MSDA / მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო

MSDA / მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო

Government Administration

About us

თბილისის მერიის სტრუქტურულ და ტერიტორიულ ერთეულებში ელექტრონული სერვისების განვითარება.

Industry
Government Administration
Company size
201-500 employees
Headquarters
Tbilisi
Type
Government Agency
Founded
2015

Locations

Employees at MSDA / მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო

Updates

  • 🧑💻 დაინერგა თბილისის მერიისა და მუნიციპალური სერვისების განვითარების ახალი სისტემა MS Personal Consultant, რომლის ფარგლებშიც პირადი კონსულტანტები ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ინდივიდუალურ რეჟიმში მოემსახურებიან შემდეგი მიმართულებებით: ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტის შემუშავებისა და დამტკიცებისათვის ან/და მშენებლობის ნებართვის გაცემისთვის ან/და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებისთვის საჭირო დოკუმენტაციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება; ადმინისტრაციულ ორგანოებში, კანონმდებლობით დადგენილი ვადების ფარგლებში ადმინისტრაციული წარმოებისთვის კოორდინაციის პროცესში ხელშეწყობა; შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული შენიშვნის/ხარვეზის/მოთხოვნის განმარტება. განაცხადის რეგისტრაციისთანავე გამოიყოფა კონკრეტული კონსულტანტი, რომელიც დაუკავშირდება დაინტერესებულ პირს და ინდივიდუალური, სატელეფონო კონსულტაციის რეჟიმში მოემსახურება მას. თანამშრომელი შეისწავლის არეალს, უპასუხებს დამკვეთის შეკითხვებს, განუმარტავს დოკუმენტაციას და მისცემს შესაბამის მიმართულებას წარმოების შედეგიანად მიმდინარეობისთვის. „საკმაოდ მნიშვნელოვანი სერვისია, რომელიც ადამიანებს გაუადვილებს მშენებლობის ნებართვის მიღებას, სხვადასხვა დოკუმენტთან ან არეალთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღებას და ა.შ. ამისთვის თანამშრომლები სპეციალურად გადავამზადეთ, გაიარეს სტაჟირება. ეს პროცესი ახლაც მიმდინარეობს იმისთვის, რომ თითოეული კონსულტანტი ყველანაირად კვალიფიციური იყოს“, - განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ. ➡ https://lnkd.in/dBvqt5ZY

    • No alternative text description for this image
  • ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მიერ დაჩქარებული მომსახურების გაწევისა და მასზე დაწესებული საფასურის გადახდის რეგულირების ახალი წესი დადგინდა ⬇⁣⁣ ⁣⁣ მომსახურების გაწევა შესაძლებელი იქნება შემდეგ კატეგორიებსა და განცხადების ფორმებზე:⁣⁣ 🔹 განაშენიანების რეგულირების გეგმის განხილვა;⁣⁣ 🔹 განაშენიანების რეგულირების გეგმის საპროექტო არეალის განსაზღვრა;⁣⁣ 🔹 განაშენიანების რეგულირების გეგმების გეგმარებითი დავალების განხილვა;⁣⁣ 🔹 განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების კორექტირებული პროექტის განხილვა;⁣⁣ 🔹 განაშენიანების რეგულირების გეგმის კორექტირებული პროექტის განხილვა;⁣⁣ 🔹 მიწის ნაკვეთის გამიჯვნაზე, გაერთიანებაზე ან სერვიტუტის დადგენაზე გადაწყვეტილების მიღება;⁣⁣ 🔹 საგზაო მოძრაობის ორგანიზების დროებითი სქემის მომზადება ან/და შეთანხმება;⁣⁣ 🔹 საგზაო მოძრაობის ორგანიზების მუდმივი სქემის მომზადება ან/და შეთანხმება;⁣⁣ 🔹 საგზაო მოძრაობის ორგანიზების მუდმივი ან მუდმივი და დროებითი სქემების შეთანხმება.⁣⁣ ⁣⁣ დაჩქარებული მომსახურების მიღება შესაძლებელი იქნება ვებ-გვერდზე letters.ms.gov.ge შესაბამის კატეგორიაში, ონლაინ გადახდისა და კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის (ID ბარათის) საშუალებით ✅

    • No alternative text description for this image
  • MSDA / მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო reposted this

    View organization page for UGT, graphic

    6,724 followers

    📣 იუჯითიმ, #USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, ბათუმის, ჩოხატაურის და ქუთაისის მუნიციპალიტეტების და მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს #MSDA ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერმედეგობის გაძლიერების პროექტი დაიწყო. 🔒 პროექტის ფარგლებში, იუჯითის მაღალი კვალიფიკაციის მქონე გუნდი ინფორმაციული და კიბერ უსაფრთხოების კუთხით, ცნობიერების ამაღლებას და შესაძლებლობების გაძლიერებას უზრუნველყოფს. ამავდროულად, საერთაშორისო კონსულტანტის ჩართულობით, იუჯითი იმუშავებს სამიზნე მუნიციპალიტეტებთან და MSDA-სთან ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავებასა და განმტკიცებაზე ადგილობრივი მარეგულირებელი ჩარჩოს და საერთაშორისო სტანდარტების (ISO/IEC 27001) შესაბამისად. 🛡️ ასევე, დაგეგმილია ტრენინგები ბათუმის, ჩოხატაურის და ქუთაისის ადგილობრივი სამოქალაქო სექტორისთვის, ახალგაზრდობისა და მედიის წარმომადგენლებისთვის. ⚡ პროექტი ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება. MSDA / მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო #UGT #YourTechnologyPartner

    • No alternative text description for this image
    • No alternative text description for this image
    • No alternative text description for this image
    • No alternative text description for this image

Similar pages