🧠 ნეირომონაცემები, როგორც თავის ტვინიდან ან/და ნერვული სისტემიდან შეგროვებული ინფორმაცია, ინდივიდების იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა. 👤 ადამიანის ნეირომონაცემები პერსონალური მონაცემებია. 🔸 ნეიროტექნოლოგიების გამოყენების სფეროს მიხედვით მათი გამოყენების მიზანი განსხვავებულია: 🩺 ჯანდაცვაში - ნეირომონაცემების დამუშავების მიზანი შესაძლოა იყოს ტვინის ფუნქციებისა და ნერვული სისტემის კვლევა. 📚 განათლებში - ნეირომონაცემების დამუშავებამ შესაძლოა ხელი შეუწყოს საგანმანათლებლო პროცესების განვითარებას, შინაგანი (მოსწავლის/სტუდენტის შესაძლებლობები, წინაღობები, პრეფერენციები) და გარეგანი (საკლასო ოთახების პირობები, სწავლების მეთოდოლოგია) ელემენტების გათვალისწინებით. 🪩 გართობაში - მომხმარებლების გამოცდილების/სიამოვნების მიღების ოპტიმიზაციას შეიძლება ემსახურებოდეს, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს გართობის ინდუსტრიის პროდუქტების გაუმჯობესებას. 💵 ეკონომიკასა და მარკეტინგიში - მომხმარებლის ქცევისა და გადაწყვეტილებების მიღების ანალიზს. 👩🏼💻👨🏻💼სამუშაო ადგილზე - დასაქმებისა და დაწინაურების ეტაპზე, დასაქმებული პირების მიერ დავალებების შესრულების ანალიზს. ⚠️ უსაფრთხოებაში - ნეირომონაცემების დამუშავების მიზანი შესაძლოა იყოს დანაშაულებისა და ინციდენტების პრევენცია, მაგალითად, პილოტებისა და მძღოლების მონიტორინგის მიზნით ნეირომონაცემების დამუშავება, ყურადღების ნაკლებობით, ძილიანობით გამოწვეული უბედური შემთხვევების თავიდან ასარიდებლად. 🛡️ ნეირომონაცემები, ხშირ შემთხვევაში, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს წარმოადგენს (მაგალითად, ბიომეტრიული მონაცემები, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მონაცემები), რომელთა დამუშავება მხოლოდ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებშია დასაშვები. მათი დამუშავება კი პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პრინციპებს უნდა შეესაბამებოდეს. ვრცლად 👉🏼 https://lnkd.in/dqGWMCkR