ფროუორდი
იერსახე
ფროუორდის კონცხი (ესპ. Cabo Froward) — სამხრეთ ამერიკის ყველაზე სამხრეთით მდებარე წერტილი. გეოგრაფიული კოორდინატებია — 53°54′00″ ს. გ. 71°18′00″ დ. გ. / 53.90000° ს. გ. 71.30000° დ. გ..
კონცხი მდებარეობს ჩილეს სამხრეთ ნაწილში, მაგელანის სრუტის სანაპიროზე ბრანსუიკის ნახევარკუნძულზე.
კონცხზე დგას დიდი რკინის ჯვარი კრუს-დე-ლოს-მარესი (ესპ. Cruz de los Mares), რომელიც ააგეს 1987 წელს რომის პაპის იოანე-პავლე II-ს ჩილეში ვიზიტის პატივსაცემად.