მერაპი
მერაპი | |
---|---|
მერაპი 2014 წლის მარტში | |
კოორდინატები: 7°32′26″ ს. გ. 110°26′41″ ა. გ. / 7.54056° ს. გ. 110.44472° ა. გ. | |
ქვეყანა | ინდონეზია |
სიმაღლე | 2930 მ |
ტიპი | სტრატოვულკანი |
ასაკი | 400 000 |
ბოლო ამოფრქვევა | 10 მარტი, 2014 |
მერაპის მთა (ინდონ. Gunung Merapi – ცეცხლოვანი მთა) — აქტიური სტრატოვულკანი კუნძულ იავაზე, ცენტრალური იავის პროვინციისა და ჯოკიაკარტის საზღვარზე. სიმაღლე 2930.[1]წარმოადგენს ყველაზე აქტიურ ვულკანს ინდონეზიაში, რომელიც 1548 წლიდან რეგულარულად ამოიფრქვევა. მდებარეობს ქალაქ ჯოკიაკარტიდან 28 კმ–ით ჩრდილოეთით. მთის კალთებზე, ზღვის დონიდან 1 700 მეტრ სიმაღლეზეც კი, სოფლებში ათასობით ადამიანი სახლობს.
მთის მწვერვალზე კვამლის დანახვა წელიწადში დაახლოებით 300 დღესაა შესაძლებელი, ფიქსირდება რამდენიმე ამოფრქვევაც. 1994 წლის 22 ნოემბერს ამოფრქვეულმა ცხელმა გაზმა 27 ადამიანი იმსხვერპლა, ძრითადად მთის დასავლეთით მდებარე პატარა ქალაქ მუნტილანში.[2] სხვა დიდი ამოფრქვევა მოხდა 2006 წელს, ჯოკიაკარტის მიწისძვრამდე ცოტა ხნით ადრე. იმ ნაკლებ საფრთხეთა გამო, რომელთაც მერაპი მოსახლეობას უქადის, იგი დეკადურ ვულკანად მიიჩნევა.
2010 წლის 25 ოქტომბერს, ინდონეზიის მთავრობამ მერაპის უმაღლეს წერტილზე დაამონტაჟა ზარი, რომელიც საფრთხის შემთხვევაში მოსახლეობას აფრთხილებს. ამავე წლის 23–24 ოქტომბერს, ოფიციალური მონაცემებით დაფისქირდა დაახლოებით 500 ვულკანური მიწისძვრა, მაგმა კი 1 კმ–ზე ამოიწია.[3] 25 ოქტომბრის შუადღეს, სამხრეთ და სამხრეთ–დასავლეთ კალთებზე ლავა გადმოიღვარა.[4]
2010 წლის 30 ნომებრისთვის ვულკანი ამოფრქვევებს კვლავ განაგრძობდა, თუმცა დაბალი აქტივობის გამო ოფიციალურმა საგანგაშო ზარმა მისი დონე 3-ით შეაფასა.[5] ამჟამად ვულკანის სიმაღლე 2 930 მეტრია,[1] 38 მეტრით უფრო დაბალი, ვიდრე 2010 წლის ამოფრქვევებამდე იყო.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Mount Merapi National Park დაარქივებული 2012-12-19 საიტზე Wayback Machine. - Official site (ინდონეზიური)
- Double Disaster in Indonesia – Video on the 2010 eruption & tsunamis
- Updated Info and pictures დაარქივებული 2012-03-17 საიტზე Wayback Machine.
- Scientific studies carried on at Merapi
- US Army Geospatial Center დაარქივებული 2012-03-13 საიტზე Wayback Machine. with maps and geological information on the region and the volcano
- Mount Merapi: Indonesia's Volcano დაარქივებული 2010-11-09 საიტზე Wayback Machine. - slideshow by Life magazine
- Merapi Tourism დაარქივებული 2013-01-20 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Mount Merapi. ციტირების თარიღი: 2011-11-10.
- ↑ (ინდონეზიური) Kompas (Yogyakarta) President Soeharto Really Concern. Saturday, 26 November 1994.
- ↑ Highest alert issued for Indonesia's Merapi volcano. bbc.co.uk. BBC (2010-10-25). ციტირების თარიღი: 2010-10-27.
- ↑ Merapi spews lava. TheJakartaPost.com. Jakarta Post (2010-10-25). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-10-28. ციტირების თარიღი: 2010-10-27.
- ↑ Update Gunung Merapi status on 30/11 to 12.00 WIB. Badan Nasional Penanggulangan Bencana (2010-03-12). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-21. ციტირების თარიღი: 2010-05-12.
|