შინაარსზე გადასვლა

ქააბა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მლოცველი ქააბასთან

ქააბა (არაბ. الكعبة — „კუბი“) — კუბური ფორმის მუსლიმური სიწმინდე (შენობა). დღესდღეობით ჰაჯის დროს უამრავი პილიგრიმი მოდის და ქააბას წინ შემდეგ სიტყვებს წარმოთქვამს: „უფლის სამსახურში ვართ აბრაამის მოწოდების საპასუხოდ“ ირგვლივ ტარდება ტავაფის რიტუალი. მუსლიმებისთვის კააბა არის ქიბლა - ორიენტირი, რომლისკენაც იყურება ყველა მუსლიმი ლოცვის დროს.

ქააბის სიმაღლე შეადგენს 15 მეტრს. მისი სიგრძე და სიგანე არის 10 და 12 მეტრი. ქააბის კუთხეები შეესაბამება მსოფლიოს ოთხ მხარეს და შემდეგ სახელებს ატარებენ: „იემენის“ (სამხრეთი), „ერაყის“ (ჩრდილოეთი), „ლევანტისა“ (დასავლეთი) და „ქვის“ (აღმოსავლეთი), სადაც ჩამონტაჟებულია შავი ქვა. ქააბა ნაშენია გრანიტისგან და დაფარულია ქსოვილით. შიგნით არსებობს ოთახი.

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  翻译: