11 დეკემბერს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისა და ბრაზილიის ეროვნული პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს თანამშრომლებს შორის გაცნობითი ხასიათის ონლაინ შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობების, ანალიტიკისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი - ანა თოხაძე, უფროსის აპარატის ხელმძღვანელი - ნიკოლოზ პოპიაშვილი და იურიდიული დეპარტამენტის უფროსი - ლიკა კობალაძე. შეხვედრის ფარგლებში განიხილეს საზედამხედველო ორგანოების კომპეტენციები და მანდატი, ეროვნული კანონმდებლობა, საერთაშორისო თანამშრომლობა და დარგობრივი ტენდენციები. ხაზი გაესვა ხელოვნური ინტელექტის გავლენას პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე, აგრეთვე, სხვადასხვა სექტორში საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით მონაცემთა დამუშავების აქტუალობას. მხარეებმა ისაუბრეს ერთობლივი აქტივობების დაგეგმვის თაობაზე და საქართველოსა და ბრაზილიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების საკითხზე.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური • Personal Data Protection Service
Law Enforcement
Tbilisi, Tbilisi 4,357 followers
About us
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოა, რომლის საქმიანობის მიმართულებებია: • პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლი; • ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლი. The Personal Data Protection Service is an independent state authority, its activities are: • Monitoring lawfulness of personal data processing; • Monitoring covert investigative actions and activities performed within the central databank of electronic communications identification data.
- Website
-
https://personaldata.ge/ka
External link for პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური • Personal Data Protection Service
- Industry
- Law Enforcement
- Company size
- 51-200 employees
- Headquarters
- Tbilisi, Tbilisi
- Type
- Government Agency
- Founded
- 2022
Locations
-
Primary
7, Vachnadze Str.
Tbilisi, Tbilisi 0105, GE
Employees at პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური • Personal Data Protection Service
-
Giorgi Giorganashvili
Experienced manager in Information technology | Information security and Data security professional | IT audit professional
-
Lela Janashvili
Associate Professor at TSU, Associate Professor at Barcelona Autonomous University
-
Marika Abazadze
International Law/Project Management/Data Protection Law
-
Tengiz Mamulia
DPO at Personal Data Protection Service
Updates
-
2024 წლის 4-6 დეკემბერს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა „ევროპული საქმისწარმოების სამუშაო შეხვედრაში“ მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიება ესტონეთის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს ორგანიზებით, ქალაქ ტალინში გაიმართა. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს წარმოადგენდნენ: ნინო ხუბულია - საერთაშორისო ურთიერთობების, ანალიტიკისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივ საკითხთა კოორდინატორი, ირაკლი ლეონიძე - ამავე დეპარტამენტის მკვლევარ-ანალიტიკოსი და ალექსანდრე როგავა - სამსახურის უფროსის აპარატის სამართლებრივი საკითხების სპეციალისტი. შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნა საზედამხედველო ორგანოებისთვის მნიშვნელოვანი და პრობლემური საკითხები, რომლებიც უკავშირდებოდა ვიდეომონიტორინგის განხორციელებას, მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასებას, ხელოვნურ ინტელექტს, საზედამხედველო ორგანოების კომპლექსურ გადაწყვეტილებებს და ა.შ. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა მოხსენება წარადგინეს მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისა და დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგების საკანონმდებლო და პრაქტიკულ შემთხვევებთან დაკავშირებით. „ევროპული საქმისწარმოების სამუშაო შეხვედრას“ 30-მდე ქვეყნის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს წარმომადგენელი დაესწრო.
-
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის აპარატის ხელმძღვანელი, ნიკოლოზ პოპიაშვილი დღეს, 2024 წლის 29 ნოემბერს, საფრანგეთში, ქალაქ სტრასბურგში, ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში იღებს მონაწილეობას. ღონისძიების ძირითად თემას წარმოადგენს: „ხელოვნური ინტელექტი და პერსონალურ მონაცემთა დაცვა: ურთიერთდაკავშირებული და ინტეგრირებული მიდგომები“. კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ ევროპის საბჭოს ხელოვნური ინტელექტის კომიტეტის (CAI) წევრები, 108-ე კონვენციის საკონსულტაციო კომიტეტის (T-PD) წევრები და დამკვირვებლები, ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლები, ბენეფიციარები და სტრასბურგის უნივერსიტეტის აკადემიის თანამშრომლები. ნიკოლოზ პოპიაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის სტრატეგია ევროპული სტანდარტების იმპლემენტაციის საკითხზე და წარადგინა სამსახურის ინსტიტუციური განვითარების გეგმა ევროპული საუკეთესო პრაქტიკის პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის საქმიანობაში დანერგვის კუთხით. წარდგენილი მოხსენების ფარგლებში მან ისაუბრა ხელოვნური ინტელექტისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ურთიერთმიმართებაზე, მონაცემთა დაცვის თვალსაზრისით ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებისა და რისკების პროპორციულობის შესახებ. მან იმსჯელა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს ახალი კანონით გათვალისწინებულ ინსტიტუტებზე და მათ მნიშვნელობაზე ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესში. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური განაგრძობს ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ინსტიტუტებთან მჭიდრო თანამშრომლობასა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის საუკეთესო ევროპული პრაქტიკის იმპლემენტაციას. მიმდინარე წლის 2-3 დეკემბერს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი და სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობების , ანალიტიკისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი მონაწილეობას მიიღებენ ,,მონაცემთა დაცვის ევროპული საბჭოს“ პლენარულ სხდომაში, რომელიც ქ. ბრიუსელში გაიმართება.
-
🔸 პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური აცხადებს კონკურსს საერთაშორისო ურთიერთობების, ანალიტიკისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის მკვლევარ-ანალიტიკოსის ვაკანტურ თანამდებობაზე 👉 https://lnkd.in/d-dJZZuH
-
🔸 პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა „ტექნოლოგიის მიმართულებით მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სამუშაო ჯგუფის“ („ბერლინის სამუშაო ჯგუფი“, IWGDPT) რიგით 74-ე შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიება ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ზედამხედველის (EDPS) მასპინძლობით, ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში, ევროპის პარლამენტის შენობაში გაიმართა. 🔸 შეხვედრებზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს წარმოადგენდნენ არჩილ ჯაველიძე - კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ბექა მელაძე - კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის იურისტი, ნინო ხუბულია - საერთაშორისო ურთიერთობების, ანალიტიკისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივ საკითხთა კოორდინატორი და ნინო ცაგარეიშვილი - საერთაშორისო ურთიერთობების, ანალიტიკისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის მკვლევარ-ანალიტიკოსი. 🔸 შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: ციფრული იდენტობა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა; ნეიროსიმბოლური ხელოვნური ინტელექტი; ნეირომონაცემების დამუშავება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით; მანქანური სწავლება და ა.შ. 🔸„ბერლინის სამუშაო ჯგუფის“ მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ტექნოლოგიური პროგრესის მიმართულებით საკუთარი მოსაზრებები და გამოცდილება გაეზიარებინათ. შეხვედრაში მონაწილე სხვადასხვა ქვეყნის საზედამხედველო ორგანოთა, მათ შორის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა, პრაქტიკის გაზიარების მიზნით, წარადგინეს სპეციალური ანგარიშები, რომლებიც მოიცავდა განსახილველ საკითხებთან დაკავშირებულ სიახლეებს. 🔸აღსანიშნავია, რომ 2025 წლის ივნისში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური „ბერლინის ჯგუფის“ რიგით 75-ე შეხვედრას უმასპინძლებს, რომელზეც პერსონალურ მონაცემთა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის არსებული გამოწვევები და ტენდენციები განიხილება.
-
„6 თვეში სარეკლამო შეტყობინებებისა თუ ზარების უნებართვოდ განხორციელების შესახებ სამსახურში შემოვიდა 143 განცხადება /შეტყობინება. 139 შემთხვევაში, ჯამში, 282 500 ლარის ჯარიმა განისაზღვრა, 4 ფაქტზე კი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა გაფრთხილება გამოიყენა” - პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი, ლელა ჯანაშვილი, ინტერპრესნიუსთან ინტერვიუში ახალი კანონის იმპლემენტაციის პროცესს აფასებს 👉🏼https://lnkd.in/dGNUyxVA
-
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური აცხადებს კონკურსს შემდეგ ვაკანტურ თანამდებობებზე👇 🔸 იურიდიული დეპარტამენტის იურისტი https://lnkd.in/dwFndNGu 🔸 გეგმური ინსპექტირების დეპარტამენტის იურისტი https://lnkd.in/dDZdKKNG
-
📢 პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური, ახალი კანონით გათვალისწინებულ ცვლილებებთან დაკავშირებით, დაინტერესებულ პირებს, მათ შორის კერძო და საჯარო უწყების წარმომადგენლებს, კონსულტაციებს ქალაქ ბათუმში, სამსახურის ოფისში სთავაზობს! 📌 პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის წარმომადგენლები დარეგისტრირებულ პირებს მათთვის სასურველ თემატიკაზე ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდიან და კონკრეტულ შემთხვევებს განიხილავენ. 📍 შეხვედრები გაიმართება 14-15 ნოემბერს. მისამართი: ქ. ბათუმი, ბაქოს #48 👇 დაინტერესებულმა პირებმა, შეხვედრის ჩასანიშნად, რეგისტრაცია უნდა გაიარონ მითითებულ ბმულზე https://lnkd.in/d4u5upQx ❗გაითვალისწინეთ რომ ადგილები შეზღუდულია
-
🧠 ნეირომონაცემები, როგორც თავის ტვინიდან ან/და ნერვული სისტემიდან შეგროვებული ინფორმაცია, ინდივიდების იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა. 👤 ადამიანის ნეირომონაცემები პერსონალური მონაცემებია. 🔸 ნეიროტექნოლოგიების გამოყენების სფეროს მიხედვით მათი გამოყენების მიზანი განსხვავებულია: 🩺 ჯანდაცვაში - ნეირომონაცემების დამუშავების მიზანი შესაძლოა იყოს ტვინის ფუნქციებისა და ნერვული სისტემის კვლევა. 📚 განათლებში - ნეირომონაცემების დამუშავებამ შესაძლოა ხელი შეუწყოს საგანმანათლებლო პროცესების განვითარებას, შინაგანი (მოსწავლის/სტუდენტის შესაძლებლობები, წინაღობები, პრეფერენციები) და გარეგანი (საკლასო ოთახების პირობები, სწავლების მეთოდოლოგია) ელემენტების გათვალისწინებით. 🪩 გართობაში - მომხმარებლების გამოცდილების/სიამოვნების მიღების ოპტიმიზაციას შეიძლება ემსახურებოდეს, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს გართობის ინდუსტრიის პროდუქტების გაუმჯობესებას. 💵 ეკონომიკასა და მარკეტინგიში - მომხმარებლის ქცევისა და გადაწყვეტილებების მიღების ანალიზს. 👩🏼💻👨🏻💼სამუშაო ადგილზე - დასაქმებისა და დაწინაურების ეტაპზე, დასაქმებული პირების მიერ დავალებების შესრულების ანალიზს. ⚠️ უსაფრთხოებაში - ნეირომონაცემების დამუშავების მიზანი შესაძლოა იყოს დანაშაულებისა და ინციდენტების პრევენცია, მაგალითად, პილოტებისა და მძღოლების მონიტორინგის მიზნით ნეირომონაცემების დამუშავება, ყურადღების ნაკლებობით, ძილიანობით გამოწვეული უბედური შემთხვევების თავიდან ასარიდებლად. 🛡️ ნეირომონაცემები, ხშირ შემთხვევაში, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს წარმოადგენს (მაგალითად, ბიომეტრიული მონაცემები, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მონაცემები), რომელთა დამუშავება მხოლოდ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებშია დასაშვები. მათი დამუშავება კი პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პრინციპებს უნდა შეესაბამებოდეს. ვრცლად 👉🏼 https://lnkd.in/dqGWMCkR
-
📣 პერსონალური მონაცემების დაცვის გაძლიერებისა და მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური, აცხადებს ესეების კონკურსს სკოლის მოსწავლეებისთვის! 🏫 კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების IX - XII კლასების მოსწავლეებს. 👇 კონკურსის თემატიკა: 🔎პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა; 🔎პერსონალური მონაცემების დამუშავება მობილური აპლიკაციებით; 🔎მონაცემთა უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევები; 🔎პერსონალური მონაცემების დაცვა და საჯარო ინფორმაციაზე წვდომა. 📧 ნაშრომების მიიღება 30 ნოემბრის ჩათვლით, ელექტრონულ ფოსტაზე konkursi@pdps.ge გამარჯვებულები გამოვლინდებიან ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს - 10 დეკემბერს. 📜 თითოეულ მონაწილე მიიღებს სერტიფიკატს 🥳 გამარჯვებულ მონაწილეებს გადაეცემათ სამახსოვრო საჩუქრები! 🖇️ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მსურველებმა, საკონკურსო ნაშრომს, თან უნდა დაურთონ განაცხადის ფორმა: 🔸მომხსენებლის სახელი და გვარი; 🔸პედაგოგის სახელი და გვარი; 🔸სკოლა; მისამართი; 🔸ტელეფონი (მობილური); 🔸ელექტრონული ფოსტის მისამართი; 📋ესეს გაფორმების წესი: 🔸ფურცლის ზომა: A4; 🔸შრიფტი: უნიკოდი (Sylfaen) 🔸შრიფტის ზომა: 12; 🔸გვერდების რაოდენობა: 2-4 გვ; ℹ️საჭირო ინფორმაციის მოსაპოვებლად, გამოიყენეთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ოფიციალური ვებგვერდი www.personaldata.ge; 🤩გისურვებთ წარმატებებს!