-21 საიტზე Wayback Machine.
ადმინისტრაციული დაყოფა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რუკა | N | სახელწოდება | ჰანგილი | ჰანჯა | მოსახლეობა | |
---|---|---|---|---|---|---|
სპეციალური ქალაქი (Teukbyeolsi) | ||||||
1 | სეული | 서울특별시 | 서울特別市 | 9,830,452 | ||
მეტროპოლიტენი (Gwangyeoksi) | ||||||
5 | ბუსანი | 부산광역시 | 釜山廣域市 | 3,460,707 | ||
3 | დეგუ | 대구광역시 | 大邱廣域市 | 2,471,136 | ||
2 | ინჩხონი | 인천광역시 | 仁川廣域市 | 2,952,476 | ||
6 | გვანგჯუ | 광주광역시 | 光州廣域市 | 1,460,972 | ||
7 | დაეჯეონ | 대전광역시 | 大田廣域市 | 1,496,123 | ||
4 | ულსან | 울산광역시 | 蔚山廣域市 | 1,161,303 | ||
სპეციალური თვითმმართველი ქალაქი (Teukbyeol- jachisi) | ||||||
- | სეჯონგ (სამხრეთ ჩუნგჩეონგი) | 세종특별자치시 | 世宗特別自治市 | 295,041 | ||
პროვინცია (Do) | ||||||
8 | კიონგიდოს პროვინცია | 경기도 | 京畿道 | 12,941,604 | ||
9 | განგვონის პროვინცია | 강원도 | 江原道 | 1,545,452 | ||
15 | ჩრდილოეთ ჩუნგჩეონგი | 충청북도 | 忠淸北道 | 1,595,164 | ||
14 | სამხრეთ ჩუნგჩეონგი | 충청남도 | 忠淸南道 | 2,120,666 | ||
13 | ჩრდილოეთ ჯეოლლა | 전라북도 | 全羅北道 | 1,847,089 | ||
12 | სამხრეთ ჯეოლლა | 전라남도 | 全羅南道 | 1,890,412 | ||
10 | ჩრდილოეთ გიეონგსანგ | 경상북도 | 慶尙北道 | 2,682,897 | ||
11 | სამხრეთ გიეონგსანგ | 경상남도 | 慶尙南道 | 3,377,126 | ||
სპეციალური თვითმმართველი პროვინცია (Teukbyeoljachi -do) | ||||||
16 | ჯეჯუ | 제주특별자치도 | 濟州特別自治道 | 661,511 |
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მოსახლეობა: 51,709,098 მლნ (2021), მათ შორის 99,8 % კორეელები.
- ენები: კორეული, ინგლისური.
- რელიგია: ბუდიზმი, კონფუციანელობა, ქრისტიანობა.
- ქალაქები (ათ.): სეული (9.630; აგლომ. 19 969), პუსანი (3.505; აგლომ. 4.298), დეგუ (2.370), ინჩხონი (2.480).
უდიდესი ქალაქები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სამხრეთ კორეის უდიდესი ქალაქებია: [5]
- სეული, სეული, 9,904,312 მცხოვრები;
- პუსანი, პუსანი, 3,448,737 მცხოვრები;
- ინჩხონი, ინჩხონი, 2,890,451 მცხოვრები;
- დეგუ, დეგუ, 2,446,052 მცხოვრები;
- დაეჯეონ, დაეჯონი, 1,538,394 მცხოვრები;
- გვანგჯუ, გვანგჯუ, 1,502,881 მცხოვრები;
- სუვონი, ჯიონგიდოს პროვინცია, 1,194,313 მცხოვრები;
- ულსანი, ულსანი, 1,166,615 მცხოვრები;
- ჩანგვონგ, სამხრეთ გიეონგსანგის პროვინცია, 1,059,241 მცხოვრები;
- კოიანი, ჯიონგიდოს პროვინცია, 990,073 მცხოვრები.
ენა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კორეული სამხრეთ კორეის ოფიციალური ენაა და ენათმეცნიერების უმეტესობის მიერ კლასიფიცირდება, როგორც იზოლირებული ენა. კორეული არ უკავშირდება არც ერთ ჩინურ ენას, თუმც ის მოიცავს უამრავ სიტყვას, რომლებიც წარმოშობით ჩინურია. კორეულ ენაში მრავლადაა ინგლისური და ევროპული ენებიდან შესული სიტყვები. კორეა იყენებს ადგილობრივ დამწერლობის სისტემას, სახელწოდებით ჰანგილი, რომელიც შეიქმნა 1446 წელს მეფე სეჟონგის მიერ, რომ თავი აერიდებინათ კლასიკური ჩინური დამწერლობის სწავლისაგან, რადგან ჩინური დამწერლობა სასწავლად რთული იყო და კორეულ ენას არც უხდებოდა. სამხრეთ კორეა ჯერ კიდევ იყენებს ზოგიერთ ჩინურ ჰანჯას სიმბოლოს შეზღუდულ ადგილებში, მაგალითად, ბეჭდურ მედიასა და იურიდიულ დოკუმენტაციაში.
კორეულ ენას სამხრეთ კორეში სტანდარტული დიალექტი აქვს, რომელსაც სეულულ (დედაქალაქის გამო) დიალექტს უწოდებენ. ქვეყნის მასშტაბით კორეული ენის 4 დიალექტი გამოიყოფა.
სამხრეთ კორეელი მოსწავლეების უმეტესობა სკოლაში ინგლისურ ენას სწავლობს. მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა დამატებით კიდევ ერთი ენა აირჩიონ იაპონურსა და ჩინურ ენას, მანდარინს შორის.
რელიგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2015 წლის აღწერის შედეგების თანახმად, სამხრეთ კორეის მოსახლეობის ნახევარზე მეტმა (56.1%) განაცხადა, რომ არ მიჰყვებოდა არც ერთ რელიგიურ მიმდინარეობას. იმ ადამიანებს შორის, რომლებიც რომელიმე რელიგიას მიჰყვებიან უმეტესობა ქრისტიანი და ბუდისტია. 2015 წლის აღწერის მონაცემებით, მოსახლეობის 27.6 % ქრისტიანი იყო (19.7 % პროტესტანტი, 7.9% კათოლიკე), 15.5 % კი ბუდიზმის მიმდევრებს წარმოადგენდა. [6] სხვა რელიგიებიდან ყველაზე გავრცელებული ისლამია (130 000 მუსლიმი, რომელიც ბანგლადეშიდან და პაკისტანიდან მიგრანტია და მოიცავს 35 000 კორეელ მუსლიმს). რელიგიის თავისუფლება გარანტირებულია კონსტიტუციით, და ქვეყანაში არ არსებობს სახელმწიფო რელიგია. საერთო ჯამში, 2005 და 2015 წლების აღწერის პერიოდებში შეინიშნა ქრისტიანების უმნიშვნელო შემცირება (29 %-დან 27.6 %-მდე შემცირება), ბუდიზმის მკვეთრი ვარდნა (22,8 %-დან 15.5 %-მდე შემცირება) და არარელიგიური მოსახლეობის ზრდა (47.2 %-დან 56.9 %-მდე).
ჯანდაცვა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სამხრეთ კორეას აქვს უნივერსალური ჯანდაცვის სისტემა. მას მსოფლიოში ჯანმრთელობაზე ზრუნვის მეორე საუკეთესო შედეგი აქვს. [13]
თვითმკვლელობა სამხრეთ კორეაში არის სერიოზული და ფართოდ გავრცელებული პრობლემა. 2015 წლის მონაცემებით ქვეყანაში ყოველ 100 000 პირზე 24.1 ადამიანმა დაასრულა სიცოცხლე თვითმკვლელობით.
სიცოცხლის ხანგრძლივობა სწრაფად იზრდება და სამხრეთ კორეამ 2015 წელს ჯანმოს მიერ საშუალოდ 82.3 წლით სიცოცხლის ხანგრძლივობის მიხედვით მე-11 ადგილი დაიკავა.
საგარეო ურთიერთობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სამხრეთ კორეა დიპლომატიურ ურთიერთობას ინარჩუნებს 188-ზე მეტ ქვეყანასთან. ქვეყანა ასევე არის გაეროს წევრი ქვეყანა 1991 წლიდან. ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა გაეროს წევრი სახელმწოფიები ერთ პერიოდში გახდნენ. 2007 წლის 1 იანვარს სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი პან გი მუნიმ გაეროს გენერალური მდივნის თანამდებობა მიიღო და პოსტზე 2007 წლიდან 2016 წლამდე დარჩა.
2009 წლის ნოემბერში სამხრეთ კორეა შეუერთდა განვითარების დახმარების კომიტეტს, როგორც დონორი სახელმწიფო. უნდა აღინიშნოს ის, რომ ეს ორგანიზაციაში პირველი შემთხვევაა, როდესაც დახმარების მიმღები ქვეყანა შემდგომში დონორო გახდა.
ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ეროვნული პროდუქტი: მოცულობა - 485 მლრდ $ (მე-11 ადგილი); 1 სულზე - 10 550 $; სტრუქტურა (%) — სოფლის მეურნეობა 6, მრეწველობა 43, მომსახურება 51.
- ექსპორტი: სამანქანო-სატრანსპორტო მოწყობილობები, საფეიქრო ნაწარმი, ელექტრო საქონელი.
- ბიუჯეტი: 118,100 მლნ $.
- ვალუტა: სამხრეთკორეული ვონი (KRW).
- კომპანიები: დეუ ელექტრონიკსი, სამსუნგი, ჰიუნდაი, კია მოტორსი.
კულტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სამხრეთ კორეა მსგვსს კულტურას ჩრდილოეთ კორეასთან იყოფს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კორეის ნახევარკუნძულის გაყოფის შემდეგ, 1945 წელს საზღვრის ორივე მხარეს მდებარე სახელმწიფოები ახალ, განსხვავებულ კულტურულ ელემენტებს ჰქმნის. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის კულტურას დიდი გავლენა აქვს ჩინური კულტურისაგან, სამხრეთ კორეამ მაინც შეინართუნა თავისი იდენტობა და განავითარა კულტურული თვითმყოფადობა, რომელიც მისი დიდი მეზობლისგან გამოირჩევა. სამხრეთ კორეაში დაცულია იუნესკოს 19 არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა, (სიდიდით მესამე მსოფლიოში) და 12 მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი. სამხრეთ კორეის კულტურის, სპორტისა და ტურიზმის სამინისტრო აქტიურად უწყობს ხელს ტრადიციულ ხელოვნებას.
სამხრეთ კორეის ინდუსტრიალიზაციამ და ურბანიზაციამ მრავალი ცვლილება მოუტანა თანამედროვე კორეელების ცხოვრების წესს. ეკონომიკისა და ცხოვრების სტილის შეცვლამ განაპირობა მოსახლეობის დიდ კონცენტრაცია დიდ ქალაქებში, განსაკუთრებით კი დედაქალაქ სეულში. ევროკავშირის 2014 წლის კვლევამ აჩვენა, რომ სამხრეთ კორეელები ყოველწლიურად ყველაზე მეტ ალკოჰოლს სვამენ, დანარჩენ მსოფლიოსთან შედარებით. სამხრეთ კორეელები კვირაში საშუალოდ 13,7 ჭიქა ლიქიორს სვამენ. სამხრეთ კორეას აღნიშნულ გამოკითხვაში მოჰყვება რუსეთი, ფილიპინები და ტაილანდი.
შიდა მოხმარების გარდა, სამხრეთ კორეას აქვს აყვავებული გასართობი ინდუსტრია, სადაც სამხრეთ კორეის გართობის სხვადასხვა ასპექტებმა, მათ შორის სატელევიზიო დრამებმა, ფილმებმა და პოპულარულმა მუსიკამ, მნიშვნელოვანი ფინანსური შემოსავალი გამოიმუშავა ქვეყნის ეკონომიკისთვის. 2019 წლის ფილმი პარაზიტი, რომლის რეჟისორიც ბონგ ჯონ ჰოა, ყველაზე მაღალ შემოსავლიანი სამხრეთ კორეული ფილმი გახდა 2019 წელს. ეს ფილმი ასევე არის პირველი არაინგლისურენოვანი ფილმი, რომელმაც ოსკარი მოიგო საუკეთესო სურათისათვის. ფილმა სხვა მრავალი საერთაშორისო აღიარებაც მოიპოვა.
ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სამხრეთ კორეის შერეული ეკონომიკა აქვს. ეს არის განვითარებული ქვეყანა, რომელსაც მაღალი შემოსავლის მქონე ეკონომიკა გააჩნია. სამხრეთ კორეული ბრენდები, როგორებიცაა ელ ჯი ელექთრონიქსი და სამსუნგი მთელს მსოფლიოში არიან გავრცელებულები.
მისმა ინვესტიციამ განათლებაში ქვეყანა მასობრივი გაუნათლებლობისგან გადაიყვანა საერთაშორისო მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ ცენტრად. ქვეყნის ეროვნული ეკონომიკა სარგებლობს მაღალკვალიფიციური მუშახელისგან და ის არის მსოფლიოში ერთ- ერთი ყველაზე განათლებული ქვეყანა, სადაც მოსახლეობის ყველაზე დიდ ნაწილს აქვს საშუალო საფეხურის განათლება. სამხრეთ კორეის ეკონომიკა დიდად არის დამოკიდებული საერთაშორისო ვაჭრობაზე და 2014 წელს სამხრეთ კორეა იყო მეხუთე უმსხვილესი ექსპორტიორი და მეშვიდე უდიდესი იმპორტიორი მსოფლიოში.
სამხრეთ კორეის ეკონომიკის მაღალი ზრდის პოტენციალის და აშკარა სტრუქტურული სტაბილურობის მიუხედავად, ქვეყანა განიცდის ზიანს მის საკრედიტო რეიტინგს საფონდო ბაზარზე, ღრმა სამხედრო კრიზისების დროს ჩრდილოეთ კორეის თავდასხმის გამო, რაც უარყოფით გავლენას ახდენს სამხრეთ კორეის ფინანსურ ბაზრებზე. აერთაშორისო სავალუტო ფონდი კომპლიმენტურად გამოხატავს სამხრეთ კორეის ეკონომიკის გამძლეობას სხვადასხვა ეკონომიკური კრიზისების წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ იგი მძიმედ დააზარალა 1990-იანი წლების ბოლოს აზიის ეკონომიკურმა კრიზისმა, სამხრეთ კორეის ეკონომიკამ მოახერხა სწრაფი აღდგენა და შემდგომ წლებში ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი სამჯერ გაიზარდა.
მემკვიდრეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სეული — კორეული ხელოვნების ეროვნული მუზეუმი, გუნბოკის, კუნბოკის, დაკსუს სასახლეები;
- ჩონჯუ — ტაძარი-პაგოდა პონჩუ-სა;
- ჩენჯუ — ლის დინასტიის დამაარსებლის აკლდამა.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ R.L. Forstall, R.P. Greene, and J.B. Pick, Which are the largest? Why lists of major urban areas vary so greatly დაარქივებული 2011-06-24 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links, Tijdschrift voor economische en sociale geografie 100, 277 (2009), Table 4
- ↑ Current population of the Seoul National Capital Area. Statistics Korea.
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-24. ციტირების თარიღი: 2015-09-05.
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-08-30. ციტირების თარიღი: 2015-09-05.
- ↑ „Ancient civilizations“ (პრეს-რელიზი). Canada: Royal Ontario Museum. December 12, 2005. ციტირების თარიღი: April 25, 2010.
- ↑ Prehistoric Korea. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-03-02. ციტირების თარიღი: 2015-09-05., Office of the Prime Minister.
- ↑ Behind the Myth: The Many Invasions of Korea. Gwangju News Online.
- ↑ "195 (III) The problem of the independence of Korea" დაარქივებული October 23, 2013, საიტზე Wayback Machine. , December 12, 1948, Resolutions Adopted by the General Assembly During its Third Session, p. 25.
- ↑ Where are you on the global pay scale?. BBC News. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-10-22. ციტირების თარიღი: 2015-09-10.
- ↑ Gallup, Inc.. Worldwide, Median Household Income About $10,000. gallup.com.
- ↑ Hu, Elise. (April 15, 2015) The All-Work, No-Play Culture of South Korean Education. National Public Radio. ციტირების თარიღი: August 19, 2015.
- ↑ Koo, Se-Woong. (August 1, 2014) An Assault Upon Our Children. The New York Times. ციტირების თარიღი: August 19, 2015.
- ↑ https://ceoworld.biz/2019/08/05/revealed-countries-with-the-best-health-care-systems-2019/
|