შინაარსზე გადასვლა

ბიარიცი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ბიარიცი
Bayonne
დროშა გერბი

ქვეყანა საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
რეგიონი ახალი აკვიტანია
დეპარტამენტი ატლანტური პირენეები
კოორდინატები 43°29′08″ ჩ. გ. 1°33′19″ დ. გ. / 43.48556° ჩ. გ. 1.55528° დ. გ. / 43.48556; -1.55528
პირველი ხსენება XII საუკუნე
ფართობი 11,66 კმ²
ცენტრის სიმაღლე 0–85
მოსახლეობა 25 404[1] კაცი (2017)
სიმჭიდროვე 2200 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
სატელეფონო კოდი 559
საფოსტო ინდექსი 64200
ოფიციალური საიტი http://www.biarritz.fr[2]
ბიარიცი — საფრანგეთი
ბიარიცი

ბიარიცი[3][4] (ფრანგ. Biarritz [bjaʁits], ბასკ. Biarritz [bi.arits̻] — „ორი კლდე“[4] ან Miarritze [mi.arits̻e], ოქსიტ. Biàrritz [ˈbjarits]) — ზღვისპირა კლიმატური და ბალნეოლოგიური კურორტი სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთში. 25 404 მცხოვრები (2017).[1] მდებარეობს ბისკაის ყურის ნაპირზე, პირენეების ძირში, ვერცხლის ნაპირის ფარგლებში, ქალაქ ბაიონიდან დასავლეთით. აეროპორტი.[5]

პირველად იხსენიება XII საუკუნეში, გაიზარდა მეთევზე-ვეშაპებზე მონადირეთა პატარა სოფლის ადგილზე. როგორც კურორტი განვითარდა XIX საუკუნის შუა ხანებიდან. გავრცელებულია ზღვიური ჰავა ძალიან რბილი ზამთრითა (იანვრის საშუალო ტემპერატურა დაახლ. 5 °C) და თბილი ზაფხულით (ივლისის საშუალო ტემპერატურა დაახლ. 20 °C). არის ფართო ქვიშის პლაჟები, აგრეთვე მინერალური წყაროების ქლორიდული ნატრიუმიანი წყლები ბრისკში (ბიარიციდან 20 კმ), რომლებიც ხელს უწყობს მოძრაობის, სუნთქვის ორგანოების, პერიფერიული ნერვების დაავადებების, ნივთიერებათა ცვლის დარღვევის მკურნალობას. თალასოთერაპიის ცენტრი. მუზეუმები: საზღვაო, მინიატურული ავტომობილების. ზღვის ძუძუმწოვართა შესწავლის ცენტრი. კაზინო. ბიარიცის სიახლოვესაა კურორტი სენ-ჟან-დე-ლიუზი.[5]

  1. 1.0 1.1 Populations légales 2017. INSEE. ციტირების თარიღი: 18 თებერვალი, 2020.
  2. Annuaire de service-public.fr
  3. საზღვარგარეთის ქვეყნების გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1989. — გვ. 39.
  4. 4.0 4.1 ელერდაშვილი ა., ბიარიცი // უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად], 1-ლი გამოც., თბ.: ფანტაზია, 2006.
  5. 5.0 5.1 Аксёнова Л. А. БИАРРИЦ // Большая российская энциклопедия. т. 3. — М., 2005. — стр. 448.
  翻译: