შინაარსზე გადასვლა

მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რჩეული სტატია

სლოვიანსკის ალყა — უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაცია დონეცკის ოლქის ქალაქ სლოვიანსკის დასაბრუნებლად პრორუსი აჯანყებულებისგან, რომლებმაც ქალაქი 2014 წლის 12 აპრილს დაიპყრეს. უკრაინელებმა სლოვიანსკი 2014 წლის 5 ივლისს, არტილერიისგან დაბომბვისა და მძიმე ბრძოლების შემდეგ, დაიბრუნეს. ბრძოლები სლოვიანსკში იყო პირველი დიდი სამხედრო შეტაკება პრორუს სეპარატისტებსა და უკრაინის სამთავრობო ძალებს შორის 2014 წლის ომის პირველ ეტაპზე. 2014 წლის 12 აპრილს, უკრაინის რევოლუციის შემდეგ, კალაშნიკოვის ავტომატებით შეიარაღებულმა ნიღბიანმა მამაკაცებმა დაიკავეს ქალაქის ადმინისტრაციის შენობა. ამ ადამიანებმა, რომლებიც დონეცკის სახალხო რესპუბლიკის დროშით თავს პრორუს მებრძოლებად აცხადებდნენ, შემდგომში მოიპოვეს კონტროლი დანარჩენ სლოვიანსკზე და დაიწყეს მისი გამაგრება. სეპარატისტების ქმედებაზე საპასუხოდ უკრაინის მთავრობამ შექმნა ანტიტერორისტული ოპერაციების ზონა (ATO) და წამოიწყო კონტრშეტევების სერია მეამბოხეების წინააღმდეგ, რამაც გამოიწვია დაპირისპირება და ძალადობრივი შეტაკებები. როდესაც ქალაქში დაძაბულობა გაიზარდა, აჯანყებულებმა დაიწყეს ჟურნალისტებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ტყვედ აყვანა, რამაც გამოიწვია მძევლების კრიზისი. 18 აპრილს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ „სლოვიანსკი რჩება ყველაზე ცხელ წერტილად რეგიონში“. 20 აპრილს, მემარჯვენე სექტორს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ოლექსანდრ ტურჩინოვმა გასცა აჯანყებულთა მიერ კონტროლირებადი სატელევიზიო ანძის დივერსიის მოწყობის ბრძანება, რასაც მოჰყვა პირველი საბრძოლო დანაკარგები. ივნისისთვის ქალაქის მოსახლეობის დაახლოებით 40% გაიქცა. 5 ივლისს, მას შემდეგ რაც ამბოხებულებმა დონეცკში დაიხიეს, უკრაინამ ქალაქი დაიბრუნა.

დღის სტატია

თებერვლის რევოლუცია (რუს. Февра́льская револю́ция) — 1917 წელს რუსეთში მომხდარი ორი რევოლუციიდან პირველი. დაიწყო რუსეთის იმპერიის დედაქალაქ პეტროგრადში (ახლანდელი სანქტ-პეტერბურგი), ქალთა საერთაშორისო დღეს, 8 მარტს (ძველი სტილით 23 თებერვალს). რევოლუციის დროს, რომელიც 5 დღე გაგრძელდა, ადგილი ჰქონდა მასობრივ დემონტრაციებსა და შეიარაღებულ შეტაკებებს პოლიციასა და ჟანდარმერიასთან. უკანასკნელ დღეებში რუსეთის არმია რევოლუციონერებს მიემხრო. მომხდარი მოვლენების შედეგად გადადგა იმპერატორი ნიკოლოზ II და რომანოვების დინასტიის მმართველობას და რუსეთის იმპერიას ბოლო მოეღო.

დღის სურათი

Athyma perius.
Athyma perius.
Athyma perius.

23 თებერვალი — ამ დღეს...

  • 1455 : გამოიცა გუტენბერგის ბიბლია (ასლი სურათზე) — პირველი წიგნი დასავლეთში დაბეჭდილი მოძრავი ტიპოგრაფიით.
  • 1820 : გაიხსნა კატოს ქუჩის შეთქმულება, რომლის წევრებს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ლორდი ლივერპულისა და მისი კაბინეტის წევრების მოკვლა ჰქონდათ განზრახული.
  • 1903 : კუბა-აშშ-ის შეთანხმებით აშშ-მა გუანტანამოს ყურის კუბისგან სამუდამო ქირავნობის უფლება მიიღო, მასზე საზღვაო ფლოტისა და ნახშირის სადგურების სამართავად.
  • 1917 : თებერვლის რევოლუცია: სანქტ-პეტერბურგში პირველი მასობრივი დემონსტრაციები დაიწყო.
  • 1919 : ბენიტო მუსოლინიმ იტალიის ფაშისტური პარტია დააარსა.
  • 1944 : ოპერაცია ოსპი: საბჭოთა კავშირი იწყებს ჩეჩნებისა და ინგუშების იძულებით გადასახლებას ჩრდილოეთ კავკასიიდან ცენტრალურ აზიაში.
  • 1987 : ზეახალი ვარსკვლავის SN 1987A აფეთქების დანახვა გახდა შესაძლებელი დედამიწიდან.
  • იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    უილიამ პიტი
    უილიამ პიტი
      翻译: