ტიპასა
ტიპასა* | ||
---|---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | ||
რომაული ნანგრევები | ||
ქვეყანა | ალჟირი | |
ტიპი | კულტურული | |
კრიტერიუმები | iii, iv | |
სია | [1] | |
რეგიონი** | არაბული ქვეყნები | |
კოორდინატები | 36°35′00″ ჩ. გ. 2°26′00″ ა. გ. / 36.58333° ჩ. გ. 2.43333° ა. გ. | |
გაწევრიანების ისტორია | ||
გაწევრიანება | 1982 (მე-6 სესია) | |
ნომერი | 193 | |
საფრთხის ქვეშ | 2002-2006 | - |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 193 ინგლ. • რუს. • ფრ. |
ტიპასა (არაბ. تيبازة) — ბერბერულენოვანი ქალაქი ალჟირის ხმელთაშუაზღვისპირეთში, ტიპასის პროვინციის დედაქალაქი. თანამედროვე ქალაქი 1857 წელს დაარსდა და ის გამორჩეულია ქვიშიანი პლაჟებითა და ძველი ბერბერული და რომაული ნანგრევებით.
თავდაპირველად, ტიპასა ფინიკიელებმა დააარსეს. შემდეგში, რომის იმპერატორმა კლავდიუსმა ის რომის სამხედრო კოლონიად აქცია, შემდეგ კი მუნიციპია გახდა. რომაული ქალაქი გაშენებული იყო პატარა ბორცვზე, რომელიც ზღვას გადაჰყურებდა. თითქმის არანაირი კვალი არაა დარჩენილი იმ სახლებისგან, რომელთა უმრავლესობაც ბორცვის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობდა, მაგრამ შემორჩენილია სამი ეკლესიის ნანგრევები — დიდი ბაზილიკა, ალექსანდრეს ბაზილიკა ბორცვის დასავლეთ ნაწილში და წმინდა სალსას ბაზილიკა აღმოსავლეთ ნაწილში. ასევე შემორჩენილია ორი სასაფლაოს, აბანოების, თეატრის, ამფითეატრის, დამცავ ბრუჯთა ხაზი და უძველესი ნავსადგურის ნაშთები.
ბაზილიკა გარშემორტყმულია სასაფლაოებით, რომლებიც სავსეა ქვის, მოზაიკით დაფარული კუბოებით. წმინდა სალსას ბაზილიკა მოიცავს ნავსა და ორი სამრეკლოს, ასევე დღემდე შემონახულ მოზაიკებს. ქალაქმა ქრისტიანობა ადრევე მიიღო, ამიტომ ტიპასა ეპარქია გახდა. მოსახლეთა დიდი ნაწილი კვლავ არაქრისტიანი რჩებოდა, სანამ, ლეგენდის თანახმად, ქრისტიანმა ქალწულმა სალსამ, მათი კერპი გველის თავი ზღვაში არ ისროლა, რის შემდეგაც განრისხებულმა მოსახლეობამ ის ჩაქოლა. მისი ზღვაში გადაგდებული სხეული წყლიდან სასწაულებრივად გამოვიდა, რომელიც შემდეგ ბორცვზე, პატარა სამლოცველოში დაკრძალეს, რომლის ადგილიც მალე ბაზილიკამ დაიკავა. სალსას მოწამეობა IV საუკუნეში მოხდა. 484 წელს, ვანდალთა მეფე ჰუნერიხმა ტიპასაში არიანელი ეპისკოპოსი გაგზავნა. ამის შემდეგ, მოსახლეობის დიდმა ნაწილმა თავს ესპანეთში გაქცევით უშველა, დარჩენილი ნაწილი კი სასტიკად იდევნებოდა.
ბიზანტიელთა მოსვლისას, VI საუკუნეში ტიპასა მცირე ხნით გამოცოცხლდა, მაგრამ მათ მალევე არაბები მოჰყვნენ, რომლებმაც ქალაქი დაიპყრეს.
1982 წლიდან ძველი ტიპასას ნაქალაქარი შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
რომაული ნანგრევები
-
ქრისტიანული ეკლესიის ნარჩენები
-
მეფე იუბა I-სა და კლეოპატრა II სელენას სამარხი
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ტიპასას მუზეუმი დაარქივებული 2013-03-01 საიტზე Wayback Machine.
|